კიევის მერი მოსახლეობას: შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მომზადებული გქონდეთ ნივთები, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გადახვიდეთ თავშესაფარში

კიევის მერი მოსახლეობას: შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მომზადებული გქონდეთ ნივთები, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გადახვიდეთ თავშესაფარში

კიევის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა. ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში კი თავშესაფრებს შეაფარონ თავი.

„ძვირფასო კიეველებო, უკრაინას აგრესორი დაესხა თავს. აფეთქებების ხმა კიევშიც ისმის. მოგიწოდებთ სახლში დარჩენისკენ. ყველაზე ცუდი ახლა პანიკაა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მომზადებული გქონდეთ ნივთები, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გადახვიდეთ თავშესაფარში. დედაქალაქის ხელისუფლება კიევშია. ჩვენ უნდა გავძლოთ,“- განაცხადა კლიჩკომ.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.