„ევროკავშირს როგორ შეეძლო ევროპულ დალაგებულ ოჯახში მოეწვია ის სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალულ იარაღის გამოყენებაში აღიარებით ჩვენებებს იძლევა?!“

„ევროკავშირს როგორ შეეძლო ევროპულ დალაგებულ ოჯახში მოეწვია ის სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალულ იარაღის გამოყენებაში აღიარებით ჩვენებებს იძლევა?!“

რუსეთ-უკრაინის საომარი მდგომარეობის დაწყების წუთიდან, პუტინის რუსეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან სანქციები მიიღო, აღნიშნული სანქციების სია საკმაოდ ვრცელია და ის ყოველდღიურად იზრდება.

თუმცა, საინტერესოა დასავლეთის მიდგომა 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს. 14 წლის წინ, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, დასავლეთს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან  საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა კი ასე გამოიყურება:

  • ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს.
  • აშშ ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
  • გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში და გამოხატა რა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“.
  • იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ იტალია მზადაა საკუთარი ძალები გაგზავნოს სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეს ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. ამასთან, ფრატინიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალია ვერ დაუჭერდა მხარს ევროპის ანტირუსული კოალიციის შექმნას კონფლიქტის გამო“.

რატომ განუდგა დასავლეთი საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რატომ არ დაუწესდა მაშინ რუსეთს სანქციები, ან მაშინ რომ დაეწესათ რუსეთისთვის ის სანქციები, რომელიც დღეს პუტინმა მიიღო, შეძლებდა თუ არა უკრაინაში ომის დაწყებას?

for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს, რომ ყოფილიყო რუსეთის მიმართ ის სანქციები, რომელიც დღეს საერთაშორისო ასპარეზზე დაუწესდა, შეაკავებდა ის სანქციები რუსეთს და დღეს უკრაინასთან ომს გაბედავდა თუ არა პუტინი?

- სანქცების შესახებ მსჯელობა 2022 წელს მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც საომარი მოქმედებები გრძელდება. ამის გარდა, ძალიან ბევრი უკრაინის დასავლეთელი პარტნიორი ამბობდა, რომ ომის დაწყებამდე ხომ არ ჯობდა პრევენციული სანქციების პაკეტით რუსეთს დავემუქროთო. ამას მკითხველს რატომ ვახსენებ - გადავინაცვლოთ 2008 წელს. ომი საქართველოში ფაქტობრივად დასრულებულია, მსხვერპლი გავიღეთ, ათობით ათასობით ლტოლვილი მივიღეთ, სამაჩაბლოში ქართული სოფლები განადგურებულია, 26 აგვისტოს რუსეთმა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა სცნო, იქ რეგულარული საჯარისო ფორმირებები შეიყვანა და სამხედრო ბაზები გახსნა. ანუ, უკვე დასრულებულ სიტუაციასთან მიმართებაში, 30 აგვისტოს იმ დროინდელი სახელმწიფოს მინისტრი თემურ იაკობაშვილი ევროპარლამენტს მიმართავს შემდეგი თხოვნით: „გთხოვთ, განიხილოთ საჯარიმო ზომების შემოღება, (ანუ სიტყვა სანქციები ნახსენები არ არის), რომელიც შეეხება არა რუსეთის მოსახლეობას, არამედ რუსეთის პოლიტიკურ ელიტებს“, - ამაზე რბილი, ამაზე დიპლომატიური, არახისტი თხოვნა რა უნდა გაჟღერებულიყო საქართველოს მხრიდან, რომელშიც რაც კი დანაშაული შეიძლება ჩადენილიყო მის მიმათ, ყველა დანაშაული დასრულებულ ხასიათს ატარებს?! და, რას პასუხობს იმ დროინდელ სახელმწიფო მინისტრს, იმდროინდელი ევროპარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის წარმოამდგენელი: „ნაადრევად მიგვაჩნია, რუსეთთან მიმართებაში რაიმე ტიპის საჯარიმო ზომების შემოღება“ . საფრანგეთის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ბულგარეთმა და საბერძნეთმა.

ამასთანავე, ვინმემ შეგვახსენოს, უკრაინამ ან სხვა პოსტსაბჭოურმა რესპუბლიკებმა რა ტიპის სანქციებით უპასუხა საქართველო-რუსეთის ომს! უბრალოდ, შეგვახსენონ, წყარო მიუთითონ, ჩამოგვითვალონ.

ანუ, მაშინ რომ დაწესებულიყო სანქციები, რუსეთის დღეს ომს არ დაიწყებდა?

- ვერ გეტყვით, პუტინი ომს დაიწყებდა თუ არა. მე ვსაუბრობ საქართველოსთან მიმართებაში მიდგომაზე. რა მიდგომა ჰქონდა დასავლეთს, რა მიდგომა ჰქონდა უკრაინას. დღეს, იგივე უკრაინა საქართველოსგან ითხოვს რაღაცა ფანტასტიკური დონის გამოხმაურებას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ რაც შეგვიძლია, მართლა ვაკეთებთ.

საქართველო-რუსეთის ომის დროს არ ვიყავით ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა. თუმცა, შეიძლებოდა, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას ევროკავშირისთვის მოეთხოვა თუნდაც ის, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით?

- იმის ნაცვლად, რომ ევროპისგან ეს მოეთხოვათ, სექტემბერში რეზოლუციას აწერენ ხელს, სადაც საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებენ, კონვენციებით აკრძალული იარაღების გამოყენებით, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებას. ასეთ აღიარების, ასეთი თვითგვემის ფონზე, ევროპარლამენტსა და ევროკავშირს რამე ინიციატივის გამოჩენა ჩვენს ან წევრობასთან, ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რამდენად მართებულად მიაჩნია ჩვენს საყვარელ მოქალაქეებს?! ასევე, ევროკავშირს როგორ შეეძლო ევროპულ დალაგებულ ოჯახში მოეწვია ის სახელმწიფო, რომელიც ომის დაწყებაში და მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალულ იარაღის გამოყენებაში აღიარებით ჩვენებებს იძლევა?!

გასაგებია საქართველო-რუსეთის ომის დროს იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებები. ის ხელისუფლება რომ გვერდით გავწიოთ, როგორ ფიქრობთ, თავად საერთაშორისო ორგანიზაციები იმ დროს რატომ გადგნენ გვერდზე?

- იმდროინდელი მთავრობის წარმოამდგენლები, თუნდაც იმდროინდელი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, რომელმაც ევროპას ძალიან თბილი თხოვნით მიმართა, პირველივე უარზე არც მიაწვა. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებმა იმ ქვეყნის საელჩოებთან (ზევით დასახელებულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი) არც საპროტესტო აქციები გამართეს, რომლებმაც უმძიმესი უარით გაგვისტუმრეს. საპროტესტო მუხტი ვინმეს ახსოვს? მეორე - იმ ევროკავშირს იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში აღიარებით ჩვენებას იძლევა და ამას ხელმოწერით ადასტურებს, იგივე დამოკიდებულება ექნებოდა, როგორც დღეს აქვს ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებაში?! შეიძლება ზელენსკი ვაკრიტიკოთ, შეიძლება განაწყენებული ვიყოთ მისი უხეში და არადიპლომატიური გამონათქვამების გამო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ვინმეს უნახია მიწაზე მფოფხავი ზელენსკი კიევის ქუჩაში?! ვინმეს უნახია რადას დეპუტატები, რომლებსაც კალმები აქვთ გამზადებული იმისთვის, რომ საკუთარ ხალხს დააბრალონ ის საშინელი ომი და აგრესია, რომელიც რეალურად რუსეთის წამოწყებულია?!

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები საქართველოზე როგორ აისახება?

- ეკონომიკური კუთხით თუ განვიხილვთ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსაც შეეხება. სხვადასხვა გათვლებით, 800 ათასამდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საკუთარი ოჯახის წევრებს ყოველთვიურად უგზავნიან გზავნილებს და უგზავნიან იმ სისტემის მეშვეობით, რომლისგანაც რუსეთის საბანკო სისტემა გათიშულია, მათ გზავნილების გაკეთება გაუჭირდებათ. ზუსტად არ ვიცი, გადასამოწმებელია ეს ინფორმაცია, როგორც ვიცი, საფოსტო გზაა მხოლოდ დარჩენილი, რომელიც დროში არის გაწელილი. თუ ამ სისტემამ იმუშავა, დიდ ეკონომიკურ ზარალს არ განიცდიან იმ ოჯახის წევრები, რომლებიც საქართველოში არიან. ის, რომ SWIFT-ის სისტემას მოაცილეს რუსული საბანკო სისტემა, ეს ფაქტია. ის, რომ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ამ თვალსაზრისით რუსეთს - ესეც ფაქტია.

არ მგონია, საქართველოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც პოლიტიკური მეტიჩრობის გამო არ გამოუცხადებია საკუთარი თავის დამაზიანებელი ისეთი სასანქციო წინადადებები, რომელიც ვერც უკრაინას დაეხმარებოდა და ვერც საქართველოს. არ მგონია, იმ საქონლის ბრუნვის ფარგლებში, რომელიც საქართველო-რუსეთს ჩამოუყალიბდა, ამ პროცესს რაიმე საფრთხე შეუქმნას, საუბარი მაქვს ხორბლის თუ ელექტროენერგიის მოწოდების თვალსაზრისით სერიოზული ზიანი დაადგეს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ რუსული ფორმირებების გაძლერებას ამ დღეებში, ეს არის ელემენტარული პრონოზირებადი ნაბიჯი. ჩვენ ყველას გვახსოვს უკრაინელი ზოგიერთი პროვოკატორის მხრიდან ჩვენი მისამართით ნათქვამი განცხადებები ომის დაწყების პირველ საათებში. „აბა, ქართველებო, ხომ არ გესარგებლათ უნიკალური შესაძლებლობებით და ხომ არ დალაშქრებულიყავით ცხინვალისა და სოხუმის ასაღებად“! - ჩვენ გვახსოვს ასეთი პროვოკაციული გონჩარენკოს განცხადებები. როდესაც ასეთი განცხადებები ჟღერდება, რა თქმა უნდა, საოკუპაციო და სეპარატისტული რეჟიმები აძლერებენ სამხედრო კომპონენტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თბილისის ასაღებად საბრძოლო მდგომარეობაში არიან მოყვანილი.

leviko ხოდა ისევ დასავლეთია ჩვენი გადამჩეინი არა დაინგრა უკრაინა და მარტო სანქციებით იფარგლებიან. და ისევ დასავლეთისკენ მიდიან უკრაინის პრეზიდენტი უკვე აძალებს შემიყვანეთ ევროკავშირში და დამიდექიტ მხარშიო და მაინც არაფერი ესეიგი მაინც არ გყოფნით ეს ყველაფერი რომ გაიგოღ რა უნდათ ამერიკას და დასავლეთს ეს არის რუსეთის დასისტება უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ჩემი მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატოიბაზე!
რა თქმა უნდა პრემიერი ღარიბაშვილი იძულებული იყო და ქვეყნის შიგნით საშინაო მშვიდობისათვის დასავლეთის პროპაგანდით ტვინგამორეცხილი ეგზალტირებული მასისათვის დაეთმო! რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ასე თუ ისე შეიძლება გამართლება, რადგანაც ლგბტ პარტიებს და დასავეთიდან მართულ მტრულ ასო-ებს და მათ მსახურ მასმედიას დიდი სურვილი აქვთ ქვეყანაში ისეთი არეულობა მოაწყონ, რომ თუ თითონ არ იქნებიან ხელისუფლებაში ქვა ქვაზეც არ დარჩენილა!
ეს ხელმოწერა არ არის რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა, არავითარი ისტორიული დოკუმენტი ეს არ არის და არც იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს ხელი მოწერილი და რატიფიცირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება! ეს არის ნამდვილი დოკუმენტი და სტატუსი. თუ გინდათ სიმართლე ასოცირების ხელშეკრულება განაცხადიცაა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ეს ახალი განაცხადი პირიქით კიდევ ერთი შუალედური საფეხურის წარმომქმნელი დამაბრკოლებელი მომენტია, რადგანაც განაცხადი არის არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატად აღიარებაზე.
თავისთავად ცხადია, რომ ამ განცხადების დადებითად დაკმაყოფილების შემდეგ ვიქნებით არა ევროკავშირის წევრი, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი! ამ კანდიდატობიდან წევრობამდე ისეთივე მანძილია,
რაც იყო ასოცირებული წევრობიდან ნამდვილ წევრობამდე ან უფრო გრძელიც კი, რასაც გვეუბნება ელემენტარული ლოგიკა! ეს კანდიდატის სტატუსი დაახლოებით იგივეა რაც იყო ჩვენთვის მონიჭებული ნატოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი! ეს არის სრული სიბრიყვე და ქართველი ხალხის მოღორება ევროკავშირის და საერთოდ დასავლეთის იმპერიალისტური წრეების მიერ!
ეს არის საქართველოს სუვეერენიტეტის მორიგი საშინელი ხელყოფა! თუ ამ განცხადებას დააკმაყოფილებენ თქვენ მერე ნახეთ ლგბტ პრაიდები, იუვენალური იუსტიცია, საქართველოდან დარჩენილი უკანასკნელი ახალგაზრდობის მასიური გადინება, კვოტები ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან დევნილების მასიურად ჩამოსახლებაზე ! ძალიან დიდი იმედი მაქვს ღმერთი დაგვიფარავს და არ მოხდება ამ განაცხადის დაკმაყოფილება!
2 წლის უკან