ახალი წლის დღეებია და ბუნებრივია, რომ ამჟამად ერთ–ერთი ყველაზე მნივნელოვანი პრობლემა, ნაბახუსევობის, ე.წ. პახმელიის დაძლევაა. ალკოჰოლური სასმელის მომხმარებელთა უმეტესობა იტანჯება პახმელიის სინდრომით. ამიტომ ისინი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გამოვიდნენ ამ უხერხული სიტუაციიდან.
უმრავლესობა პახმელიიდან გამოსასვლელად იყენებს ლუდს ან არაყს, ზოგი ბორჯომით, კიტრის მწნილის წვენით ან ცხელი ხაშით ახერხებს ამას. ზოგი კი, თავის ტკივილს უჩივის და ასპირინს ან სხვა სამედიცინო პრეპარატს მიმართავს.
ყველამ იცის, რომ პახმელია ემართება მათ, ვინც წინდღით არასწორად მოიხმარა ალკოჰოლი და ნორმას გადაამეტა. ეს კი სხვადასხვა ადამიანისათვის განსხვავებულია. საშუალო, საორიენტაციო დოზა ალკოჰოლის მიღებისა ცნობილია. იგი შეადგენს 1 გრამ ეთილის სპირტს კილოგრამ წონაზე. მოზრდილი მამაკაცის, რომლის წონა 80 კგ-ია, ეს ზღვარი 100 მლ .აბსოლუტური ალკოჰოლის რაოდენობაა, რასაც შეიცავს 250 მლ არაყი.
დაიმახსოვრეთ – არ ეცადოთ დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას, რადგან ამ დროს გამოსვლის მაგიერ ისევ თვრებით და უბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ, შეეცადეთ დაიძინოთ და პახმელიის “ცოდვები“ ძილში გამოიყვანოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო ექიმია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ეცადეთ გამოიყენოთ ის ხერხები, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ხშირად მოუტანია სიკეთე.
პახმელიის დროს რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციასა და წესრიგში მოჰყავს ორგანიზმში მჟავიანობა. ამ პრინციპით საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.
ზოგი სპეციალისტის აზრით, საუკეთესოა პახმელიის სინდრომის მოსახსნელად ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8-10 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი, რაც საკმარისია, რომ კაცმა თვალებში გამოიხედოს.
საერთოდ, მუქი ფერის ალკოჰოლური სასმელები (წითელი ღვინო, ბრენდი, ვისკი) მეტ მავნე პროდუქტებს შეიცავენ, ვიდრე ღია ფერის (თეთრი ღვინო, არაყი, ჯინი).
გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია უსაფრთხოების შკალა, რომლის მონაცემებითაც, ალკოჰოლური სასმელების მავნებლობის ხარისხზე წარმოდგენა შეგვექნმება.
თუმცა, აქვე დავსძენთ, რომ ეს მონაცემებიცა და საერთოდ, ამ ტიპის კვლევები, არ გახლავთ ბეჭედდასმული ჭეშმარიტება და მრავალი რამ საკამათოა.
სასმელების დასახელება ტოქსიკური ნივთიერების შემცველობა:
1. არაყი 0,5,
2. ჯინი 1,
3. ლუდი 1,5,
4. თეთრი ღვინო 2,
5. წითელი ღვინო 3,
6. შოტლანდიური ვისკი 4,
7. კონიაკი, ბრენდი, მუქი რომი 6,
8 ბურბონ ვისკი 8.