„SWIFT-დან ვერ გაუთიშიათ, ნავთობზე და გაზზე უარი ვერ უთქვამთ, ცალკეულ მილიარდერებს ცას უკეტავენ, მაგრამ ფინეთის და თურქეთის გავლით რომ მთელი ევროპა იღებს, არაფერია ხომ?“

„SWIFT-დან ვერ გაუთიშიათ, ნავთობზე და გაზზე უარი ვერ უთქვამთ, ცალკეულ მილიარდერებს ცას უკეტავენ, მაგრამ ფინეთის და თურქეთის გავლით რომ მთელი ევროპა იღებს, არაფერია ხომ?“

ეკონომიკის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ოკუპირებულ, დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე საქართველო დაავალდებულო სანქციები დაუწესოს რუსეთს, არის არასწორი. მისი თქმით, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე რუსეთს გაშლილი აქვს სამხედრო ბაზები, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც მინიმუმ, შენი მეგობრებიც უნდა გაითვალისწინო. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მტერთანაც შეიძლება დარჩე ერთი-ერთზე.

for.ge ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე. იგივე პოზიცია აქვთ ევროპის სხვა ქვეყნებს და მათ შორის აშშ-ს. მაგრამ საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, გახდა კრიტიკის საფუძველი. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს როგორც საერთაშორისო, ასევე ჰუმანიტარული კუთხით, არ არის მხარდაჭერა? ამ სახის მხარდაჭერა საქართველოს არ მიუღია უკრაინისგან არც 1992-93 წლების აფხაზეთის ომში და 2008 წელს აგვისტოს ომში...

ვახტანგ ჭარაია: მთელი ერი უკრაინის გვერდში ვდგავართ, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით და ამას თვითონ უკრაინელებიც აღიარებენ. მაგრამ უკარაინის ხელისუფლების მხრიდან გართულება მოჰყვა საქართველოს პრემიერის განცხადებას, როგორ მიაწოდა ის საზოგადოებას. შეიძლება პრემიერ-მინისტრს არ გამოუვიდა საუკეთესო განცხადება, მაგრამ მთავარია შინაარსობრივად რას ვაკეთებთ და ამაზე გადავიტანოთ მთავარი აქცენტი. შინაარსობრივად, საქართველო ყველა ინსტანციანზე უკრაინის მხარეს დგას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა - ეს არა მარტო პოლიტიკური გამბედაობაა, არამედ ნიშნავს, რომ ყველანაირად თავგადადებული ხარ უკრაინის სასარგებლოდ. რაც კი შეიძლება გავაკეთოთ, ვაკეთებთ. მაგრამ თუ ჩვენ გვთხოვენ, რომ იარაღი მივაწოდოთ და რუსეთს ომი გამოვუცხადოთ, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ამისთვის მზად. მით უმეტეს, რომ რუსეთს ორი ბაზა აქვს საქართველოში, ერთი ბაზა კიდევ სომხეთში. არ ვართ მზად იმისთვის, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები ავკრძალოთ.

ფაქტია, რომ ფულადი გზავნილების აკრძავლა მძიმედ დააწვება საქართველოს. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ეკონომიკაზე და, ამავე დროს, დააზარალებს თუ არა ეს რუსეთს?

-  ეს უპირველესად საქართველოს ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას. თუ ფულადი გზავნილები საქართველოში არ წამოვა, ის ფული რუსეთში დარჩება და ამით რუსეთს საერთოდ არ დავაზარალებთ, პირიქით, დავაზარალებთ ჩვენს მოქალაქეებს. რეალური ცხოვრებიდან და შესაძლებლობებიდან უნდა გამოვიდეთ. გერმანიის ფედერაცია ამბობს, რომ არ დაკეტავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, იმიტომ რომ, პირველ რიგში, გერმანელებზე და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

ამას ამბობს გერმანია, რომელიც ნატოს წევრია და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოა ეკონომიკური კუთხითაც. გერმანიასთან ერთად ამ პოზიციას იზიარებს მთელი ევროკავშირი და აშშ. ამ დროს საქართველოსკენ გაიშვირო ხელი, რომელიც გულით შენი მეგობარია და მასზე გადატეხო ჯოხი, საქართველოს მოსთხოვო მთელი მსოფლიოს ჩავარდნის პასუხი, არ არის სწორი.

უკრაინას ომი აქვს რუსეთთან, ამ დროს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი იცლის საქართველოსთვის. საქართველოსთან აწარმოებს პოლიტიკურ ომს, ეს რას ნიშნავს?

- უკრაინა ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს. პირობითად, სხვა ქვეყანაში ომის გაჩაღება მათთვის დახმარება იქნება. ერთია, რომ შენი ქვეყნისთვის მაქსიმუმს აკეთებ და მეორეა, შენს მეგობარს და ამ შემთხვევაში საქართველოს არ უფასებ იმ თავდადებას, რომელსაც შენს მიმართ გამოხატავს. საქართველო მარტო მთავრობა არ არის, საქართველო არის 4 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და რამდენიმე მილიონი ქვეყნის გარეთ. თითოეული ეს ქართველი ლამის გვერდში გიდგას და შენ ამ დროს, როდესაც საქართველოზე უარყოფით კონტექსტში ლაპარაკობ, არ არის სწორი.

მით უმეტეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ ტერიტორიებზე რუსეთს გაშლილი აქვს სამხედრო ბაზები, სადაც დისლოცირებულია 58-ე არმია...

- რა თქმა უნდა, და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც მინიმუმ, შენი მეგობრებიც უნდა გაითვალისწინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მტერთანაც შეიძლება დარჩე ერთი-ერთზე. არადა, დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ომში ცოცხალი ძალით არ ერთვებიან, საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ, ამ დახმარების გარეშე უკრაინა დიდი ხნის დაცემული იქნებოდა. სთხოვო იმათ ვისაც არ შეუძლია რამე გარდატეხა შეიტანოს ამ პროცესში, ეს არის არასწორი, თორემ გასაგებია, როდესაც აშშ-ს, გერმანიას და საფრანგეთს სთხოვ, რადგან მათ შეუძლიათ გარდატეხის შეტანა.

რა ბერკეტი აქვს საქართველოს, რომ გარდატეხა შეიტანოს ამ ომში?

- ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ რუსეთთან ომი დავიწყოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის ერთადერთი გარდატეხა „რაც შეგვიძლია“. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, 90-იან წლებში რკინისგზა რომ გადავუკეტეთ რუსეთს, მაგდაგვარი სასაცილო სანქციები შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ეს სანქციები ჩვენვე თუ გვაზარალებს და არა იმას, ვის მიმართაც უნდა იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს ასეთ სანქციებს.

ცალკე გამოვყოთ რუსეთის ფაქტორი. რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი, არც არასდროს ყოფილა და არც მომავალში არ იქნება. უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერა რასაც საქართველო აკეთებს, არის ომის გამოცხადება, რაც ისევ ჩვენ გაგვანადგურებს. მესმის, რომ უკარაინის ხელისუფლების ცალკეულ პირებს აინტერესებთ ომი საქართველოში, მაგრამ არ გამოვა.

როდესაც მთელი მსოფლიო თავს იკავებს, SWIFT-დან ვერ გაუთიშიათ, ნავთობზე და გაზზე უარი ვერ უთქვამთ, რუსულ კომპანიებს ჯერ კიდევ ეთანამშრომლებიან, მარტო ცალკეულ ბანკებს ბლოკავენ, მთლიანი საბანკო სისტემა ისევ ღიაა, ცალკეულ მილიარდერებს უწესებენ სანქციებს, დანარჩენებს ცას უკეტავენ, მაგრამ ხმელეთით უშვებენ... საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვთ და ხმელეთით რუსებს ფინეთის და თურქეთის გავლით რომ მთელი ევროპა იღებს, არაფერია ხომ? ამას ვერ ხედავს უკრაინის მთავრობა და ჩვენსას ხედავს მარტო? ასეთი დამოკიდებულების ფონზე საქართველოს მოსთხოვო შენ რატომ არ ეომები რუსეთსო, რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი პოზიცია.

ამაზე ვსაუბრობ, თორემ რუსეთს, რომ მაქსიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ სადაც შეგვიძლია, სადაც ხმა მიგვიწვდება, ეს უდავოა. ჩვენზე მეტი ბევრ ქვეყანას არ გაუკეთებია. პირიქით, საწინააღმდეგო განაცხადებებიც გააკეთა ბევრმა, ან თავი შეიკავა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. მაგრამ არსაიდან არ გაუწვევიათ ელჩები და რაღა საქართველოდან მოუნდათ ელჩის გაწვევა?

ანუ, ელჩის გაწვევა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება? ისეთი მოლოდინი მქონდა, რომ უკრაინის ხელისუფლება გაიწვევდა ელჩს გერმანიიდან...

- ვერ გაიწვევს. გერმანია აწვდის იარაღს, აძლევს ფულს. ამ ეპატზე ეს არის, რაც გერმანიას შეუძლია, უკრაინასაც ესმის, რომ გერმანია ამაზე მეტს ვერ გააკეთებს. დასავლეთიც არ არის მზად იმისთვის, რომ რუსეთს ეომოს. ამ დროს, შენ რომ ელჩების გამოწვევა დაიწყო, სამწუხაროდ, უკრაინის საზიანოდ დამთავრდება. ამიტომ, უკრაინამ უნდა იმუშაოს დიპლომატიურად. არც საქართველოს ხმა დაკარგოს, არც გერმანიის და არც სხვა ქვეყნების. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ თავი ისე დაიცვას, არ დამარცდეს. ეს შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასოს და რაც მთავარია სწორად გამოიყენოს.

ოპოზიცია ითხოვს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, მათ შორის ითხოვენ სავიზო რეჟიმის დაწესებას, ეს მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი...

- სანქციები დაუწესეთო რუსეთსო და თავად უკრაინას 2014-ში სამწუხაროდ ყირიმი რომ წაართვა რუსეთმა, იცით უკრაინამ რა ქნა? - არც დიპლომატიური ურთიერთობები არ გაწყვიტა და არც სანქციები არ დაუწესა. უფრო მეტიც, უკრაინისთვის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო მთელი ეს წლები 2021 წლის ჩათვლით, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. საქართველოს კი დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გააჩნია რუსეთთან და ისე თხოვენ მიდი რა კიდე, რამე დაუშავე საკუთარ თავსო.

როდესაც შენ თვითონ ამას აკეთებ და ამ დროს საქართველოს მოუწოდო სანქციებში რატომ არ იღებ მონაწილეობას, ეს ამაზრზენია. იქ, სადაც ჩვენ შეგვიძლია, მხარს ვუჭერთ უკრაინას. ამას საერთოდ არ აშუქებენ და ერთი განცხადებით უსვამენ ყველაფერს ხაზს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის განცხადება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, საერთოდ არ იყო გამიზნული კიევისთვის, მათ შორის თბილისისთვის. ამას თავისი კონკრეტული ადრესატი ჰყავდა. სხვათა შორის, ბიზნესი აცხადებს, რომ რუსეთში არ შევა. ფაქტია, რომ ყველანაირად გამოვხატავთ უკრაინის მხარდაჭერას, ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და თურმე არა მათთვის გამიზნული ერთი განცხადება ყოფილა ყველაფერი. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, პოლიტიკოსებს უნდა მიეცეთ მოქმედების თავისუფლება. რაღაცა საკითხები დავუთმოთ პოლიტიკოსებს, რაღაცა საკითხები ხალმა გავაკეთოთ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თვლის, რომ ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვას აპლიკაციებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ასეთი განცხადება?

- საქართველო მთელი მსოფლიოსთვის თუ არა, აღმოსავლეთ ევროპისთვის 30 წელია რუსეთს ეომება ერთი-ერთზე და არავის განსაკუთრებული არც სანქცია და არც მხარდაჭერა არ აღმოუჩენია, საუბარი არ მაქვს სამხედრო ძალით დახმარებაზე. აღმოსავლეთ ევროპაში თუ ვინმე არის განსაკუთრებული მაგალითი, პირველი ეს არის საქართველო. უკრაინამ 2014 წელს და შემდეგ 2022 წელს განიცადა ის, რასაც 30 წელია საქართველო განიცდის.

30 წელია მარტო ვეომებით რუსეთს და თურმე ახლა არ ვართ კარგი მაგალითი და უკრაინა არის ჩვენზე კარგი მაგალითი? მე შეურაცხყოფილი ვარ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომ უკრაინა ევროკავშირში ცალკე უნდა მიიღონ და არა საქართველოსთან ერთად, რადგანაც ისინი თურმე განსხვავებული შემთხვევა ყოფილან. სად იყო ნეტა ეს მინისტრი ან საერთოდ მსოფლიო, როდესაც საქართველო იყო და არის უგანსხვავებულესი შემთხვევა?!

„მე, მრცხვენია, რომ ვარ ქართველი“, - დავით არახამიას ეს განცხადება აიტაცა იმ ჯგუფმა, რომელიც სცდილობს ქვეყანა ჩაითრიოს ამ ომში. მე არ მცხვენია, რომ ვარ ქართველი. თქვენ როგორ გაიგეთ ეს მოწოდება, გრცხვენიათ, რომ ქართველი ხართ?

- ნამდვილად არ მცხვენია, რომ ქართველი ვარ! ნამდვილად არ შემრცხვება მაშინაც, როდესაც უკრაინაში მომიწევს ჩასვლა! იმიტომ რომ საქართველოს უკრაინის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიუძღვის, გარდა ერთგულებისა. ცალკეული უკრაინელი ჩინოსნები, მინიმუმ 2 პარლამენტარი და მათგან ერთი წარმოშობით ქართველი რომ საქართველოში გადატრიალებისკენ მოგვიწოდებენ, ამაზე მტრული განცხადება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნისგან, რომელიც ჰააგაშიც კი მხარს უჭერს პუტინის ფაშისტად ცნობას! სწორედ ეს არის ის, რისი უნდა რცხვენოდეს იმას, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს! ქართველებს სასირცხვილო არაფერი გვჭირს. საქართველო იყო, არის და იქნება გმირების ქვეყანა! გმირობა შინაარსია და არა ცალკე აღებული ემოცია.

trampi აბა მაგეთ მაპროვოცირებელ კითხვებს რატომ სვამ?
ხომ იცი ეგ ძიებმა არ თქვათ და არც იკითხოთო
არც 2014--2022 წლების მანძილზე ბენდერების ამბები იკიტხოთო---- ეგ არ სეიძლებაო
ჰოოდა ვაი შენი ბრალი ლიბერალ --ფანდარასტების ხელში
თანაც ეგ ჯერ სადააა----- შეიძლება ნახევარმა ევროპპამ ეგ სანქციები გაუქმონ კიდეც პუტინს
თუ არადა თვითონაც ეხაზებათ
2 წლის უკან