საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში ორი ქვეყნის პირველ დიპლომატს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ ამ კომუნიკაციის შემდეგ, საქართველოში უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდება და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვის განცხადებით, არსებობს სრული გაგება იმისა, რომ მთავრობა და ყველა სხვა ორგანო არ შეეწინააღმდეგებიან მათ, ვისაც უკრაინაში წასვლა უნდა, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. როგორც უკრაინელი დიპლომატი აცხადებს, არანაირი პრობლემა არ არსებობს - ვისაც შეუძლია და სურს სხვადასხვა გზით მიდის უკრაინაში დასახმარებლად.
„ქართული ოცნება“ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას კოორდინირებული მოქმედების შედეგად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კოორდინაცია საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება, რომელსაც მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უკრაინაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის დავით არახამია და ზურაბ ადეიშვილი დაასახელა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც, ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია.
„საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს.
ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ რომ პოლიტიკური ნაბიჯია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველო არ არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. ასეთი ქვეყნები არიან: მოლდოვა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არც ერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია და არც უკრაინის პრემიერ-მინისტრს სოციალური ქსელით არაკორექტულად არ მოუხსენებია ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში გააკეთა.
რაც შეეხება ელჩის გაწვევის კიდევ ერთ მიზეზს - უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნას, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ასევე აშშ-მა. თუმცა, ვოლოდიმერ ზელენსკის მათ მიმართ კითხვები არ აქვს. ასევე, მთელ ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდან, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს და ბელორუსი რუსეთთან ერთად ომობს უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთანავე, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამორიცხავს ნატოს მონაწილეობას ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. მეტიც, როგორც შოლცმა განაცხადა, გერმანია გააგრძელებს მუშაობას, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაგრძელდეს.
ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, რომლის გარემოცვაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მოკალათებული, იმ საქართველოსთვის იცლის, რომლის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და, სადაც რუსეთს თავისი სამხედრო ბაზები აქვს შექმნილი. მეტიც, საომარი მოქმედების მიუხედავად, ოკუპირებული ცხნივნალის რეგიონში იმყოფება რუსეთის 58-ე არმია.
უკრაინელი დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირია, ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, როგორმე საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიოს.
„გონჩარენკო არის პროვოკატორი, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო პრორუსული პარტიის რიგებში მსახურით, მთელი მისი პოლიტიკა იყო რუსეთის ინტერესების გატარება უკრაინაში. მას ბრალს სდებდნენ უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. პროკურატურაშიც შეიტანეს ამის გამო სარჩელი და ბრალს სდებდნენ კორუფციაში მას და მამამისს. სხვათა შორის ამ ბრალდებებში გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილიც, ისევე, როგორც უკრაინის რადას არაერთი დეპუტატი სდებდა მას ბრალს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
მაშინ, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, თბილისიდან 30 კილომეტრში განლაგებულია ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ქვედანაყოფები, ეს ნიშნავს, რომ ომი დასრულებული არ არის. მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ საომარ კონფლიქტში, ეს ოპოზიციის გეგმის მთავარი ნაწილია. რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული სამხედრო ძალები ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვა, ასევე გამოცხადებულია მობილიზაცია.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ პუტინი, რომელმაც ბირთვული ტრიადა მოიყვანა განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმის მდგომარეობაში, შეიძლება ნებისმიერ სცენარზე წავიდეს, რაც ბევრჯერ დაადასტურა.
„ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ანუამ დაანონსა, რომ აფხაზეთში გამოცხადებულია ოპერატიულ-ტექნიკური არაგეგმიური წვრთნები. აფხაზეთში მიდის ფარული აქტიური საბრძოლო რეზერვის მომზადება, არ ვიცი რას უკავშირდება. შეიძლება ეს არის მუშტის დემონსტრირება. ცხინვალში გადაყენებულია მათი მარიონეტული თავდაცვის მინისტრი. ადგილობრივი სეპარატისტების სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობა აღებული აქვს რუსეთის მე-4 ძალების მეთაურს. პლუს, ცხინვალში არის 58-ე არმია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო სტრატეგიული სარდლობა ფეხს არ უცვლის. ასეთ ბრძოლისუნარიან, კარგად აღჭურვულ ოპერატიულ სამხედრო შენაერთს არ იყენებს უკრაინის მიმართულებით. ეს, ალბათ, ბევრ რაღაცას უნდა ნიშნავდეს, არა მარტო სამხედრო კუთხით, არამედ გეპოლიტიკური მიმართულებით. ამიტომ, ძალიან ფრთხილი პოლიტიკა არის გასატარებელი. მესმის, რომ არის რისკები, მაგრამ სულ გაჩუმებაც არ გამოვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არის უზარმაზარი საფრთხე და არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციის მიზნით გამოიყენონ ეს ვითარება.
„შესაძლებელია, რუსეთის ხელისუფლებამ იფიქრობს, რომ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს და მოდი ამას მივაყოლოთ საქართველო და მოლდოვა. რუსეთის ჯარი მიდის იმ მიმართულებით, რომ როგორმე დაიკავოს დნესტრისპირეთი და მერე უკვე მოლდოვასთან სახმელეთო გზა შექმნას. რატომ არის გამორიცხული, რომ უკრაინასთან ერთად გადაწყვიყონ ურჩი ქვეყნის ბედი? ვინმე დადგება და მეტყვის, რომ არ შეიძლება ასე მოხდეს?
არგუმენტი, რომ რუსეთის ჯარს დღეს იმდენად უჭირს უკრაინის ჯართან, რომ ამის გამკეთებელი შეიძლება არ იყოს, კი ბატონო, მივიღებ ამ არგუმენტს, მაგრამ რომ მონდომოს ამის გაკეთება? გარდა ამისა, მე ვხედავ, რომ მოწინააღმდეგე ბანაკშიც არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საბოლოო ჯამში ერთი დარტყმით გატეხოს რუსეთი და პუტინი. არც ერთი მხრიდან არ გამოვრიცხავ პროვოკაციას. ამიტომ, საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად თავშეკავებული პოლიტიკურ ნაწილში და მაქსიმალურად ღია და აქტიური ჰუმანიტარულ ნაწილში.
1995 წელს მოხალისეებთან ერთად, როგორც ჟურნალისტი წავედი ჩეჩნეთში ჩუმად, ხმის ამოუღებლად. ისე ჩუმად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ქვეყანას პრობლემა არ ჰქონია. რა საჭიროა ეს პერფორმანსების მოწყობა აეროპორტში?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს იყო სერიოზული პროვოკაცია, რომლის საქმის კურსში თვითონ ეს ახალგაზრდები არ იყვნენ. ვისაც უნდოდა საომრად წასვლა, ის ჩაჯდა ავტობუსში და წავიდა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
შანსი იმისა, რომ უკრაინის მსგავსად ანალოგიური სამხედრო მოქმედება საქართველოში გაიშალოს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მაღალია. თუკი რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში და პუტინის მენტალიტეტიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, მას პრეტენზია გაუჩნდეს საქართველოს მიმართულებით, რომელიც ასევე მიიწევს ნატოსკენ.
„თუ ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, ჩვენთვის ესეც სახიფათოა, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ 2008 წლის გამოცდილების ფონზე იოლი ომი აწარმოოს საქართველოში და იოლი გამარჯვების მოსაპოვებლად უკრაინიდან გამოდმოინაცვლოს საქართველოში. პუტინს სჭირდება გამარჯვება, ვინაიდან 2024 წელს არჩევნები აქვს და გამარჯვებულის გვირგვინი სჭირდება. უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შეეცდება ასეთი გამარჯვების გვირგვინი საქართველოდან წაიღოს.
პუტინი ეძებს საბაბს. გავიხსენოთ მისი განცხადება: „ვინც ხელს შეუწყობს უკრაინას, მტრად ჩავთვლი“. დიდ ქვეყნებს ვერ ერევა, ამერიკასთან საომრად ვერ მიიწევს, მაგრამ პატარა ქვეყანას შეიძლება ეს მიზეზი მოსდოს - უკრაინას ეხმარებოდითო. მით უმეტეს, რომ ზელენსკი და მისი გარემოცვა ცდილობენ საქართველო ჩართონ ამ კონფლიქტში.
გარდა ამ ფაქტისა, გავრცელდა უკრაინელი ექიმის მიმართვა, რომელიც ქართველ ხალხს მოუწებს ჩამოდით, დაგვეხმარეთ, უკრაინა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის იბრძვისო. ასეთი მიმართვა მიშასაც კი არ გაუკეთებია 2008 წელს უკრაინის მიმართ. მათი პრეზიდენტი რომ წაგებული ომის შემდეგ ჩამოვიდა, ეს უკვე სხვა მოვლენა იყო. ე.ი. ზელენსკის ჯგუფში გამჯდარია ეს კონცეფცია - საქართველო ჩართონ ამ ომში. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფრთხილე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ეხლა იგივეს მცდელობა ჰქონდა ჩინეთზე ტაივანის წაკიდებისა ...ეხლა ბარემ ჩინეთის დასუსტებაც უნდა
გუშინწინ ტელევიზიით ვნახე---- ტაივანში პომპეო იყო ჩასული, იმათ პარლამენტში რეჩი დაურტყა ( მეგობრობის რაღაც მედალი მისცეს) და ბოლოს უთხრა ----თქვენ კაი ხალხი ხართ , დამოუკიდებლობას იმსახურებთო ......................ანუ ფაქტიურად ტაივანს შეფარულად უთხრა ---- ჩინეთს წაეკიდეთო...
იქაურ ცხელთავიანებს მოეწონათ ეგ იდეა.....პროპაგანდისტობა დაიწყეს--- დავცხოთ ჩინეთსო
მეორე დღეს ამერიკის ამ გეგმაზე იქ ამბავი ატყდააა...... დედა შვილს არ აიყვანდა..................დაერივნენ პარლამენტში ერთმანეთს....ჯესტიკულაციით თუ ვიმსჯელებთ ერთმანეთს სუ დდდდპპჭჭჭჭ--ი აგინეს, თანაც კახურად (საღად მოაზროვნე ხალხი ამ ცხელთავიანებს დაერია)------..მაგათ უნდათ რომ, როგორც უკრაინელები რუსეთს, ისე ჩვენ ჩინეთს შეგვაჭყლიტონო ....თან ეგენი შორიდან დაგვიწყებენ ყურებას, მაგათ რა ენაღვლებათო.........ეგენი
როგორც რუსეთზე, ჩინეთზეც გულს მოიფხანენ და ჩვენ კი დედა გვეტირებაო....მომკითხავიც არავინ გვეყოლებაო
მოკლედ წავიდნენ მაგათი ავიც და კარგიცო ............... ....სუ ჩინურად იგინებოდნენ
(ისე მიმხვდარან ამერიკელების გოთვერნობას, მიმხვდარან)
ჰოოდა აი ასეთი გოთვერნები რომ არიან ეგ ამერიკელები ....იმიტომაც ...ქუნემ კოლუმბი
რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდაო....
რუსეთს მასკა არც კეთებია ..(უმასკოდაც გადასარევად ვიცით რა ჩათლახიცაა) ....ნიღაბი მაგათ ჩამოუვარდა, მაგათ..... მთელი ახალგაზრდობა მაგათ რო შევნატროდი და მართლა კაი ხალხი მეგონნენ
კაი კი არააა............. ფანდარასსსტ !!
ეგ თუ კაი კაცია მოკიდოს ხელი რუსეთს, გვერდით გაიყვანოს(წყნარ ოკეანეში) და კაცურად გაურჩიოს საქმე ---უთხრას ამ პატარა ქვეყანას რას უტრაკებ საქმესო და ..... დაჰკრას თუ ტრაკი აქვს....