რუსეთს სანქციები კი არა ომი უნდა გამოუცხადო თუ შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, უნდა გაჩერდე“

რუსეთს სანქციები კი არა ომი უნდა გამოუცხადო თუ შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, უნდა გაჩერდე“

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას დუმილში ადანაშაულებს და მოითხოვენ, რომ საქართველომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა ოპოზიციას იმაზე არაფერი უთქვამს, აქვს თუ არა საქართველოს შესაბამისი ბერკეტები იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს? რა სახის ზიანი შეიძლება ამან თავად საქართველოს მოუტანოს, როცა საქართველოსთვის რუსეთი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია თურქეთის შემდეგ? რა უფრო მნიშვნელოვანია - ემოციებით მოქმედება თუ პრაგმატული გადაწყვეტილება?

ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ ამ სანქციების დაწესებით თვითდაზიანება არ უნად მივიყენოთ და ის ხე არ უნდა მოვჭრათ, რომელზეც ვსხედვართ. არადა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღამის კურიერში“ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„დღეს რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება სანქციების შესაძლო გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და ამას რა გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკაზე. ბუნებრივია, ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან, დღეს ბოლომდე სურათი არაა გამოკვეთილი. გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა გარკვეული სანქციები დაუწესა და ამერიკამაც - ორ აღიარებულ სუბიექტს, ამაზე მეტი ჩვენ არაფერი არ გვსმენია. ჩვენ, ზოგადად, ამ სიტუაციაშიც გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს გზამკვლევი. მინდა გავიმეორო, რომ ვაკვირდებით მოვლენებს, ყურადღებით შევისწავლით შესაძლო გავლენებს როგორც რეგიონზე, ისე ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ 9 წლის განმავლობაში, რთულ რეგიონში, რთულ პერიოდში, ოკუპაციის პირობებში ესაა სერიოზული მიღწევა. ჩვენ მოვახერხეთ პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკით სიტუაციის დეესკალაცია და ბაზრების გახსნა და ეს ჩვენ ქვეყანას ძლიერ პოზიციაში აყენებს, ვიდრე იყო 2012 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის რაიმე სახის სანქციების დაწესება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც კარგად იციან, რომ რუსეთს ვერანაირ საქნციებს ჩვენ ვერ დავუწესებთ. ეს არის აბსურდი, მაშინ ღვინო არ მივაწოდოთ, რადგანაც სხვა ღონისძიების გატარება ჩვენ არ შეგვიძლია.

„რუსეთს თავის დროზე „ნაციონალებმა“ სანქციები თავად რატომ არ დაუწესეს? იმიტომ რომ, ეს სერიოზული არ არის. ის რომ რუსეთი ოკუპანტია და უკრაინის მიმართაც იგივეს ახორციელებს, რაც საქართველოს 2008 წელს გაუკეთა, რად უნდა ამას სხვა საუბარი. როცა რამეს აკეთებ, ეს მხოლოდ სოლიდარობის გამო კი არ უნდა გააკეთო, არამედ ქმედითი უნდა იყოს, შედეგზე ორიენტირებული. როცა დასავლეთზე ვსაუბრობთ, რომ გამოცხადებული სანქციებით მასაც რაღაცა პრობლემები შეექმნება, კი ბატონო, მაგრამ ეს მცირე ზარალი იქნება. ხოლო, თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ჩვენ დავზარალდებით და ჩვენი მოსახლეობა. შეიძლება ვიღაცა ადამიანები, რომლებიც „ნაციონალების“ უკან დგანან, დავალებას ასრულებენ ან ფიქრობენ, რომ ამით თვითონ იხეირებენ. დანარჩენები, ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობენ, ვერ კი არა, არ აზროვნებენ, არ ფიქრობენ ამას რა მოჰყვება. დათვლილი აქვთ  რუსეთში რამდენი ჩვენი მოქალაქე მუშაობს, რომლებიც საკუთარ ოჯახებს ამ ფულით არჩენენ? საქართველოში უამრავ ფულს აგზავნიან. ამ ხალხს უკან გამოგვიყრიან. რუსეთს სანქციები კი არა ომი უნდა გამოუცხადო თუ შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, უნდა გაჩერდე“, - აცხადებს არეშიძე.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ ის საქართველოს მხრიდან რუსეთისთვსი სანქციების დაწესების მომხრე არ არის და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სიფრთხილის გამოჩენა სჯობს. რუხაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ საქართველომ ახლა ისეთი არაფერი არ უნდა გააკეთოს, რომ თავი დაიზიანოს.

„სულაც არ ვარ მომხრე, რომ საქართველო თვითდაზიანების გზას დაადგეს. მიმაჩნია, რომ სანქციებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუმცა რეგირება, რომელიც საქართველომ უნდა მოახდინოს, აუცილებელია. ჩვენ ახლა კონკრეტულად ახალ აღიარებულ ე.წ. რესპუბლიკების მიმართ დადგენილ სანქციებს უნდა მივუერთდეთ. მაგალითად, ბაიდენმა პირველი დონის სანქციები რაც დააწესა, გამოვიდა იმ ღამესვე და თქვა, რომ ინვესტიციები აღარ იქნება, ამერიკელები იქ ფულს აღარ დააბანდებენ, დაახლოებით ასეთი სანქციები, კონკრეტულად იმ აღიარებულ რესპუბლიკებს საქართველომ უნდა დაუწესოს, უნდა თქვას, რომ ქართული კაპიტალი იქ არ წავა. ამის მაგალითად კი იგივე პრობლემის მოყვანა შეგვიძლია, რომელიც ჩვენ აფხაზეთის და ოსეთის სახით გვაქვს.

ჩვენ თუ ამაზე არ ვირეაგირეთ, ნიშნავს, რომ ჩვენთან ოკუპაციის კანონი აღარ არსებობს. ეს სანქციები საქართველოს დიდად არ დაარტყამს. არ ვიცი, რა რაოდენობის კაპიტალია ლუგანსკში ქართული, მაგრამ ეს იქნება ძალიან გასაგები განაცხადი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით საერთაშორისო სამართლის დარღვევას“,-ამბობს რუხაძე.

მისივე თქმით, მეორე სერია სანქციების რაც შეიძლება საქართველომაც გამოიყენოს ისე, რომ არ დავზარალდეთ, ევროკავშირის მიერ 345 დეპუტატზე დაწესებულ შავ სიას შევუერთდეთ.

„ეს განაცხადი იქნება, რომ საქართველო ევროკავშირის გევრდით დგას. შემდეგი სერია შეიძლება ბანკების საკითხი იყოს, რა თქმა უნდა, უნდა განიხილონ, ეკონომისტებმა. სპეციალისტები უნდა დასხდნენ და თქვან, საქართველოს ეკონომიკა რით იზარალებს ნაკლებად, რა ნაბიჯი ჯობია რომ გადადგას. არ ვარ მომხრე ხელაღებით ის ხე მოვჭრათ, რომელზეც ვსხედვართ. მეორე მხრივ კი ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ უნდა ავცდეთ, რომლებიც უკვე ქმედებაზე არიან გადასული. ახლა რაც არ უნდა გააკეთოს, პრემიერ-მინისტრმა და რა სახის მკაცრი განცხადებაც არ უნდა დაწეროს, უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან ახლა ქმედებაა საჭირო“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

დანიის სამეფოში ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე კი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ახლა საქართველოს შეუძლია, ეს არის ევროკავშირის პოზიციის გაზიარება. გიგიაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებელია ჩვენი მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება და იმის განცხადება, თუ ჩვენ სად ვდგავართ.

„საქართვლომ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იაქტიუროს. კარგი იყო პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის რეაგირება დონეცკის და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა იგივე სანქციები რაც ამერიკამ დონეცკის და ლუგანსკის მიმართ დააწესა, აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. რესპუბლიკების მიმართაც შეიძლება გაკეთებულიყო. ანუ ამერიკელ და დასავლელ ბიზნესმენებს ამ ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება აეკრძალებოდათ. საქართველოს ასევე კარგად აპორბირებული მეთოდი აქვს, როდესაც ევრკავშირს სხვადასხვა თემებზე უერთდება. ეს არის სწორედ ის სიტუაცია, როდესაც საქართველოს ძალიან კარგად შეუძლია ევროპული ქვეყნების პოზიცია რუსეთის ირგვლივ გაიზიაროს. ეს ყველაზე დიპლომატიური და თავშეკავებული პოზიცია იქნება. თუკი არ გვინდა, რომ ამან ქვეყანას რაიმე სახის პრობლემები მოუტანოს,

შერბილებული პოზიციით, ევროკავშირის განცახდებები უნდა გაიზიაროს. საქართველო, როგორც წესი, ამ კურსს უერთდება ხოლმე. საქართველო არის ის ქვეყანა, საიდანაც თანამედროვე რუსეთის და პუტინის ჩამოყალიბება მოხდა. საქართველოა ქვეყანა, სადაც პუტინმა პირველად მისი საგარეო აგერსია მეზობელ ქვეყანაზე განახორციელა. რასაც ჩვენ ახლა დასავლეთიდან ვხედავთ, იმის მეათედი თანადგომა საქართველოს რომ ჰქონოდა, დღეს პუტინი ამ სახით აღარ იქნებოდა“, - ამბობს ყოფილი ელჩი.