„თუ ასე გაგრძელდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლიკვიდირებული იქნას უკრაინის პრეზიდენტი“

„თუ ასე გაგრძელდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლიკვიდირებული იქნას უკრაინის პრეზიდენტი“

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების განხილვის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იყო, მორიგი რაუნდი კი უახლოეს დღეებში დაიგეგმა. მოლაპარაკებების პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

როგორ განვიათარდება მოვლენები და მივიღებთ თუ არა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

უკრაინსთვის აღმოჩენილმა დახმარებამ, რუსეთისთის დაწესებულმა სანქციებმა უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა გაზარდა. მსოფლიოს აქტიურობის ფონზე, რამდენად საშიში გახდა დღეს რუსეთი მსოფლიოსთვის, რომელიც ყველა მონაცემებით ფრონტის ხაზს აგებს?

დავით კუხალაშვილი: არასაკმარისია ეს დახმარება. არ დაგვავიწყდეს, რომ 2008 წელს, მცირე ხნით, გარკვეული წარმატება ჩვენც გვქონდა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორაზე კონტროლი დავამყარეთ, მაგრამ დაიწყო მასიური შეტევითი ღონისძიებები და სამწუხაროდ, კონტროლი დავკარგეთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაციულ ნაკადები, რომელსაც ვღებულობთ, სადაზვერვო პროპაგანდის ნიშნების შემცველია და ვითარების ობიექტური შეფასება, წარმატება-წარუმატებლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთულია.

ანუ, შესაძლებელია რუსეთმა ფრონტის ხაზზე სტრატეგია შეცვალოს?

- გააჩნია რა პირობებს წაუყენებს რუსეთი უკრაინას. ვფიქრობ, რომ არასაკმარისია უკრაინისთვის გაწეული დახმარება და მათ შორის გასატარებელი სადამსჯელო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. რუსეთი გარკვეულწილად მზად იყო, რომ შეხვედროდა ეკონომიკური სანქციების. რეალურად, ბაზრების მნიშვნელოვან ნაწილს მაინც შეინარჩუნებს და იმოქმედებს მასშტაბების სრულყოფისათვის. ალბათ, დაიწყება მეორე მიმართულებით პროცესების განვითარება, ხელისუფლებების გადაბირების, ხელისუფლებიდან ჩამოცილების და სასურველი ხელისუფლებების მოყვანის თვალსაზრისით. რეალურად, ეს მიმართულება განვითარდება, მაგრამ ეს არ იქნება ცალმხრივი მოქმედება, ამ პროცესების განვრცობის საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ სხვა სახელმწიფოთა სადაზვერვო სამსახურები და მათი ობიექტ სახელმწიფოებში შეღწევადობის დონე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წარმატებულ შედეგს.

ზოგადად, როგოც წესი, ყველა სახელმწიფო აჟღერებს იმ ინფორმაციას, რომელიც მისი სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ ბოლო დღეებში უკარაინაში, რიგით მოქალაქეებზე დარიგდა იარაღი. ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ იზრდება მოროდიორობის ფაქტები. ზოგადად, სტრატეგიულად რამდენად სწორია მოსახლეობის შეიარაღება?

- არამარტო მოროდიორობის ფაქტებს ზრდის, არამედ მაღალი ალბათობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის დიდი ზიანის მომტანი, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციას მყარი სადაზვერვო აგენტურული აპარატი ჰყავს უკრაინაში და მათი სახით ქვეყნის ინტერესების დამცავ შეიარაღებულ, საზოგადოებრივ ჯგუფებში მათი ჩანერგვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანსაც შეიძლება წარმოადგენდეს. ვფიქრობ, იარაღის გაცემის ქაოსური პროცესი, მაღალი ალბათობით, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, გამოყენებული იქნას უკრაინის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალებისათვის. ეს პროცესი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში კონფლიქტი არ შეჩერდება, 3 დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა. ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ დასავლეთი, სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. მესამე მსოფლიო ომი ახსენა აშშ-ის პრეზიდენტმა. შესაძლებელია უფრო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მივიღოთ?

- რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ევროპაც და აშშ გარკვეული სიფრთხილით ეკიდება რუსეთში დესტაბილიზაციის დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებული პოზიცია განსხვავებულია. მათ აქვთ ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე გერმანიის დაზვერვის აქტივობებით ჯერ კიდევ არშექმნილ საბჭოთა კავშირში მოხდა ლენინის შემოყვანა. ვნახეთ, როგორ დასრულდა ყველაფერი, როგორ მოხდა 70 წლის განმავლობაში რკინის ფარდის ჩამოფარება, რომლის შედეგადაც „გაწითლების“ საფრთხის ქვეშ იდგა მთელი ევროპა და ევროპელებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ამ საფრთხის წინააღმდეგ, ფარდის ჩამოსაშლელად უზარმაზარი ფინანსური სახსრების დახარჯვა მოუწიათ. ასეთი მიმართულებით რომ არ განვითარდეს პროცესები და დიდი თავსატეხი არ გაუჩნდეთ კომფორტმიჩვეულ ევროპასა და აშშ-ს, ვფქირობ, რომ სწორედ ამიტომ არის გარკვეული თავშეკავებულობა, სიღრმისეული მსჯელობა, რეალურად მაღალი შედეგის მისაღწევი ზომების გამოყენება-არგამოყენების თვალსაზრისით.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ რუსეთი და უკრაინა მზად არიან მოლაპარაკებისთვის, როდესაც უკრაინას წარმატება აქვს ბრძოლის ველზე, ამის ფონზე რამდენად გამართლებულია აღნიშნული გადაწყვეტილება?

- მყარი წინააღმდეგობის გამო გარკვეული დემორალიზაციის ნიშნები ჩანს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებში, დააკვირდით, რა ხდება უკრაინაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს უკრაინას, საომარი მოქმედებების შედეგად ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც დემორალიზებულია. ვფიქრობ, რომ ცალსახად მარტო რუსეთის წარუმატებლობაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, არ ვიცით რეალური მონაცემები. თითოეული ჩვენთაგანი ინფორმაციის დიდ ნაწილს იღებს პროპაგანდისტული ხასიათის წყაროებიდან, რომელშიაც ძალიან ბევრია დეზინფორმაციის ნაკადები, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე სატელევიზიო ეთერში. რასაც ვაკვირდები და თუნდაც ქართულ მედიაში მოვლენები ფასდება იმის მიხედვით, ჩვენ რა გვაწყობს. იგივე ხდება არაქართულ მედიაშიც.

ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად რეალური ვითარება უფრო სხვა არის, ვიდრე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს. ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ისეთი რამ გამოიკვეთა, რაც გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონიებს პროცესის შეჩერებაზე. თვითონ მოლაპარაკების რაუნდიც იმაზე მიანიშნებს, რომ მართალია წარმატება არ არის მიღწეული, მაგრამ რეალურად ცუდი ვითარებაა და შესაბამისად, მხარეები იძულებული არიან დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

როგორ წარმოგიდგენიათ მოვლეთნა განვითარება? ჯერჯერობით არ ჩანს იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთის ფავორიტია, მაგრამ რეალურად მივა კი პროცესები იქამდე, რასაც ჰქვია უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა, რაც არის რუსეთის მიზანი?

- გასაგებია, რამდენიმე მიზანი აქვს რუსეთს - ყველაზე დიდი მიზანია ტერიტორიული კონტროლის გაფართოება და გამყარება. ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ამ მიზანს მიაღწევს. დააკვირდით მოვლების განვითარებას საქართველოსთან მიმართებაში. მას აქაც ჰქონდა იმის შესაძლებლობა, თითქმის მოსული იყო თბილისამდე, მაგრამ გარკვეულწილად საერთაშორისო ძალების ჩართვით იძულებული გახდა თავი შეეკავებინა, მაგრამ კონტროლისა და ზეგავლენის უზრუნველსაყოფად ტერიტორიული გაფართოება მოიპოვა. სამწუხაროდ, საქართველოდან გამარჯვებული გავიდა.

და სტრატეგული ობიექტებიც აღმოჩნდა რუსეთის კონტროლის ქვეშ...

- რა თქმა უნდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით საომარი მოქმედებებისათვის თავსებადი იმ საბოტაჟური ქმედებების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო მიმართულებით უკრაინის სტაბილურობაზე დამანგრევლად იმოქმედოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ამ მიმართულებით ინფორმაციებს და მყარი ანალიზის საფუძველიც გვექნება.

რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლას, რუსეთს ყველა შემთხვევაში ექნება იმის სურვილი, რომ რეალურად ის ხელისუფალი, რომელიც მისთვის მიუღებელია, ჩამოაცილოს ხელისუფლებას და მოიყვანოს მისთვის სასურველი ძალები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გავაკეთებდი აქცენტს იანუკოვიჩზე, რადგან ფავორიტი იანუკოვიჩის გარეშეც ეყოლება. არ მგონია მის ინტერესებში შედიოდეს საერთშორისო ასპარეზზე კომპრომეტირებული პიროვნების შემოყვანა პოლიტიკურ სივრცეში, რადგან, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო დაზიანდება რუსეთის ინტერესი. მაღალი ალბათობით, რუსეთს უკრაინაში სახელისუფლებო და პოლიტიკურ იერარქიაში აუცილებლად ეყოლება გარკვეული ავტორიტეტის მქონე საკუთარი ინტერსების გამტარებელი კადრი, რომლის შემოყვანაც აქტიური და წარმატებული ქმედებებით არის შესაძლებელი მმართველობით აპარატში. მოსაზრება შეიძლება გავამყაროთ იმ ფაქტით, რომ რამდენიმე წლის წინ, უკრაინის კონტრდაზვერვამ ქვეყნის პრემიერის კაბინეტში შესაძლებელი გახადა რუსეთის ფედერაციის ჯაშუში გამოევლინა და დაეკავებინა.

ვითარება რთულია, მოლაპარაკების პარალელურად გრძელდება საომარი მოქმედება...

- სამწუხაროდ, საკამოდ ბევრი ადამიანია დაღუპული და საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა უკრაინასაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სიტუაციის ასე გაგრძელება კიდევ უფრო დააზიანებს უკრაინის ინტერესებს. თუ ასე გაგრძელდა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლიკვიდირებული იქნას უკრაინის პრეზიდენტი. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დამანგრეველი კვალი დატოვოს იმ ტერიტორიაზე, სადაც აღარ დარჩება.

ერთია მცდელობა, მაგრამ რა კადრებიც ვრცელდება, აშკარაა, რომ რუსულ ჯარში არის დაბნეულობა...

- იმ სივრცეში, რომელზედაც ჩვენ გავქვს შეხება, ცალსახად წარმოჩენილია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დემორალიზაცია, მაგრამ შესაძლებელია, ეს გარკვეული ტაქტიკა იყოს, მათ შორის ძალების გადმოსროლის თვალსაზრისითაც. მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, უფრო ძლიერი მომზადების შეიარაღებული ძალების შემოშვება და განფენა, ამასთან ერთად კიდევ ახალი შეიარაღების გამოყენება, რომელიც ძალიან დიდი დამაზიანებელი შედეგის მომტანი იქნება. ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება მოლაპარაკების შედეგებზე.

 

 

არაგველი641 ბმული
2 წლის უკან