ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე- მადლობელი ვარ აშშ-ის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, პუტინის ომის მანქანისთვის გულში დარტყმის მიყენებისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე- მადლობელი ვარ აშშ-ის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, პუტინის ომის მანქანისთვის გულში დარტყმის მიყენებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აშშ-ის ბაზარზე რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის მადლობას უხდის.

"მადლობელი ვარ აშშ-ის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირადი ხელმძღვანელობის პუტინის ომის მანქანისთვის გულში დარტყმის მიყენებისთვის და აშშ-ის ბაზარზე ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის. მოუწოდეთ სხვა ქვეყნებსა და ლიდერებს, რომ იგივე გააკეთონ", - წერს ზელენსკი “ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.