„სასესიო დარბაზი ზუსტად მაგ დროს გაივსო ოპოზიციის წევრებით, რა დროსაც ზელენსკიმ ელჩის გამოწვევის განცხადება გააკეთა, რომელსაც წინასწარი დაწერილი ტექსტებით დახვდა ოპოზიცია“

„სასესიო დარბაზი ზუსტად მაგ დროს გაივსო ოპოზიციის წევრებით, რა დროსაც ზელენსკიმ ელჩის გამოწვევის განცხადება გააკეთა, რომელსაც წინასწარი დაწერილი ტექსტებით დახვდა ოპოზიცია“

„ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს - ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში ან თვითმფრინავების გადაყვანას უკრაინის საჰაერო სივრცეში.

ისრაელმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა ჩაფხუტებისა და თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე. მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განაცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს.

გარდა ამისა, რუმინეთის ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს, რომ არ იქნება ჩართული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში. ასევე, ევროკავშირის სამხედრო ტვირთის გატარებაზე უარი განაცხადა უნგრეთმა. ასევე, სლოვაკეთის ხელისუფლება უარს აცხადებს უკრაინას გადასცეს სლოვაკეთის სამხედრო თვითმფრინავები „მიგ-29“ რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საპასუხოდ.

იგივე პოზიცია აქვს ბულგარეთის ხელისუფლებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან. სამხედრო კონფლიქტში ჩართვისაგან თავს იკვებს სომხეთი, აზერბაიჯანი და მათ შორის თურქეთი, რომელიც უარს ამბობს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტაზე. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს: „ჩვენ საერთოდ არანაირ სანქციაში არ მიგვიღია მონაწილეობა და არც არანაირი სურვილი გვაქვს, რომ მივიღოთ“.

იმის მიუხედავად, რომ ევროპის ქვეყნები და მათ შორის აშშ ღიად ამბობს უარს ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში, მათ შორის უარს ამბობენ შეუერთდნენ დაწესებულ სანქციებს, მაგალითად მოლდოვა, ბელარუსია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი, უკრაინის ხელისუფლებას ამ ქვეყნებიდან ელჩები კონსულტაციისთვის არ გაუწვევია. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

„სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი.

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომ გაუგებარია, ეს ცხადია, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება - „უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება“.

„სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში. პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი. ასევე, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გაეწიათ დახმარება. ისინი უზრუნველყოფილი არიან როგორც საცხოვრებლით, ასევე უზრუნველყოფილია მათი გადააგილების ხარჯები.

ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპაზე შეუძლია საქართველოს, რომელიც ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსეთთან საომარ ვითრებაში იმყოფება. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ქვეყნის მიერ, სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც საქართველო არ გააკეთებს. მისი თქმით, ქვეყნის მიერ ამის ორგანიზება ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნას.

„რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი, რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მიმართვის მომზადებაში ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც დღემდე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

„ათასობით ჩვენი მოქალაქე სისხლს აბარებს. ათასობით ტვირთი უკრაინაში იგზავნება. ათასობით ადამიანი უკრაინის გვერდით დგას და პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პოზიციას გამოხატავს. უშველებელი რაოდენობაა საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებებისა, რასაც საქართველო არათუ შეუერთდა, ინიციატორიც იყო.

მოხალისეთა წასვლის ორგანიზება სახელმწიფოს მხრიდან საომარ მოქმედებებში არაპირდაპირ ჩართვას ნიშნავს. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ეკონომიკური დაზიანებისა თუ სამხედრო აგრესიის რესურსი რუსეთს გააჩნია. მით უფრო იმ პირობებში, როცა წინამორბედმა ხელისუფლებამ მათ ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, რუსეთის აგრესიის თავიდან არიდებით არის ნაკარნახევი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მაშ ასე, რუსეთთან ომის პირისპირ მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ საქართველოდ გაიწვია ელჩი, ესეც იმიტომ, რომ მისივე ქართველი მრჩევლებისა და ქართული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად საქართველო არ ჩაერთო ომში.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, როდესაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინას აზრად არ მოსვლია რუსეთიდან ელჩის გამოწვევა, მათ შორის არც ბელარუსიდან, რომელიც რუსეთთან ერთად პირდაპირ არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი დონბასის ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობის დღეს ჩაფრინდა მოსკოვში და პუტინთან სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერა ხელი, ეს ფაქტი კიევის კრიტიკის მიღმა რჩება. მოლდოვა, რომელმაც არათუ არ დაიჭირა უკრაინის მხარე ამ კონფლიქტში, ხისტად უარი განაცხადა სანქციებზე მიერთებაზე. ნეიტრალიტეტი აირჩია, მაგრამ ელჩი კვლავ კიშინოვშია. აქედან გამომდინარე, საქართველოდან ელჩის გაწვევა არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რა მიზეზითაც უკრაინის პრეზიდენტმა მიზანმიმართულად არნახული არადიპლომატიური, არაკაცური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს.

დავაკვირდეთ, რა მოხდა - პარლამენტის სასესიო დარბაზი, ზუსტად მაგ დროს გაივსო ოპოზიციის წევრებით, რა დროსაც უკრაინის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, მის ხელისუფლებას და ელჩის გამოწვევის განცხადება გააკეთა, რომელსაც პარლამენტში წინასწარი დაწერილი ტექსტებით უპასუხეს „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა რადიკალური ოპოზიციის დეპუტატებმა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი ოპერაცია, რომლის მიზანი იყო და რჩება საქართველოში შექმნან იმ სახის დესტაბილიზაცია, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას საქართველოს მიმართულებით გახსნას მეორე ფრონტი, რაც ქვეყანაში არსებულ მე-5 კოლონას მისცემს მშვენიერ შესაძლებლობას მიაღწიონ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების შეცვლას.

„მათი მიზანია საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება ჩაანაცვლონ, აი, ამ ფსევდოლიბერალური, მახინჯი, ანტიქართული პარტიული წარმონაქმნებით. ეს არის ფაქტი. მიხარია, რომ ერთუჯრედიანების მიერ დაგეგმილ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. ოპტიმიზმს მმატებს ის, რომ ქართული საზოგადოება ამ ერთუჯრედიანებს არ მისცემს საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალებას.

2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა გამონათება, როდესაც უკრაინასთან არსებული ჩიხი გაარღვია, პირველ პირებს შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ როგორც კი დასჭირდათ ამ ურთიერთობაში ბზარის შეტანა, კიევში მყოფ ამ მარიონეტებს დაევალათ ამ ურთერობის დაძაბვა.

უკრაინის თავზე ლამის, აპოკალიფსის ოთხი მხედარია შემოსული და ამ დროს უკრაინის ხელიუფლებაში მოიცალეს იმისთვის, რომ საბოლოოდ გაეფუჭებინათ საქართველოსთან ურთიერთობები. ვა-ბანკზე წავიდა უკრაინის მარიონეტული ხელისუფლება და თავის მეგობარ, მოკავშირე ერთგულ ძმასთან საბოლოოდ გააფუჭა ურთიერთობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ამ ვითრებაში უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა არასწორი ნაბიჯია, მით უფრო, როცა საქართველო აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას. ამ პროცესში საქართველო მაგალითს იღებს ევროპული ქვეყნებისგან.

„ზელენსკი სასოწარკვეთილია. ვნახეთ, პირდაპირ ეთერში როგორ დაწერა ევროკავშირში მიღების შესახებ განცხადება. ჩაერთო ევროპის საბჭოს სხდომაში, ტაშით კი შეხვდნენ და დაემშვიდობნენ, მაგრამ რეალური ქმედებები, რომელიც რუსეთს შეაჩერებს, არსაიდან არ ჩანს. ამიტომ, ხომ შეიძლება საქართველომ იმოქმედოს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე?! არც მოლდოვა არ შეუერთდა სანქციებს, მეტიც თურქეთს არც საჰაერო მიმოსვლა არ შეუჩერებია რუსეთთან. ამ გადაზიდვების და გადაფრენების ჰაბად იქცა. ამიტომ, საქართველო იქცევა ძალიან კარგად, ჭკვიანურად გამომდინარე თავისი ინტერესებიდან.

მადლობა ღმერთს, რომ სააკაშვილი არაა ხელისუფლებაში. ჩვენ აღმოვჩნდებოდით ამ დაპირისპირების ეპიცენტრში. სააკაშვილის წყალობით 2008 წელი იყო გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე. უკრაინაც არის განტევების ვაცი იმ გლობალურ დაპირისპირებაში, რომელიც არის დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ნახეთ რა განცხადებებს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, მათ არ სურთ რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება და არც ჩვენ არ გვსურს. ის ზომები, რაც ახლა მიიღება რუსეთთან საბრძოლველად, სულაც არაა საკამარისი და შედეგიც გასაგებია. ჩვენ რატომ უნდა ჩავებათ? ისედაც დაზარალებული ვართ 2008 წლის ომის შემდეგ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

trampi მერე გამოიწვიეთ თქვენც ელჩი ...,,ვირო მადლიო,, ისეა მაგათი საქმე.... როგორ ყველა ჩვენზე არის უმადური .....მადლობის მაგიერიააა??
მთელი დამნაშავე ნაცები მაგათ შეიფარეს--დღესაც იფარავენ და კიდევ ეგენი არიან დიდ გულზეეე ??
ფანდარასტები!!!
აფხაზეთის ომის დროს ჩემი ძმაკაცი და კიდევ 4 ქართველი მეომარი, დაქირავებულმა უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა.....ხეზე იყო დამალული და იქიდან ყოველდრე ხოცავდა ქართველ ჯარისკაცებს მერე კი დედა უტირეს ჩვენებმა, მაგრამ მანამდე 5 ქარტველი კი მოგვიკლა
და საერთოდ არ მინდოდა რამის თქმა მაგრამ ზელისნკიმ გადაიჯვა თავზე
ამერიკელების წყალობით უკრიანას ხო დედას ტირობს და ჩვენც ზედ უნდა რომ წაგვაკლას ....ჩათლახი!!! (ისე ეგ მაგის ინიციატივა არააა
ამერიკელები უქიქინებენ)
ძალიანაც კარგი----- მაგ უკრაინელებს ბაიდენმა ხო უძახა ირანელები(არც იცის სად რა ხდება,) მთავარია რომ იმათ პარადი და ხეირი აქვთ და
რუსეთი უკრაინას წაააკლავს ზედ თუ ირანს სუ კიტრზე ჰკიდიათ .
ისე უკრაინის ვერხუშკაც ძაან დაუკერია ამერიკას ......2008 წლის ამბებს მაგათთვის ვერაფერი უსწავლებია
საწყალი ხალხი
2 წლის უკან
trampi ვააააა ინგლიმა ოფიციალურად მოხალისეეებს ვერ გავაგზავნითო
ნატომ ცალკე პოლონეთმა ცალკე ბულგარეთმა რუმინეთმა ავსტრიამ არა ვერ დავეხმარებით უკრაინას ო და ჩვენგან მოხალისეების ვერ გაგზავნას ეგრე რატო ქექავენ......
იმიტომ რომ მტრები არიან მტრები

პუტინი ხო არი და არი და ეს ,,შინაურები,, უარესი მტრები არიან
2 წლის უკან