„რა სანქციები უნდა დავუწესოთ, ღვინო აღარ შევიტანოთ რუსეთში და საკუთარი ეკონომიკა დავაზიანოთ? მერე საკრიტიკო ეს გახდებოდა და ღარიბაშვილს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას დააბრალებდნენ“

„რა სანქციები უნდა დავუწესოთ, ღვინო აღარ შევიტანოთ რუსეთში და საკუთარი ეკონომიკა დავაზიანოთ? მერე საკრიტიკო ეს გახდებოდა და ღარიბაშვილს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას დააბრალებდნენ“

„რაციონალური“, „ეროვნული“ და „პრაგმატული“, - საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ამ ინეტერესების გათვალიწინებით მოქმედებს. ქვეყანაში მისმა განცხადებამ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, ხოლო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანა ახლა დანის პირზე დადის და ღარიბაშვილი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებს.

რეალურად, რა სანქციები შეიძლება საქართველომ რუსეთს დაუწესოს? - სანქციები, რომლითაც მხოლოდ საქართველო დაზარალდება.

პრემიერის განცხადების გამო რუსთაველის გამზირზე „ნაციოანლური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართველი ხალხი“ პრემიერის აზრს არ იზიარებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოს ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამასთანავე პრემიერი აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება, რადგანაც ოპონენტების ამოცანა პროვოკაციების მოწყობაა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მისი მეთაურობით ახორციელებს პრაგმატულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს.

„ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთვარობა, ჩემი მეთაურობით ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე ვფიქრობ, მხოლოდ საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე.

ბუნებრივია, გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა იმ ინფორმაციების, რომელიც მოეწოდებოდა ჩვენს სამსახურებს, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს.

მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავის საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. უპასუხისმგებლობაა და მავნებლობაა ის პოლიტიკა და ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მათი ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის ომში მათ ვერ აირიდეს.

მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები ომობდნენ თავგანწირვით, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიწაზე გართხმული აჩვენა მთელს მსოფლიოს თავის სამარცხვინო საქციელი და პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ CNN-ზე. მან თქვა, რომ იცოდნენ რუსეთი საქართველოში რომ აპირებდა შემოჭრას. ომის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ამის შემდეგ საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს, ბრიყვულად და სულელურად წამოეგება ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციას, ეს არის ღალატი. თავად ამერიკის ხელისუფლების ყოფილი ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აგვისტოს ომი არ იყო გარდაუვალი.

ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა. მე ვუსურვებ ყველას მშვიდობას, მინდა ყველას გითხრათ, რომ არავითარი საფრთხე ჩვენს წინაშე არ დგას, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კონცენტრირება მოვახდინოთ ქვეყნის შიგნით განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და ასე ერთ მუშტად, მშვიდად, მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა.

მე მინდა ვთქვა, როგორც პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.

შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე, მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი კი ამბობს, რომ ევროსაბჭოში რუსეთს წევრობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველომ მხარი დაუჭირა. მისივე თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად:

„ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა და ვთვლი, რომ ესეც ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველო მის ხელთარსებულ შესაძლებლობებს იყენებს უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცახდება სახელმწიფო ინტერესებს აბსოლუტურად შეესაბამება. აბაშიძე ამბობს, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკის, ადამიანური და ჰუმანიტარული მხარდამჭერია. აქედან გამომდინარე, საქართველო იქცევა როგორც მოზომილი პოლიტიკის განმახორციელები ქვეყანა.

„ეს ყველაფერი უწინარეს დასავლელ პარტნიორებთან არის შეთანხმებული. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და ამიტომ მწირი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ. ეს რუსეთს კი არა საქართველოს დააზარალებს. აქ მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაზიანდეს. სანქციების მიზანი შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. სიმბოლური სანქციები, რომელიც ქვეყანას დააზარალებს და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რა შედეგს იძლევა?

არ მესმის დესტრუქციული ოპოზიციის გზავნილები, რომ საქნქციები უნდა დაწესებულიყო. კითხვას ვსვამ, 2008 წლის შემდეგ საქნციები სააკაშვილის ხელისუფლებამ და „ნაციონალებმა“ რატომ არ დააწესეს? ამის გაკეთება ხომ თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს. ისიც ყველას კარგად გვახსოვს, მაშინდელი მათი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსებს წერილს წერილზე რომ უგზავნიდან და იხვეწებოდა კულტურული ღონისძიებები გაგვამართინეო. არავის დაავიწყდება ისიც, რომ ევროპული საბჭოს კაპიტულანტურ რეზოლუციას ენმ-მა ხელი მოაწერა. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილის და ხელისუფლების ნაბიჯი აბსოლუტურად პრაგმატულია, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არის მიღებული“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ფსევდო პატრიოტიზმი განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალისგან არის მიუღებელი, რომელმაც რუსეთს 2008 წელს ტერიტორიები ჩააბარა, არაფრად ჩააგდო ომის დროს ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილის გამოჩენა სჭირდება.

„არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა, დიპლომატიურად და პოლიტიკურად, აგრესორი რუსეთის გახსნილი მადის პირისპირ, დანის პირზე დადის. პრემიერმა რაც თქვა, ეს კიდევ აიხსნება და უფრო გასაგები გახდება. ჩვენი საგარეო ვექტორი არ იცვლება, პირიქით, ყველაფერი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან თანხმდება. ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ეუთოს ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ამერიკის ტოპ დიპლომატთან. ამიტომ ეს კონსულტაციები დასავლეთთან ყოველდღიურად მიდის და არავის საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია. აქ სიახლე არაფერია. საქართველო თავისი ევროატლანტიკური მისწრაფების ერთგული რჩება. თუმცა როდესაც ასეთი რთული პერიოდია, აგრესორი შუაგულ ევროპაში მძვინვარებს, მოზომილი განცახდებების გაკეთებაა საჭირო“,-ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის თქმით, თუკი ისტორიას თვალს გადავავლებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ანალოგიური გადაწყვეტილებები ხშირია და ამ გამოცდილების ფონზე, ღარიბაშვილიც ცდილობს, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო ინტერესებიდან ამოვიდეს.

„საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. რა სანქციები უნდა დავუწესოთ? ჩვენი ღვინო აღარ შევიტანოთ რუსეთში და საკუთარი ეკონომიკა დავაზიანოთ? სხვა რა ბერკეტი გვაქვს? მაშინ მერე საკრიტიკო ეს გახდებოდა და ღარიბაშვილს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას დააბრალებდნენ. იტყოდნენ, რომ საქართველოს ბედ-იღბალს რისკის ქვეშ აყენებს. არის ფრაზები, რომ თუ უკრაინას მოათავებს, მერე საქართველოს მოადგება. კი ბატონო, არ შეიძლება ასე ყოფნა, მაგრამ რას გვთავაზობენ? რა უნდა ვქნათ? საქართველოში რეალური შესაძლებლობებს ვერ ვაფასებთ.

მსოფლიო ვერ უდგება ახლა რუსეთს წინ და ჩვენ რით დავუდგეთ?! ჩვენ სამხედრო ძალითაც ვერ ვიქნებით ეფექტურები, ერთხელ ჩავერიეთ და შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, გმირული შეძახილები გულს უფრო სიამოვნებს, მაგრამ მეორე მხრივ „ნაციონალების“ პოზიციაა წამყვანი. ამ დროს უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალების“ ლიდერი სააკაშვილი შეიწყალა. ასევე იქ დააბინავა და კარგ ადგილებზე მოაწყო ენმ-ის დიდი გუნდი. არც ერთი მათგანი, მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს არ გადმოსცა. ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ „ნაციონალებს“ უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ემოციები აქვთ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

არაგველი641 ირაკლი ღარიბაშვილი ღმერთმა მოგვივლინა!
მანამ ნაცბოზბანდა ირაკლის სახელს ახსენებს, მანამდე პირი უნდა გამოირეცხონ! ქვეყნის ტერიტორიების გაყიდვაში ბრალდებული ნაცებისგან ვერავითარ პრეტენზიას ვერ მივიღებთ, მითუმეტეს ირაკლი ღარიბაშვილზე!
იმედი მაქვს ფორ.გე-ს ბევრი მკითხველი გამოეხმაურება ამ სტატიას და დააფიქსირებენ თავიანთ აზრს.
2 წლის უკან
trampi ამბობენ გარეჯზე ცალიცობენო...ღმერთმა ქნას
2 წლის უკან