„რუსეთი ოპერაციის დაგეგმვისას დანაკარგს ითვალისწინებდნენ 20%-ის ვარაუდით, დღეს დაახლოებით დანაკარგი აქვთ 10% და, ალბათ, პუტინი ამიტომაც თვლის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიდის გრაფიკის მიხედვით“

„რუსეთი ოპერაციის დაგეგმვისას დანაკარგს ითვალისწინებდნენ 20%-ის ვარაუდით, დღეს დაახლოებით დანაკარგი აქვთ 10% და, ალბათ, პუტინი ამიტომაც თვლის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიდის გრაფიკის მიხედვით“

მიუხედავად უკრაინის არაერთი მოთხოვნისა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ნატო-ში აშშ-ს ელჩი ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ ნატო ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ჯერ მზად არ არის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს მოკავშირეები ღებულობენ საჭირო ზომებს უკრაინისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებისა და თავდაცვის კუთხით უკრაინის რეალური საჭიროებების შეფასების მიზნით.

„ჩვენი მიზანი ახლა არის ომის რეალურად შეჩერება. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება უკრაინის ფარგლებს გარეთ და ამიტომ, ახლა ნატოს ერთობლივი სიგნალი არის ის, რომ ნატო არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დავიცავთ. ნატო მზად არის ამისთვის და უკვე დგამს ნაბიჯებს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.

შედეგობრივი თვალსაზრისით, უკრაინული მხარისთვის საჰაერო სივრცის დახურვის მნიშვნელობაზე, for.ge-სთან ანალიტიკოსი უსაფრთხოებასა და სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საფრთხე მარტო ჰაერიდან კი არა, ზღვიდანაც რეალურია, რაც უკვე სახეზეა:

ვახტანგ მაისაია: მოდით ვთქვათ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის, ჰიბრიდული ომი უკვე მიმდინარეობს. ეს არის ეკონომიკური, საინფორმაციო-პროპაგანდისტული, კიბერ ომი და პოლიტიკურიც თავისთავად, დარჩა მხოლოდ სამხედრო მდგენელი. ამ შემთხვევაში, მარტო ჰაერზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მნიშვნელოვანია ზღვაც. მაგალითად, ვინ იცის აეროპორტი დაიბობმა ზღვიდან თუ ოკუპირებული ყირიმიდან მოქმედებს საზღვაო ავიაცია? ანუ, აქ უკვე ჩნდება არა მარტო ჰაერის, არამედ ზღვის ფაქტორიც.

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა ყველა პარამეტრით სამხედრო მომზადებისა თუ პროპაგანდისტული თვალსაზრისით ჩანს, რომ პუტინი სულ სხვანაირად ფიქრობდა, რეალურად რა იკვეთება, როგორი იყო პუტინის გეგმა?

- სამწუხაროდ, ჯერჯერობით, იმის პროგნოზი არაა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, მოკლე ვადებში დასრულდეს. სავარაუდოდ, საომარი მოქმედებები შესაძლოა, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. რუსეთი, როგორც ჩანს, ემზადება, უკრაინაში მეორე ეშელონით შევიდეს. უკრაინისთვის ეს საკამოდ დიდი სამხედრო გამოწვევაა. ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამისთვის მზად არიან. შევეცდები, უკრაინაში არსებული სიტუაცია სამხედრო- პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული კუთხით შევაფასო.

ომის დაწყების წინა დღეს გავაკეთე პროგნოზი, რომ საბრძოლო მოქმედებები უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა ისეთი მოდელით, რომელიც, სამწუხაროდ, შემდგომში განხორციელდა. მინდა, ავხსნა, რა იყო კრემლის ძირითადი მოტივაცია, სამხედრო-სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე მიზანი. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფარგლებში სამი ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება შეიქმნა და შეტევის 3 მიმართულება განისაზღვრა. ესაა: ბელგოროდი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, პირობითად ავიღოთ სევასტოპოლი, ხერსონი, ნიკოლაევი და ოდესა, მესამე მიმართულება ოკუპირებული დონბასის ტერიტორიები, დონეცკი და ზაპოროჟიეს მიმართულება იყო. მოულოდნელად შეტევა სამი მიმართულებით განხორციელდა. შეტევა სწორედ კლასიკური, გერმანული მესამე რაიხის, ვერმახტის, „ბარბაროსას სტრატეგიული ოპერაციის“ ფარგლებში მოხდა. როგორც ჩანს, პუტინმა ჰიტლერის ეს სტრატეგია კარგად შეისწავლა. დილის 4 საათზე, ომის გამოცხადების გარეშე თავს დაესხა უკრაინას. კრემლმა ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაარქვა. სამხედრო მეცნიერებაში ასეთი ტიპის განმარტება არ არსებობს. აქაც ჩანს, რომ კრემლმა მისი სწორი არგუმენტირება ვერ შეძლო. კრემლის ძირითადი მიზანი იყო, უკრაინაში დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი მოეხდინა. ტაქტიკური სამანევრო-საბატალიონო ჯგუფები 65 ერთეული იყო, მათ მხარს უმაგრებდა დაახლოებით 500-600 საბრძოლო ტანკი, 4 000 ზალპური საარტილერიო სისტემების ერთეულები. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ დაჯგუფებას ზურგს ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია უმაგრებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა დამრტყმელ და სატრანსპორტო შვეულმფრენებზე, დრონების უპილოტო თვითმფრინავებზე, ძირითადად, საფრონტო მოიერიშე თვითმფრინავებზე, რომელთა სიმაღლე 3-4 კილომეტრს არ აღემატებოდა. იყო ძირითადი 3 ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა. სავარაუდოდ, მათთვის ოპერატიულ ვადად ერთი კვირა იყო დაწესებული, პუტინი ფიქრობდა, რომ 2-3 მარტისთვის ეს ოპერაცია დაესრულებინა. მისი მთავარი იდეა იყო, დაეკავებინა უკრაინის სამხრეთ რაიონები, დონბასის მთლიანი ტერიტორია, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით გასულიყო. შესაბამისად, შემდეგ მთავარი იდეა იყო, კიევი ალყაში მოექცია, უკრაინის ხელისუფლების დაკავება და იძულებითი კაპიტულაცია მოეხდინა. ეს იყო პუტინის გეგმა. მას გეგმაში ჰქონდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაეუქმებინა. ეს იყო სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა. ის აპირებდა, ხარკოვში ან დნეპროპეტროვსკში ახალი პოლიტიკური გაერთიანება გამოეცხადებინა. სახელწოდებაც კი მოიფიქრეს – „უკრაინის ფედერაციული რესპუბლიკა“. იანუკოვიჩი და პრორუსი პოლიტიკოსები, როგორც სჩანს, მზად იყვნენ, ე.წ. გარდამავალი მთავრობა შეექმნათ.

პუტინს ამ გეგმის ჩავარდნა უკვე მეორე დღესვე შეეტყო. ის იძულებული იყო, ასე ვთქვათ, მეორადი მიმართულება გაეხსნა, ანუ ჩრდილოეთ მიმართულება, ბელარუსის საზღვრიდან კიევის მიმართულებით. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინას დაიპყრობდა და მოკლე პერიოდში პოლიტიკური რუკიდან გააქრობდა. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ისე მიიღებდნენ, როგორც გამათავისუფლებელს, მაგრამ ამაში შეცდა, ბლიცკრიგის სტრატეგიული გეგმა ჩაუვარდა. მას მოუწია, კიევის მიმართულება გაეხსნა. პუტინს ეს ყველაფერი სრულმასშტაბიანი ომის ფორმატში გადაეზარდა. ეს ომი მიმდინარეობს სუვერენულ უკრაინასა და დამპყრობელ რუსეთს შორის.

ფაქტია, ამ ომმა, პირველ რიგში, რუსეთს უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიაყენა - დაინგრა რუსეთის უძლეველობის მითი, თუმცა აქვე არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ფაქტობრივად „ნატო“-ს სრული შემადგენლობა ებრძვის, მართალია ცოცხალი ძალით არა, მაგრამ გაწეულმა სამხედრო დახმარებამ გარდამტეხი როლი შეასრულა ამ ომში. ეს რომ არა, პუტინის თავდაპირველი გეგმა, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, სისრულეში იქნებოდა მოყვანილი, მაგრამ მაინც, რა სამხედრო რესურსი აქვს ამ ეტაპზე რუსეთს გამოყენებული და კიდევ რაიმე სიურპრიზს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- რუსეთმა ამ ეტაპზე გამოიყენა 500-600 ზალპური და დამრტყმელი სარაკეტო ერთეული, რუსეთი იყენებს ოპერტაიულ-ტაქტიკურ საარმიო ავიაციას, მაგრამ ამ ეტაპზე, ის არ იყენებს სტრატეგიული დანიშნულების ავიაციას და ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების ავიაციას, როგორიც არის მაგალითად, სუ-57, რომელიც არის მეხუთე თაობის და, რომელიც რუსებმა გამოიყენეს სირიაში, მე ეს ნამდვილად მიკვირს, ისინი დღეს იყენებენ შედარებით მსუბუქი ტიპის საბრძოლო ავიაციას, ეს ძალიან ბევრ კითხვებს შეიძლება იწვევდეს. ასევე სირიისგან განსხვავებით, რუსები აქ არ იყენებენ დამრტყმელ საპილოტო და კამიკაძე დრონებს. ასევე არ გამოჩნდა თანამედროვე ტანკი T-14, T-90 და T-80, ასევე არ იყენებს მეოთხე თაობის ჯავშანმანქანებსაც, ეს რას ნიშნავს ცალკე საუბრის თემაა. ჩემი ვარაუდით, ამ ოპერაციის დაგეგმვისას ისინი დანაკარგს ითვალისწინებდნენ 20%-ის ვარაუდით, დღეს დაახლოებით დანაკარგი აქვთ 10% და, ალბათ, ამიტომაცაა, პუტინი თვლის, რომ საბრძოლო მოქმედებები მიდის გრაფიკის მიხედვით. აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ ომს გააჩნია ოთხი მდგენელი. პირველი ეს არის პოლიტიკური მდგენელი, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგენელი, ეკონომიკური და საინფორმაციო-პროპაგანდისტული მდგენელი. საინფორმაციო-პროპაგანდისტული მდგენელით უკრაინელები რუსებს უგებენ საკმაოდ დიდი მასშტაბებით, პოლიტიკური კუთხით ასევე პუტინს წაგებული აქვს ეს ომი და ეს ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, რუსეთს ესეც წაგებული აქვს. ეკონომიკურ მხარეს რაც შეეხება, უკვე ლაპარაკია ეკონომიკურ არა სანქციებზე, არამედ ბლოკადაზე და მორალური მხარეც არის უკრაინისკენ. ასე რომ, დღეს უკვე, უკრაინის შეიარაღებული ძალები ღრმა თავდაცვით სტრატეგიიდან გადავიდნენ აქტიური თავდაცვის სტრატეგიაზე.

 

 

 

 

 

არაგველი641 ბმული
2 წლის უკან
trampi ბიჯოოოო.............გადამრევს ეს ხალხი
...როდის იყო პუტინს რო ჯარისკაცები თვლით ჰყავდა ჩაბარებული?
ფეხზე არა კიდიააა?? ...მანამდე თოფის დამჭერი კაცი ეყოლება უკან არ დაიხევს ...ბოლო ბოლო კნოპკას დაააჭერს თითს
რუსეთს მასკა ჩამოუვარდაო....კი მაგრამ, ამიხსენით როდის ეკეთა მასკა ??? რუსი ვინც იყო და რა ჩათლახიც იყო არ იცოდიიით......ეხლა გაიგეეეთ???
ვინც მხოლოდ ეხლა გაიგო, რუსები ვინც არიან, ისინი დებილები ყოფილან...იმათ რააა რუსებზე არაფერი გაუგიათ--ან წაუკითხიაათ?
ან იმათ ფსიქიკა არ იციააან?? -----------------ლენინგრადის ბლოკადა სამი წელი არ იყოოოო ??
თან პლიუს უკრაინელებს თოფ--წამალს უმატებენ და უმატებენ...იმათ უკრაინელები რა ენაღვლებათ რააა......
კი მაგრამ რუსის გარდა უკრაინელი არ ზარალდებააა?? ...გავწყდეთ გმირულადო.....უკრაინელებს ესე გამოსდით....
აბსოლიტურად ვეღარაფერს ვეღარ ვიგებ.....
ერთი რამე გავიგე მარტო--- რუსი უნდათ რომ დააამარცხონ, მაგრამ როგორ?? ..წააართვით მაშინ პუტინს კნოპკა..
მაგ კნოპკის გამო დაჟე ის დაქნეული ჩრდილო კორეის დირეხხხხტორიც კი ვერ გაააჩერა ამერიკამ . ისროლა და ისროლა კოსმოსში რაკეტები და პუტინს როგორ გაააჩერებენ ?...თან მით უმეტეს მარტო რაკეტას ვინღა ჩივის
ვსოო......რუსი მარცხდებაო ...თქვენ პირს შაქარი........ .ეგრე იყოს.....პირველი მე დავიძახებ ქუნემ პუტინი მეთქი---ჩემი რა მიდის ( აფხაზეთის მერე მაგათი ძალიან დიდი ჯავრი მჭირს)
მაგრამ არც ეგრე მარტივად რო არააა საქმე??
2 წლის უკან
trampi ისე კი ამისი არაფერი დაიჯერება .......... ეს კალტენბრუნერის აგენტია
ომამდე ტანკისტი იყო
მიშას ცოტაღა დაააკლდა თორემ ეს შტირლიცობასაც დაიბრალებდა და კამოსაც გადააასწრებდა
2 წლის უკან