უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი უფრო დაუნდობელ ხასიათს იძენს და ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს. უკრაინელები მსოფლიოს გაკვირვებას აგრძელებენ და მომხდურს შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევენ. რუსები პირიქით, უკან დახევას კატეგორიულად არ აპირებენ და „საბოლოო გამარჯვებამდე“ მისვლას ცდილობენ. ეს „გამარჯვება“ კი დანგრეულ-გაპარტახებული უკრაინაა.
რუსებს ცოცხალი ძალის სახით უდიდესი მსხვერპლი აქვს, ამის მიუხედავად მისი ხელმძღვანელობა არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. პრეზიდენტმა პუტინმა თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს პირდაპირ განუცხადა, რომ მისი ჯარი უკანასკნელ ჯარისკაცამდე, დასახული საომარი მიზნების განხორციელებამდე იბრძოლებს. მსოფლიო მასმედიასთან შეხვედრისას ანალოგიური გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„საბოლოო წარმატება“ საბოლოო ჯამში დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლს ნიშნავს.
სრულიად მსოფლიომ რუსული სპორტი, განათლება, კულტურა და მეცნიერება სრულ იზოლაციაში მოაქცია. რუსულ ეკონომიკას მსოფლიოში ჯერ არარსებული სანქციები დაედო. სოციალურ ქსელებში რამდენიმე რუსმა ეკონომისტმა იხუმრა კიდეც - „მალე მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე ცხენებითა და ეტლებით მოგზაურობა მოგვიწევს“. ხუმრობა იქით იყოს და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების მოსაზრებები ორ ნაწილად გაიყო. ერთნი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტ პუტინის ქვეყანა ეკონომიურად მაისში ჩამოიშლება, მეორე ნაწილი კი რუსეთს ორ-სამ წლიან ვადას აძლევს.
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ზოგჯერ არაორდინალურ ფორმებს ღებულობს.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბოშები საყოველთაო თვალთახედვის არეში კიდევ ერთხელ მოექცნენ. უკრაინელი ბოშების მიერ რუსი ოკუპანტებისთვის მოპარული ტანკი გასაყიდად „EBAY“ -ზე დაიდო. ტანკს 400 000 დოლარად ყიდიან. ადგილობრივი ბოშების ბარონის განცხადებით, ტანკის გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის არმიის ფონდში ჩაირიცხება.
ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ბაშტანკაში ადგილობრივებმა, რუს მებრძოლებს შიშველი ხელებით წაართვეს და დაწვეს სახმელეთო „Pantsir-S“-ის თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლის ღირებულება 15 მილიონი დოლარია. ეს ინფორმაცია დნეპრის მერმა ბორის ფილატოვმა გაავრცელა.
კატების საერთაშორისო ფედერაციამ რუს კატებს გამოფენებში მონაწილეობა აუკრძალა.
აშშ-ში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, წარმოშობით რუსმა ალექს კონანიხინმა საყურადღებო განცხადება გაავრცელა:
„პირობას ვდებ, რომ 1 000 000 დოლარს გადავუხდი იმ ოფიცრებს, ვინც თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას დააპატიმრებენ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით. მე, როგორც ეთნიკური რუსი და რუსეთის მოქალაქე, ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, ხელი შევუწყო რუსეთის დენაციფიკაციას. ასევე, გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას გმირულ ბრძოლაში.“
6 მარტს, კვირას, რუსეთის ქალაქებში ხალხმრავალი ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციებია დანიშნული, თუმცა ქვეყანაში აქციები დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. რუსეთში აკრძალული პროექტ „ოვდ-ინფოს“ მტკიცებით, 2 მარტს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ანტიმილიტარისტული აქციის 300-300 მონაწილე დააკავეს. ჩელიაბინსკში, ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში 30-30 ადამიანი, კალინინგრადში - 10. ყურგანში - 8.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233 სასულიერმა პირმა უკრაინაში ომის შეწყვეტა მოითხოვა. განცხადებას ხელი არ მოაწერა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმა, რომელიც პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია.
რუსული აგრესიის წინააღმდეგ პოპულარული უკრაინული და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ილაშქრებენ.
მათ შორის ისეთი „არაპოლიტიკური“ და „არამებრძოლი“ კომიკოსი და მომღერალი აღმოჩნდა, როგორიც ვერკა სერდუჩკაა.
„წადით! წადით! წადით!
მედგრად ვდგავართ და სულით არ ვეცემით!
ჩვენს სიმართლეს ეს შემოჭრა ვერაფერს დააკლებს!
მოშორდით! მოშორდით! მოშორდით!“
„ქალბატონი“ ვერკასგან რუსეთის საწინააღმდეგო ესტაფეტა ასევე პოპულარულმა მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ გადაიბარა.
„არასდროს განმიცალკევებია ჩვენი ერები. არც მაშინ, როცა ათასობით ადამიანს და ბავშვს ვეხმარებოდი. არც მაშინ, როცა ვმღეროდი, ვეხუტებოდი და მიხაროდა. დედაჩემი და ბებიაჩემი რუსები არიან, მამა და ბაბუა კი - უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპარი და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა გასაჭირში ვართ. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ უკვე მერამდენე დღეა, ომში ვართ. უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. უფრო და უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება. ქალაქების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად საჭირო შენობები განადგურებულია. თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს: ნუ მოდიხართ, ნუ გვხოცავთ. ამ ომს აზრი არ აქვს. არც გამართლება. მისი გაგრძელება დაუშვებელია. შეაჩერეთ ომი!“
რუსულ აგრესიას მსოფლიოში მოღვაწე არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. ათასზე მეტი მწერალი, მათ შორის, რამდენიმე ნობელიანტი ავტორი უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებას აკეთებს. მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია „PEN International“-ის გავრცელებულ ღია წერილში ავტორები პუტინის ქმედებებს გმობენ და უკრაინელ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.
განცხადებას ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მწერალი აწერს. მათ შორის არიან ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი, მარგარეტ ეტვუდი, პოლ ოსტერი, ენტონი დოერი, ჯონათან ფრენზენი, ნობელიანტი ორჰან ფამუქი, სალმან რუშდი, ელიფ შაფაქი და ასევე ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი.
პუტინის წინააღმდეგ გაილაშქრა სერ პოლ მაკარტნიმ. „The Beatles“-ის ყოფილმა წევრმა, „ტვიტერზე“ უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა.
„მახსოვს, 2008 წელს, უკრაინაში, მეიდანზე როგორ ვუკრავდით მეგობრები. ამ რთულ დროს მათზე ვფიქრობ. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას“.
უკრაინას საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა კიმ კარდაშიანმაც. კიმმა სოციალურ მედიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო გამოაქვეყნა და საკუთარ გამომწერებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„უკრაინაში შემაძრწუნებელი მდგომარეობაა და ეს საშინელებაა იქ მცხოვრები ხალხისთვის. როგორც ნებისმიერი მშობელი, გული მწყდება, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც ომის ზონაში ცხოვრობენ. კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად ბავშვების საჭიროებაც იზრდება. @UNICEF-ის მეშვეობით შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ“. - ეს სიტყვები კი ახლო წარსულში ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ეკუთვნის.
არა, რუსეთის საქმე მართლა ძალიან მძიმედაა და წესით, უნდა დაფიქრდე, რომ საქმე ისე არ მიდის როგორც გგონია, დამნაშავე ხარ და სანამ დროა უკან უნდა დაიხიო, თუმცა...
ეხლა იგივეს მცდელობა ჰქონდა ჩინეთზე ტაივანის წაკიდებისა ...ეხლა ბარემ ჩინეთის დასუსტებაც უნდა
გუშინწინ ტელევიზიით ვნახე---- ტაივანში პომპეო იყო ჩასული, იმათ პარლამენტში რეჩი დაურტყა ( მეგობრობის რაღაც მედალი მისცეს) და ბოლოს უთხრა ----თქვენ კაი ხალხი ხართ , დამოუკიდებლობას იმსახურებთო ......................ანუ ფაქტიურად ტაივანს შეფარულად უთხრა ---- ჩინეთს წაეკიდეთო...
იქაურ ცხელთავიანებს მოეწონათ ეგ იდეა.....პროპაგანდისტობა დაიწყეს--- დავცხოთ ჩინეთსო
მეორე დღეს ამერიკის ამ გეგმაზე იქ ამბავი ატყდააა...... დედა შვილს არ აიყვანდა..................დაერივნენ პარლამენტში ერთმანეთს....ჯესტიკულაციით თუ ვიმსჯელებთ ერთმანეთს სუ დდდდპპჭჭჭჭ--ი აგინეს, თანაც კახურად (საღად მოაზროვნე ხალხი ამ ცხელთავიანებს დაერია)------..მაგათ უნდათ რომ, როგორც უკრაინელები რუსეთს, ისე ჩვენ ჩინეთს შეგვაჭყლიტონო ....თან ეგენი შორიდან დაგვიწყებენ ყურებას, მაგათ რა ენაღვლებათო.........ეგენი
როგორც რუსეთზე, ჩინეთზეც გულს მოიფხანენ და ჩვენ კი დედა გვეტირებაო....მომკითხავიც არავინ გვეყოლებაო
მოკლედ წავიდნენ მაგათი ავიც და კარგიცო ............... ....სუ ჩინურად იგინებოდნენ
(ისე მიმხვდარან ამერიკელების გოთვერნობას, მიმხვდარან)
ჰოოდა აი ასეთი გოთვერნები რომ არიან ეგ ამერიკელები ....იმიტომაც ...ქუნემ კოლუმბი
რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდაო....
რუსეთს მასკა არც კეთებია ..(უმასკოდაც გადასარევად ვიცით რა ჩათლახიცაა) ....ნიღაბი მაგათ ჩამოუვარდა, მაგათ..... მთელი ახალგაზრდობა მაგათ რო შევნატროდი და მართლა კაი ხალხი მეგონნენ
კაი კი არააა............. ფანდარასსსტ !!
ეგ თუ კაი კაცია მოკიდოს ხელი რუსეთს, გვერდით გაიყვანოს(წყნარ ოკეანეში) და კაცურად გაურჩიოს საქმე ---უთხრას ამ პატარა ქვეყანას რას უტრაკებ საქმესო და ..... დაჰკრას თუ ტრაკი აქვს....