უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ არასაკმარისი ზომების მიღებაში ადანაშაულებს.
„მეორე მსოფლიო ომის მსგავსად, თქვენ თქვით, რომ აღარასოდეს მოხდებოდა ასეთი რამ, მაგრამ ამას კვლავ ვხედავთ და თქვენ არ აკეთებთ საკმარისს საპასუხოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის მთავარსარდალი ასევე დასძენს, თუკი ევროპელი ლიდერები სწრაფად იმოქმედებენ გვიანი არ არის რუსული „აგრესიის“ შესაჩერებლად და მოუწოდებს მოქალაქეებს ევროკავშირის მასშტაბით, გააპროტესტონ და აიძულონ თავიანთი მთავრობები გადამწყვეტი ქმედებებისკენ.
„დარწმუნებული ვარ, ამას ხედავთ - თქვენ ყველანი, მთელი ევროპა, მაგრამ ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ, რის გაკეთებას აპირებთ ამასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ თავის დაცვას, როცა ასე ნელა ეხმარებით უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ევროპა და აშშ რუსეთის მიმართ მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სანქციების შემდეგი პაკეტი წარადგინა:
„შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი.
შეჩერდება რუსული არმიის დაფინანსებისა და ზრდის შესაძლებლობა.
შეფერხდება მათი უნარი, კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, რომლებიც ერთად ფლობენ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა მიმართვისას.
სანქციებ ამარა დარჩენილი უკრაინას დიდ იმპერიასთან ბრძოლა მარტო უწევს. რა ელის მარტო დარჩენილ უკრაინას და დასავლეთისა და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები რა შედეგს გამოიღებს, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვალერი ჩეჩელაშვილი for.ge-თან განმარტავს.
„უკრაინა ომშია და ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ომშია ჩართული. სხვათა შორის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის თავისუფალი სამყაროსთვის და მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისთვის. ამიტომ გასაგებია, რომ დღეს უკრაინელები იღუპებიან. ზელენსკის გულისტკივილი და შეფასება, რომელიც მან გააკეთა, ყველასთვის გასაგებია. რა თქმა უნდა, მეც დავეთანხმები იმ საკითხში, რომ შეიძლება სანქციები რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის.
მკაცრ სანქციებში ვგულისხმობ - რუსეთის მიმართ ეკონომიკისა და ფინანსების მხრიდან სრული იზოლაციას, დიპლომატია და პოლიტიკური იზოლაციას და გადასვლას დიპლომატიის სხვა დონეზე, რაც გულისხმობს რუსეთის მშვიდობისათვის იძულებას.
მეორე - უკრაინისთვის საჭიროა გაცილებით უფრო დიდი ნაკადით იარაღის მიწოდება. მესამე - სერიოზული ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტის გაწევაა საჭირო. პოლონეთმა უკრაინას უკვე ერთი მილიარდი დოლარი გამოუყო. ფინეთმა - 50 მილიონი, საფრანგეთმა - 300 მილიონი, პოლონეთის დახმარების გარდა, დანარჩენი დახმარება ზღვაში წვეთია. ვფიქრობ, ცალკე ევროკავშირმა 15-20 მილიარდიანი დახმარების პაკეტი მაინც უნდა გამოუყოს. აღარ ვსაუბრობ აშშ-ზე და ფინანსურ ინსტიტუტებზე, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი.
ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ გამკაცრებული სანქციების შესრულება. ვხედავ, რომ სანქციები მკარია და კოლექტიურ დასავლეთს ასეთი სანქციები რუსეთისთვის არც 2008 წელს, არც 2014-წელს არ დაუწესებია და ახლა არის ყველაზე მკაცრი ხარისხის სანქციები. თუმცა, დღეს ეს საკმარისი არ არის. ყოველდღე ვხედავთ, რომ ეს სანქციები მძაფრდება. ვფიქრობ, ეს დასაწყისია და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
უკრაინას შეიძლება უშველოს რამდენიმე კომპონენტის ერთმანეთში თანხვედრამ. პირველი ეს არის კონსოლიდირებული მხარდაჭერა, მეორე - თავად უკრაინის გმირობა და მდგრადობა, როგორც დგანან საკუთარი ქვეყნის დასაცავად, მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ სერიოზულად იკრებს ძალას ანტიომის მოძრაობა თავად რუსეთში. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის 50 ქალაქში სერიოზული მიტინგები იყო, დაახლოებით 1500 კაცამდეა დაკავებული. ვფიქრობ, ეს მიტინგები უფრო გაძლიერდება და პუტინის რესურსები არ ეყოფა იმას, რომ ეომოს უკრაინას, ეომოს საკუთარ ხალხს და დაუპისიპირდეს კოლექტიურ დასავლეთს. ეს სამი თანხვედრა იქნება გადამწყვეტი, რათა ჩვენ შემდგომ პუტინის დასუსტება ვიხილოთ“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები შედეგს ერთ თვეში გამოიღებს და დასუსტებულ რუსეთს ერთ თვეში ვიხილავთ, ბაიდენის ამ განცხადებას ასე აფასებს: „რუსეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის დრამატული ვარდნის შედეგად, ინვესტორებმა ერთ დღეში ათასი მილიარდი დოლარი დაკარგეს. რუსეთის ბირჟის ისტორიაში ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ეს არის ნიშანი იმისა, თუ რაოდენ მოწყვლადია რუსეთის ეკონომიკა და რაოდენ მტკივნეული შეიძლება იყოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. შემთხვევითობა არ იყო, რომ პუტინმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე დასავლეთს თხოვნით მიმართა, რომ რუსეთის გლობალური-ეკონომიკური იზოლირება არ მოახდინონ. თავისთავად რუსეთის პრეზიდენტის ეს რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ მან ძალიან კარგად გაიაზრა, თუ რა საფრთხესთან აქვს საქმე. ჩვენ უკვე თვალს ვადევნებთ პუტინისა თუ ლავროვის მხრიდან შერბილებულ რიტორიკას“. - განუცხადა for.ge-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ანალიტიკოს იგორ კვესელავას განცხადებით, დღეს უკრაინა ისეა მარტო როგორც „მეფე ლირი“.
„პოლიტიკა მარტივი გადასაწყვეტი საკითხი არ არის, როდესაც ერთ პოლუსზე სამი დიდი ქვეყნაა, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და აშშ. ამ სამ ქვეყანას, ყველას თავისი ინტერესები გააჩნია. აქედან გამომდინარე, უკრაინა რომელიმე ქვეყნის ინტერესში უნდა შევიდეს. უკრაინა დასავლეთის ინტერესში შევიდა, თუმცა უკაინის მიმართ რუსეთსაც აქვს ინტერესი. ამიტომ მოხდა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების შეჯახება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ საკითხზე რუსეთს საერთაშო მოლაპარაკებები ჰქონდა საფრანგეთთან, გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან. უკრაინა სხვა გზით წავიდა, ბალანსირების პოლიტიკას გვერდი აუარა და პირდაპირ ამერიკასთან წავიდა. პირდაპირ გეტყვით, რომ უკრაინის პრეზიდენტი გაუაზრებელი პოლიტიკის მიმდევარია. სწორედ, ამიტომ უკრაინა საერთაშორისო პოლიტიკის დაჯახებისას გაიჭყლიტა. უკრაინის თანამოაზრეებმა ამ ქვეყნის შესაბამისი ადგილი ვერ იპოვეს. ჩემი აზრით, უკრაინას ნეიტრალიტეტის პოზიცია უნდა აეღო. ის პირდაპირ აშშ-ს მიეკრო, ეს კი რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ პოლიტიკის გამო, უკრაინის სახელმწიფოებრივობამ კრახი განიცადა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბაიდენის განცხადება არაფრისმომცემი იყო. სამწუხაროდ, უკრაინა „მეფე ლირივით“ მიტოვებული აღმოჩნდა“, - განუცხადა იგორ კვესელავამ for.ge-ს.
25 თებერვალს, ღამით, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ პუტინს სანქციებს დაუწესებს. მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი სანქცირებული პირების სიაში არიან რუსეთის პარლამენტის წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას.
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს.
რუსეთმა ეხლა თუ უკან დაიხია----- ვაააფშე მოაშთობენ...... ეს პუტინმა კარგად იცის .
.ანუ უპუტინს უკან დასახევი გზა უბრალოდ არა ააქვს და.............. არც დაიხევს უკან
ანუ რუსი ბევრ რამეზეა წამსვლელი, თუ დასჭირდა შეიძლება ტანკით პარიზშიც ჩავიდეს ................
ასე რომ სამწუხაროდ აუცილებლად დიდი ომი იქნება
ისე ამერიკელები უკრაინელებს რუსებთან მოლაპარაკების საშუალებას არც მისცემენ--არ აწყობთ ომის შეწყვეტა ...
ამერიკას ეს ომი ბევრი მხრიდან აწყობს
პირველი რუსს ასუსტებენ
და მეორე მთავარი -------ბიზნეეს..... ბზნესსს
ასე რომ ამერიკელები დღეს მხოლოდ ხელებს იფშვნეტენ...
.მაგათ ეხლა პარადი აქვთ---- უკრაინელიც და ქართველიც სინამდვილეში კი მაგათ სუ კიტრზე ჰკიდიათ....
ესე რომ არ იყოს ეგენი უკრაინელებს ცეცხლზე ნავთს კი არ დაუსხამდნენ და ყოველ დღე იარაღს იარაღზე კი არ მისცემდნენ.......პირიქით ეცდებოდნენ რუსთან დალაპარაკებას და მის გაჩერებას
მაგრამ გიჟები არიააან ეს ომი გაააჩეროონ?
ბიზნეს ბიზნეს.....
ისე ამ უკრაინელებისა მიკვირს....... 2008--ში ჩვენზე ჭკვა ვერ ისწავლეეეს ???
.აგე წყნარი ოკეანე..... გავიდნენ გვერდზე და დასცხონ ერთმანეთს......თოფ იარაღი ბლომად აააქვთ
ხოოდა ბარემ ბოლომდე დასცხონ.....ერთხელ და სამუდამოდ თვითონაც დაისვენებენ და ჩვენც...
აბა ესე გარნირზე მოსაყრელად როდემდე უნდა ჭყლიტონ ეს მსოფლიო??
იქ იაპონიისა ..........კიდევ თუ ეგენი გაააშველოს .....