“ჩემი შვილები პოლიტვირთხების - თუთბერიძეების, ჩიორების, გოკიების საქართველოში ვერ იცხოვრებენ!

“ჩემი შვილები პოლიტვირთხების - თუთბერიძეების, ჩიორების, გოკიების საქართველოში ვერ იცხოვრებენ!"

,,ნაცმოძრაობაენას არ აჩერებს, ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან კრიმინალები და რუსეთის აგენტები გამოუშვაო. არადა, პოლიტპატიმართა ისტორიები  ერთამნეთისგან არ განსხვავდება _ წამება, ოჯახის დატერორება, ქონების წართმევა... “ქართული სიტყვაპოლიტპატიმარ მერაბ გორგაძეზე გიამბობთ, რომელიცნაციონალურ ჯოჯოხეთსცოცხალი გადაურჩა:

_ 2000 წლიდან, აჭარის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ ვმუშაობდი. იმჟამად საქართველოს სასაზღვრო სამმართველოს უფროსი ვალერი ჩხეიძე იყო, აჭარაში კი, ამ უწყებას გენერალი თენგიზ კონცელიძე ხელმძღვანელობდა. 2003 წელს სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბადრი ბიწაძე დაინიშნა, კონცელიძე კი, დევი გოგუამ შეცვალა... 2008 წლის ბოლოს, რადგან ნინო ბურჯანაძისა და ,,ნაცმოძრაობის” გზები გაიყო, ბიწაძე გადააყენეს, სტრუქტურაში საკადრო წმენდა დაიწყო, ჩვენ კი, ,,ბიწაძის კადრები”  გვიწოდეს... შიდა ინსპექციაში დამიბარეს და მომთხოვეს, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დამეწერა, თან ცინიკურად მითხრეს, გეყოფათ, ახლა სხვა მიდგომებია საჭიროო... სამსახურის დატოვებაზე უარი განვაცხადე...

2009 წლის 10 იანვარი იყო. ქობულეთში ვიყავი, უცნობმა დამირეკა, საქმე მაქვსო და შეხვედრა მთხოვა.

_ შეხვედრაზე დათანხმდით?

_ დიახ და ქობულეთის პოლიციამ დამაკავა... ორი ღამე განყოფილებაში გავატარე... სასტიკად მცემეს...

_ თქვენი დაკავების საბაბი რა გახდა?

_ 11 იანვარს სტუმრად დევი გოგავა მოდიოდა და არ უნდა, სამსახურში დავხვედროდი, რადგან მისთვის ჩემი წინააღმდეგობა მიუღებელი იყო. გოგავამ ჩემი გათავისუფლების შესახებ განცხადება სამმართველოს უფროსს დააწერინა, საქმე კი პროკურატურამ ,,შეკერა” _ პოლიციის მოქმედ თანამშრომელს საქმე ყაჩაღობის მუხლით აღმიძრეს, ვითომ, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებას ვაპირებდი, თუმცა ბოლოს, ,,მოწმე”, ალბათ, სინდისმა შეაწუხა და თქვა, კაცი არც მინახავს, ყაჩაღობა როგორ დავაბრალოო და იმ ვერსიაზე დათანხმდა, რომ თითქოს ვემუქრებოდი...

მოკლედ, როგორც გითხარით, ორი ღამე ქობულეთის პოლიციაში გავატარე. მერე, ბათუმიდან გამომძიებელი შოთა ბოლქვაძე ჩამოვიდა და მითხრა, ყველაფერი გარკვეულია, შეცდომა მოხდა და სამსახურში ჩვეულებრივად ივლი, პრობლემა არ გექნება...

_ სამსახურში აღგადგინეს?

_ დიახ, თუმცა ერთი თვის შემდეგ, იმის გამო, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, შიდა ინსპექციამ გამათავისუფლა. იურისტი ვარ, არ გავჩერდი _ ჩემს მიმართ ჩადენილ უკანონობას არავის შევარჩენდი... პროკურორმა დავით ჭარბაძემ შემომითვალა, თუ არ გაჩერდები, უარესი მოგივაო. ეს სიტყვები მუქარად ჩავთვალე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ რამეზე იქნებოდნენ წამსვლელნი. სხვათა შორის, ჭარბაძე დღესაც აჭარის პროკურორია.

2009 წ 5 ივლისს, ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში ვიმყოფებოდი, გაგიკვირდებათ და, ისევ უცნობმა დამირეკა და მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, სადაც ვიყავი. მალე სოდ-ის ხუთი მანქანა მოვიდა, საიდანაც ნიღბიანები გადმოცვივდნენ, მიწაზე დამაწვინეს და ვიღაცამ პატარა პაკეტი დააგდო, რომელშიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნახევარი გრამი “ჰეროინი” იყო. ნარკოტიკის შენახვა-მოხმარების ბრალდებით დამაკავეს და თერთმეტი წელი მომისაჯეს. დაკავება დღისით, მზისით და, რა თქმა უნდა, ყველანაირი პროცესუალური და სამართლებრივი ნორმების დარღვევებით მოხდა.

აჭარის სოდ-ის შენობაში, ბრალის აღიარების მოთხოვნით, მაწამებდნენ. ისეთი ნაცემი ვიყავი, რომ იზოლატორის უფროსმა არ მიმიღო, მოკვდება და პასუხი მე უნდა ვაგოო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადამიყვანა, სადაც მომასულიერეს და მერე, ისევ იზოლატორში გადამიყვანეს. აჭარის სოდ-ის უფროსმა, განთქმულმა ტირანმა, ქობულეთელმა გოგიტა კახიძემ იმდენი ბოროტება დათესა, რომ ბევრი მის გასამართლებას ლინჩის წესით ითხოვს. როცა პატიმარი დანაშაულს არ აღიარებდა, ემუქრებოდა, რომ მის ცოლ-შვილს დასჯიდა. ქონების წართმევა, ცემა, წამლის ჩადება მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო... სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შემომხედა და, მოვალეობის მოხდის მიზნით, იკითხა, რა დაემართაო. წაიქცაო, _ მიუგეს... ,,ნაცმოძრაობის” მონა-მოსამართლეებმა გამასამართლეს... გამოძიების პროცესში “ჰეროინი” ჯიბიდან “ამომიღეს”, სასამართლოზე კი, განაჩენის წაკითხვის დროს, მოსამართლე ამბობდა: ,,დაუდგენელ დროს”, ,,დაუდგენელ ვითარებაში”... ისე, აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ყველანაირად ცდილობდნენ. თავი განსაკუთრებით პროკურორმა  კოჭლამაზაშვილმა დამამახსოვრა, რომელიც ოჯახის წევრების დაპატიმრებითა და შეურაცყოფით მემუქრებოდა. იძულებული გავხდი და 21-ე საუკუნეში ოჯახი _ ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი სოფელში გადავმალე. როგორი მოსასმენია, როცა კამერაში ზიხარ სრულიად უმწეო და წამდაუწუმ გიმეორებენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერ, შენს მცირეწლოვან გოგონებს ცუდ დღეში ჩააგდებენ?... მას შემდეგ, რაც გადამხდა, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციაში ვერ შევალ.

...ექვსი თვე ბათუმის ციხეში გავატარე, შემდეგ ავჭალაში გადმომიყვანეს, მერე _ ,,მატროსოვზე”, ე.წ. წითელ ზონაში, სადაც სასჯელს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იხდიან... საპროცესო შეთანხმებაზე უარი ვთქვი: ჯერ ერთი, დამნაშავე არ ვიყავი და, მეორეც, ოჯახს  სამაგისო ფული არ ჰქონდა... ციხეში სამი წელი და ექვსი თვე გავატარე. შემთხვევას არ ვუშვებდი, რომ პრესისთვის ხმა მიმეწვდინა.

სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე  ტელეკამერების წინ ციხეებში გატარებულ რეფორმებზე ხშირად საუბრობდა და ამბობდა, აი, ციხეები გავარემონტეთ, პატიმრები კარგ პირობებში გვყავსო. საჩვენებლად ერთი საკანი ჰქონდათ _ კარგად გამთბარ-გარემონტებული,  რომელსაც სამთავრობო ტელეარხები ხშირად აჩვენებდნენ, სინამდვილეში კი, ერთ საკანში ორმოცდაათი ადამიანი ვიყავით. ადამიანი კვდებოდა და წამლის მიცემის საშუალება არ გვქონდა. პატიმრები ძირითადად უჰაერობის გამო იღუპებოდნენ _ ვერ უძლებდნენ სინესტეს, ვენტილაციის უქონლობას. განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებს უჭირდათ. ჩემს იქ ყოფნაში, მარტო ჩვენს საკანში რვა ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს მაშინვე ,,ადეალაში” გადაახვევდნენ და სასწრაფოდ კლინიკაში გააქანებდნენ, დასკვნაში კი წერდნენ, თითქოს ,,რეზბალნიცაზე” გარდაიცვალა. ყველანაირად ვცდილობდი, გარეთ მყოფთათავის ხმა მიმეწვდინა და ამის გამო ხშირად ვისჯებოდი. ერთი თვე “კრიტში” გავატარე, ათი დღე _ “კარცერში”. 35 წლის ასაკში, ცემის შედეგად, ყურის ნერვი დამიზიანდა... ახლაც  მთელი ღამეები ვბორგავ _ თავი ისევ იქ მგონია.... თუ რომელიმე პატიმარი გაჯიუტდებოდა და აღიარებით ჩვენებას არ დაწერდა, შეთხზულ საქმეში ნარკოტიკის გასაღების მუხლს უმატებდნენ...

_ მერაბ, 2013 წლის 8 თებერვლის აქციაში მონაწილეობდით. ,,ნაცმოძრაობისწევრები ბრალს გდებენ, რომ ქაოსი და არეულობა სწორედ პოლიტპატიმრებმა  დაიწყეთ. სინამდვილეში, საჯარო ბიბლიოთეკასთან რა მოხდა?

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტი უნდა მოსულიყო. ჩვენ კი, მშვიდობიანი განზრახვა გვამოძრავებდა _ გვინდოდა, სააკაშვილს შევხვედროდით და შეკითხვა დაგვესვა. ყოფილი პოლიტპატიმრები ერთ ორგანიზაციაში გავერთიანდით, რათა ,,ნაცმოძრაობას” ნიღაბი ჩამოვხსნათ. ის, რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებაში აღარ უნდა განმეორდეს. ვიმეორებ: სანამ დაუსჯელად ივლიან ის ადამიანები, რომლებმაც ამდენი ბოროტება ჩაიდინეს, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციაში ვერ შევალ! იმედს ვიტოვებ, რომ ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაცაა. ნერვები დაგვაწყვიტა ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცინიკურმა გამოსვლებმა, სამართლიანობა უნდა აღსდგეს! ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ხალხს ცრუ მოწმეების საშუალებით იჭერდნენ, ასამართლებდნენ, ქონებას ართმევდნენ და აწამებდნენ, ისევ თანამდებობებზე არიან. ამიტომ, რვა თებერვალს ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს პრეზიდენტისთვის შეკითხვები დაგვესვა, პირადად, მე ასეთი შეკითხვა მქონდა: რატომ მოხდა, რომ უდანაშაულო ადამიანს მის მიერ აშენებულ ქვეყანაში, რომელსაც ,,დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა, ნარკოტიკი ჩამიდეს და 11 წელი მომისაჯეს? სააკაშვილი მშიშარა და უზრდელია. ასეთი ადამიანი კი, ყველაფერს იკადრებს და, როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს!

_ პრემიერის აზრით, ქართველი ხალხი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაინც უნდა მოექცეს პატივისცემით...

_ ჩვენ, პოლიტპატიმრებს მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა, მისთვის სიცოცხლესაც დავთმობთ, მაგრამ არის ასეთი იგავი: ერთმა მეორე ორმოდან ამოიყვანა და ამ სიკეთეს გამუდმებით ახსენებდა. ჰოდა, ამდენი უსამართლობის ყურებას, ისევ ციხეში მირჩევნია!

8 თებერვალს პროვოკაცია მოგვიწყვეს და ისევ ჩვენიანი დაისაჯა. მაგალითად, მელორ ვაჩნაძე. არადა, დასასჯელნი პროვოკატორები იყვნენ... ბიბლიოთეკის შენობაში დაცვის ასობით თანამშრომელი ტრიალებდა _ პრეზიდენტს ელოდებოდნენ. ადმინისტრაციის მანქანებით ატრიბუტიკა _ ტრიბუნა, დროშები მოიტანეს, მაგრამ პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მას ურთიერთობა მლიქვნელთა ბრბოსა და ქალებთან ურჩევნია, რომლებიც ლოშნიან და ფეხებში უვარდებიან. იმ დღეს ქალაქის მერი გიგი უგულავა ბიბლიოთეკის შენობაში  არც შესულა, თუმცა შეეძლო, კორიდორით ესარგებლა. მისი მიზანი პროვოკაცია იყო, რომელიც წარმატებით განახორციელა _ კადრებში ჩანს, მოქალაქეს როგორ გამეტებით ურტყამს.Aასევე მოიქცა კობა ხაბაზიც, რომელიც  ჟურნალისტებთან ამბობდა, “ფეისბუქით” მოვუწოდე თანამოაზრეებს, რომ ბიბლიოთეკასთან მოსულიყვნენო. ეს, რა, პროვოკაცია არ არის?! _ იმის მაგივრად, რომ გაწამებულ ხალხს ბოდიში მოუხადონ, პირიქით, აქით ლანძღავენ!

_ ...მერაბ, როგორც ვიცი, რეაბილიტაციისთვის ბრძოლას აპირებთ....

_ სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მაქვს შეტანილი. რეაბილიტაციას ორი მხარე აქვს: მორალური და უფლებრივი. ერთია სახელის გატეხვა და სასჯელი, რომელიც არ შეგეფერება, მეორე კი, _ მატერიალური ზიანი. ოჯახი ჩემი ხელფასით ცხოვრობდა, შვილებისთვის დანაზოგი არ დამიტოვებია, ციხეში ლუკმა მეც მჭირდებოდა, ყველაფერ ამის მერე, მცირეწლოვანი შვილები ცოცხლები კი დამხვდნენ, მაგრამ არასრულფასოვანი კვებით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშიც იქნებიან?! _ მკურნალობა, კვება სჭირდებათ. მე კი, უმუშევარი ვარ და ისევ არ შემიძლია, რომ ოჯახს მივხედო. გადახედონ ჩემს საქმეს, თუ დამნაშავე ვარ, ისევ ციხეში გამიშვან. ჩემი შვილები პოლიტვირთხების _ თუთბერიძეების, ჩიორების, გოკიების საქართველოში ვერ იცხოვრებენ, მათ სამართლიანი ქვეყანა სჭირდებათ!