„ომის დროს დევნილები რუსეთში არ წავიდნენ? უმრავლესობა კი იქ ცხოვრობს, ისინი უნდა დაეხმარონ ქართველებს და ჩვენ რუსებს არ დავეხმაროთ? ნაცისტები ვართ?“

„ომის დროს დევნილები რუსეთში არ წავიდნენ? უმრავლესობა კი იქ ცხოვრობს, ისინი უნდა დაეხმარონ ქართველებს და ჩვენ რუსებს არ დავეხმაროთ? ნაცისტები ვართ?“

რუსეთიდან დევნილთა ნაკადი საქართველოს მიმართულებით სულ უფრო იზრდება. ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პუტინის რეჟიმს გაურბიან, ახალ საცხოვრებელ ადგილად საქართველოს ირჩევენ. ჩამოსვლისთანავე მთავარი აქტიურობის სფერო უძრავი ქონება ხდება. ბაზრის ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ბოლო დღეებში ქონების შეძენისა და ქირაობის გარიგებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავად რუსეთიდან დევნილები კი ანონიმურობას არჩევენ და ინტერვიუსაც ვინაობის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ იძლევიან.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილში ამან ღელვა და შფოთვა გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ ეს გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამ საფრთხეებად კი მათი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაერთხელ ნაცად ხერხს ასახელებენ, რომელიც საკუათარი მოქალაქეების დაცვის მოტივით მეზობელ ქვეყნებში იჭრება. ამის მაგალითია უკრაინა და საქართველო.

კონფლიქტოლოგები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამ თემის ირგვლივ მსგავსი ისტერიკა პირიქით, დიდ რისკებს შეიცავს, ამიტომაც ამ ამბიდან ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის, მით უმეტეს, თუკი პრეტენზიები ევროპელობაზე და ევროკავშირში შესვლაზე გვაქვს, ნაცისტებივით არ უნდა მოვიქცეთ. ეროვნების გამო ადამიანების დევნა არ უნდა დავიწყოთ. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ექსპერტებთან ერთად ამ თემაზე უნდა იმუშაოს და გამოსავლის ძიება დაიწყოს. მათი აზრით, ქვეყანაში ლტოლვითა სამი სახის ნაკადი შეიძლება იყოს. ერთი ეთნიკურად ქართველები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, მეორე ნაკადი პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსები არიან, ხოლო მესამე კატეგორიას ის ხალხი შეადგენს, რომელთათვისაც დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები დისკომფორტს წარმოადგენს და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანას ტოვებენ.

„რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს“, - განაცხადა  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს“, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.

საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს“, - ამბობს კობახიძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან უნდა ითანამშრომლოს. ექსპერტთებთან და სპეციალისტებთან ერთად უნდა გადაწყვიტონ რა ხერხს მივმართოთ. რა რისკები არსებობს თუ რუსეთის მოქალაქეებს შემოვუშვებთ და თუ არ შემოვუშვებთ.

„სამოქალაქო საზოგადოება გვერდში უნდა ამოიყენოს და საზოგადოებას უნდა ესაუბრონ, რას აპირებენ. სამოქალაქო საზოგადოებამ არ იცის და ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება სიმართლის მხარეს უნდა იყოს ჰიტლერის წინააღმდეგ. რისკები არის ის, რომ პუტინის მხარეს არ აღმოვჩნდეთ. ამ წუთში ომი მიდის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს არის მესამე მსოფლიო ომი. სავიზო რეჟიმის შემოღება არ იქნება გამოსავალი. თუ არ გვინდა, რომ ეს ხალხი შემოვუშვათ, მაშინ კი ბატონო.

თუ ვართ ქრისტიანები და გვინდა დევნილებს დავეხმაროთ, არ უნდა შემოვიღოთ. ჰუმანიტარული სამართალი ჩვენთან არ მუშაობს და თუ ელემენტარულად ქრისტიანები ვართ, მაშინ ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ. ომის დროს მთელი ჩვენი დევნილები რუსეთში არ წავიდნენ? უმრავლესობა კი რამდენიმე წელია იქ ცხოვრობს. ანუ იქ უნდა დაეხმარონ ქართველებს და ქართველები აქ არ უნდა დავეხმაროთ? რაღაცა ხომ უნდა არსებობდეს. თუკი გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, მთელი მსოფლიო თავზე გვევლებოდეს, ხოლო როცა ჩვენგან დახმარება უნდათ, გავყაროთ? რა ლოგიკაა, რა ამორალურობაა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ხელსიუფლებამ უნდა მოახერხოს და გაცხრილოს, ვინ ვინ არის. მისი აზრით, შესაძლოა, სწორედ ის ადამიანები მოდიან, ვინც პუტინს ჩვენს მსგავსად ებრძვიან. ყველა იმ ადამიანთან უნდა ვითანამშრომლოთ, რომლებიც ნამდვილად პატრიოტები არიან და პუტინის რეჟიმს გამოექცნენ. ადამიანებს, რომლებსაც კარგად ვიცნობთ და მათი მოღვაწეობა კარგად ვიცით.

„მათ გვირჩიონ ვინ ვინ არის და ვის უნდა ვენდოთ. შესაძლოა ამ არმიაში იყვნენ უღირსი ადამიანები, რომლებსაც ქვენა გრძნობები აქვთ, კი ბატონო, შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებთან მუშაობდნენ. რუსები თავად უნდა იყვნენ ღია, ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მედიასთან უნდა თანამშრომლობდნენ, რა საფრთხეები შეიძლება ამ მასობრივ ჩამოსვლა მოჰყვეს. ერთი ხელის მოსმით ყველა პუტინისტებად არ უნდა ჩავთვალოთ. ამ შემთხვევაში კობახიძეს ვეთანხმები, რომ ეთნიკური შუღლი დაუშვებელია. სპეციალისტები უნდა გამოვიდნენ და ისაუბრონ. ეს იქნება უსაფრთხოების საკითხები თუ ეკონომისტები. როცა პოლიტიკა ომში უნდა ჩაერთოს, პოლიტიკოსები გენერლებს ელაპარაკებიან. მერე იღებენ გადაწყვეტილებას დაიწყონ თუ არა ომი. ახლაც იგივე სიტუაციაა, ამიტომ სპეციალისტების კვლევაა საჭირო. ამით სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ - მივცეთ უფლება თუ წავართვათ. მეტი საექსპერტო დასკვნები გვჭირდება. არ ვარ დარწმუნებული ვთქვა, რომ ყველა მტერია და ჩვენს ქვეყანაში არ უნდა შემოვუშვათ. თუკი ამ ხალხს კეთილსინდისიერად მოვექცევით, ისინი პირიქით, აქეთ გამოგვადგებიან. სისულელეა იმაზე საუბრი, რომ პუტინი ასე გზავნის თავის ხალხს და მერე ტანკებით შედის. კარგით, რა პუტინი სქართველოში უკვე შემოსული არაა?! ოსეთი და აფხაზეთი ჩვენი ტერიტორია არ არის?! იქ რუსული ჯარი არ დგას?! პუტინმა თუ გადაწყვიტა ტანკით შემოვიდეს, მიზეზი მეტი რა უნდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ რუს ლტოლვილებთან დაკავშირებით მიდგომა საქართველოს კანონის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით უნდა მოხდეს. კონფლიქტოლოგი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსია თუ ებრაელი, არ აქვს მნიშვნელობა, თუკი ქვეყანას აქვს საშუალება ლტოლვილს თავშესაფერი მისცეს, ეს უნდა გააკეთოს. თუკი ქონების ყიდვა უნდა, ან დროებით გაჩერება, ესეც კანონმდებლობით რეგულირდება.
„თუ არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონს არღვევს ან დარვეული აქვს, არ უნდა შემოვუშვათ. იმ ლოგიკით, რომ თუკი ქვეყანაში ბევრი რუსი შემოვა, ჯარიც შემოჰყვება, მგონი უფრო დიდი რისკები იმით წარმოიშვება, რომ რაღაც ბარიერები შევუქმნათ. აქ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მოდიან. აქ არ მოდიან ის ადამიანები, რომლებიც პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ. ეს საშუალო ბიზნესის სფეროა, რომელსაც იქ განვითარების საშუალება არ აქვს. ბევრი შეიძლება ინვესტიციისთვის ან საცხოვრებლად ჩამოვიდეს.

ბათუმში რუსებს ძალინ ბევრი ბინები აქვთ უკვე შესყიდული. გამომდინარე აქედან, ეს პროცესები მაინც ხდება. ვისაც არ მოეწონება, მერე სხვა ქვეყნებში გადავლენ. აქედან დიდ აჟიოტაჟს არ შევქმნიდი. პირველ დღეებში ჯერ ომის გარჩევა მიდიოდა, ახლა კი საბაბი მიეცათ და ეს ამბავი ხელზე დაიხვიეს. ირაკლი კობახიძემ ძალიან სწორი რამ თქვა, რადგანაც ესეც კონფლიქტში შეთრევის ახალ რისკებს აჩენს. აქ რომ რუსების მიმართ ანგარიშსწორება დაიწყოს, ნამდვილად დიდ პრობლემებს შექმნის, მით უმეტეს ეს ხალხი რეალურად მოდის იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმს ვერ უძლებენ. პირიქთ, შესაძლოა, ეს ხალხი რუსეთში სიტუაციის შესაცვლელად დესანტიც კი იყოს“, - ამბობს ბენდიანიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, პუტინს არანაირი მიზეზი არ სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში შემოვიდეს. ამისთვის ათას სხვა მიზეზს ნახავდა. ეს არის ფეისბუქზე გასართობი ამბავი და არა სერიოზულად განსახილველი.

 

 

trampi აი თურმე მართვადი ქაოსი რა აარი!!!!!!
ანუ ვისი ვისსაშია,..... კაცი რომ ვერ გაიგებს მართვადი ქაოსი თურმე ეგააა--------
ანუ- ვინ სად მიდის, ვინ სად მოდის...... ვინ ვის საით ერეკება, ..... ვინ რას ამბობს, ..... ვინ რას ამტკიცებს ...... სად თეთრია , სად შავია ......... მოკლედ ყველაფერი არეულია ----- კაცი ვერ გაიგებს რა ხდება ....
და თანაც ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება ............
მართვადი ქაოსი ................................ ამაზე ნოდარ ნათაძე ჯერ კიდევ 1987-1988 წლებში დაუღალავად ყვებოდა და ლაპარაკობდა.(ამერიკის ინსტიტუტები
ამ თემაზე მუშაობენო)....მაშინ, მაშინდელი განათლების მაღალი დონიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებლად მოჩანდა, რომ ნათაძეზე ვიძახოდით........ვერ არის ეს კაცი კარგად...დაბერდა.... ეპატიებაო...განა ესე ვინ და როგორ უნდა გამოგვაქლიავოს რო თავის ჭკვაზე გვატარონო?/
არადა თურმე სად ბანაობ ....სინამდვილეში ათჯერ იმაზე მეტი ყოფილა ეს ე.წ. ,,მართვადი ქაოსი,, ვიდრე ნათაძე ყვებოდა...............მავანნი თავის ჭკვაზე გვატარებენ კი არაა, სუ ცირკის დათვებივით გვარბებინენებენ, თანაც მარტო ჩვენ კი არა---- დაჟე მთელ მსოფლიოს
არ ვიცი მასონია თუ ტარტაროზი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მიზანმიმართულად და ძალად კეთდება, ამას უკვე ყველა ნათლად ვხედავთ.....ეს ყველაფერი .შავზე თეთრით არის ნაბლანდი და პირიქით თეთრი კიდევ შავით
ჯერ იყო და არაბეთი აააწიოკეს და იქური ლტოლვილები ევროპას შეუსიეს ....(ნაცვალში მაგ ე.წ. ლტოლვილებმა ევროპა თავზე წამოიცვეს......სხვაგანაც)
მერე კორონას მამაძაღლობა მოიგონეს -----ძალით გაუშვეს თუ გაეპარათ, სუ ერთი სირი არააა??
ეხლააა და ამ რუსს იმდენი უჩხიკინეს, იმდენი უჩხიკინეს, რომ გაააგიჟეს და ომი დააწყებინეს...ასე უკრაინასაც ჭყლიტავენ და თან ლტოლვილები ევროპასაც შეუსიეს..........
სინამდვილლეში ასე რუსსაც ასუსტებენ...............და ევროპასაც
წამოგორებულია ეხლა ამერიკის ,,დირეხხხხტორი,, დიდი ხის ჩრდილში, ხელებს იფშვნეტს და ამბობს.................. ესეც---- ესეოოო....
ანუ აწი სულ უფრო და უფრო უარესები მოხდება .......გარდაუვალია, მაგრამ ვარიანტი არააა მისავალი ავტორსაც მიუვა...... ამას დიდი დრო არ დასჭირდება ....
.მოკლედ დიდი პარადი იწყება-- დაიწყო, დიდი პარადი
ტელევიზორებთან ტელევიზორებთან---- დიდი ცირკები იწყება --დაიწყო, დიდი ცირკები
ხალხიიიიი?? რაღა დროს ხალხია------- აბა რას ამბობთ
2 წლის უკან