თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას

თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას

დღეს ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გმირი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხეროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით, ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე.“

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნავს ქართველი სამხედროების თავდადებას და გმირობას. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ განაპირობა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება.

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღები ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონში მსახურობდნენ.

უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (22.11.1979) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. მას მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“.

კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (17.12.1986) საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხება. მას მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“.

კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობს. მას მიღებული აქვს „მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.