რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, საერთაშორისო ექსპერტები ხორბლის ფასის მატებას ვარაუდობენ. ამასთან, უკვე გაძვირდა ნავთობი, ოქრო და რაც ყვველაზე სავალალოა, მკვეთრად გაუფასურდა ქართული ლარი.
ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასები 50 ცენტით გაიზარდა და ერთ ბუშელზე 9.68 დოლარს მიაღწია. უკრაინაში სამხედრო მოქმედებების პარალელურად ფასები გაიზარდა მინეაპოლისის მარცვლეულის ბირჟაზეც. ზრდა აქაც 50 ცენტის ფარგლებში იყო.
რუსეთი ხორბლის მიმწოდებელი უმსხვილესი ქვეყანაა ევროპისთვის, ხოლო უკრაინა კი მიწოდებული ხორბლის მოცულობით, მეხუთე ქვეყანაა. ორივე მათგანზე კი, მარცვლეულის მომარაგების მხრივ, საქართველო მთლიანადაა დამოკიდებული.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი საერთოდ აკრძალოს. ამის შესახებ ფინანსისტი ნიკა შენგელია საუბრობს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ სანქციების გაძლიერების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ ხორბლის ექსპორტი აკრძალოს. ასეთ შემთხვევაში პურზე ფასების სტაბილურობა დიდი ეჭვის ქვეშ დგება. ერთადერთი გამოსავალია, მთავრობამ დროულად შეამციროს გადასახადები, როგორც დროებითი ღონისძიება“, - განაცხადა შენგელიამ.
ექსპორტის შეწყვეტა, ცხადია, დიდ პრობლემას შეუქმნის საქართველოს, რომელიც იმპორტირებული ხორბლის 99%-ს რუსეთში ყიდულობს, ხოლო ფქვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 96%-ია.
ხორბლის გარდა, უდიდესი პრობლემაა ნავთობის საერთაშორისო ფასები. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ერთ ბარელ ნავთობზე ფასმა 105 დოლარს გადააჭარბა. ნავთობის ასეთი მაღალი ფასი ბოლოს 2014 წელს იყო.
შესაბამისად, საქართველოშიც ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას ელიან. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ლარიც მკვეთრად უფასურდება, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის დიდი წნეხია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, ბაზარი შოკურ სიტუაციაშია.
„ორი ცუდი ამბავი მოხდა ერთდროულად: ერთი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები „გაფრინდა“ და საქართველოში ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. შესაბამისად, გაძვირდება ყველაფერი და პირველ რიგში, ნავთობპროდუქტები. ეს ადვილად მისახვედრია. საერთაშორისო ბაზრებზეც, გარდა ნავთობპროდუქტებისა, ყველა დასახელების საქონელი გაძვირდება.
ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთულ ვითარებას ქმნის, რადგან არ ვიცით, სადამდე მივა ეს ნიშნული - რამდენით გაუფასურდება ლარი და რამდენით გაძვირდება ნავთობპროდუქტები, ერთ-ორ დღეში შეიძლება ვერ გამოჩნდეს. თუმცა სიტუაცია თუ უცვლელი დარჩა, ფასების მკვეთრი ზრდა გველის“, - თქვა იაკობიძემ.
ეკონომისტი ზურა კუკულაძე კი ვერ ხედავს ვერანაირ მექანიზმს, რაც გაძვირების ტენდენციას შეაჩერებს. მისი აზრით, შექმნილ სიტუაციაში ვერც აქციზის განაკვეთის კლება იმუშავებს.
„უკვე გამოჩნდა, რომ ფასების შენარჩუნება რამე მექანიზმით შეუძლებელია. შექმნილ სიტუაციაში ვერც აქციზის განაკვეთის კლება იმუშავებს. პანიკური ფონია და ამიტომაც გაძვირდება ყველაფერი. როცა სპეკულაციური სიტუაციაა ბაზარზე და დალაგებული სისტემა ირევა, ასეთ დროს ფასწარმოქმნის ახალი გარემო იქმნება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ, რომ ვალუტისა და პროდუქტების ბაზარიც გარკვეულ ეტაპზე იქნება სპეკულაციური. უნდა ვებრძოლოთ პანიკას, ამას სხვა არაფერი ეშველება. ჩვენზე არაფერია დამოკიდებული“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
ამათ გონიათ ამ სანქციებით მარტო რუსეთს მოუხაზავთო
თვითონ ?/.....თვითონ უარესი მოუვათ
მაგათ ლენინგრადის ბლოკადას გაუძლეს და ეხლა ვერ გაქაჩავეეენ??
აიიიიი თუ მართლა პარიზში ჩაააკითხა მაგათ, მერე იკითხონ და იძახონ რა უნდა პუტინსო
ესენი ერთმანეთს აქეზებენ მააგათ ცალკე კიდევ ამერიკა...
აუუუუუ...................... რა მოგებულია და რა მაგარ ბიზნეს აკეთებს ამერიკა...მალადეც
ისე ტაივანის ამბავი ჯერ ვერ გამოსდის, ვერ ახერხებს