უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ დმიტრო კულება Twitter-ზე წერს. მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება.
„შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, - წერს დმიტრო კულება.