ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სეპარატისტული ტერიტორიების აღიარებას, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
„ეს აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა მაია სანდუმ.