„ოპოზიცია შალიკოს ფანჩატურში ქვეყნის ნგრევის გეგმას ამუშავებდა, ხოლო სწორედ „ლელოს“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც პირველებმა შეადგინეს ე.წ. „შავი სიები“

„ოპოზიცია შალიკოს ფანჩატურში ქვეყნის ნგრევის გეგმას ამუშავებდა, ხოლო სწორედ „ლელოს“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც პირველებმა შეადგინეს ე.წ. „შავი სიები“

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება“. მაშინ მმართველმა გუნდმა, ოპოზიცია მართლაც დაამრცხა, თუმცა მთლად „მშრალი ანგარიშით“ ვერა, რადგან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტური იყო რუსთავში, სადაც აპრილში შუალედური არჩევნები უნდა იყოს.

აღნიშნულ რეგიონში გაერთიანებულ ოპოზიციას მანდატჩამორთმეული კანდიდატი - ბადრი ჯაფარიძე ჰყავს. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამჯერზე „მშრალად მოგებას“ თუ „მეორე ტაიმი“ დაინიშნება? - ანალიტიკოსები თვლიან, რომ კარიდან გაგდებული ბადრი ჯაფარიძე ახლა ფანჯრიდან შეეცდება შესვლას, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ უმრავლესობა რუსთავში პირველივე ტურში იზეიმებს გამარჯვებას.

„ოქტომრის არჩევნებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ ახლა უკეთესი შედეგი ექნება. ბადრი ჯაფარიძემ ჩათვალოს, რომ ის დასამარცხებლად განწირულია. მან დაიჭირა ურთიერთობა ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ სადაც არის, იქ მუდამ დამარცხებაა, ვინაიდან ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ეს დესტრუქციული ძალა რას წარმოადგენს, რომელიც მოწოდებულია მხოლოდ და ხოლოდ ერთი რამისთვის - ქვეყნის ნგრევაზე და ქვეყანაში შესაძლო სისხლისღვრაზე“, - განუცხადა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-ს და კითხვაზე - რომ არა ბადრი ჯაფარიძის ასოცირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მეორე ტურის გამართვა, ანალიტიკოსი ასე პასუხობს:

„დღეს არის ასეთი სიტუაცია - „მთხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. აქესდან გამომდინარე, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძის სიმპათიები წინა არჩევნებზე იხრებოდა „ნაციონალური მოძრაობისკენ“, ამიტომ ჯაფარიძეს გარანტირებული ჰქონდა და აქვს ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხება, რადგან ოპოზიცია დღეს სახელგატეხილია. სახელგატეხილი იმ მხრივ არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შალიკოს ფანჩატურში იმყოფებოდა და ერთად ქვეყნის ნგრევის გეგმას ამუშავებდნენ. უფრო მეტიც მინდა გითხრათ, სწორედ „ლელოს“ წარმომადგენლები იყვნენ ისინი, რომლებმაც პირველებმა შეადგინეს ე.წ „შავი სიები“. უფრო კიდევ მეტი - ის ადამიანები, ვისაც ისინი სასურველად არ მიიჩნევდნენ, უნდა დაეპატიმრებინათ. ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე და ამიტომაც არის ის, რაც მათ მიმართ ხდება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ექსპერტი ზურა ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორიაში დღევანდელ ოპოზიციას ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.

„ოპოზიციაში ძალიან არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებენ, რის გამოც მათი პროცენტები სასაცილო ნიშნულამდე მივიდა. საერთო ჯამში, ერთი ვიცი, რომ სამთავრობო კანდიდატი გაიმარჯვებს. ძალიან დიდხანს შემიძლია ვისაუბრო რა განსხვავებაა ოპოზიციისა და სახელისუფლო კანდიდატებს შორის. შეიძლება ჩემი სიმპათია ხელისუფლებისკენ იხრება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის ეს მდგომარეობა მომწონს. ეს მდგომარეობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი არათანმიმდევრული დამოკიდებულებით მივიდნენ იქამდე, რომ საქართველოს ისტორიაში, რაც კი ოპოზიცია არსებობდა, დღევანდელი ოპოზიციის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ანუ, ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, - ერთია არჩევნებზე საზოგადოების დამოკიდებულება ოპოზიციისა და სახელისუფლო კანიდატის მიმართ, მეორეა არჩევნებში რეალურად მონაწილე ადამიანები, რომელთა სიმრავლემაც ის მასშტაბი უნდა მოიტანოს, რომ ეს პროცესი პირველივე ტურში დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტექნიკური საკითხია და ასევე ხელისუფლება რამდენად სწორ კამპანიას აწარმოებს“, - განუცხადა for.ge-ს ზურა ქადაგიძემ დასძინა, რომ

ახლა პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში არ ვიმყოფებით და ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, ბევრად დავარცხნილი და დახვეწილი კამპანია აწარმოოს, რათა არ მოხდეს ის გაურკვევლობა, რომელიც რუსთავში აქამდე მოხდა.

„ასევე, დღეს მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებული ოპოზიცია რომელ კანდიდატს დააყენებდა. სამწუხაროდ, ოპოზიციის 90-95% ისევ დისკრეტირებულია და მათემატიკურ მუდმივ კანონად იქცა, რომ დღეს საქართელოში ოპოზიცია დისკრეტირებულია. პირობითად ბადრი ჯაფარიძემ შეიძლება დავით კირკიტაძესთან შედარებით 2%-ით მეტი ხმა აიღოს, მგარამ ეს არაფერს ცვლის. ღირსების საკითხად თვლის ბატონი ჯაფარიძე, რომ რადგან პარლამენტმა მის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა, კარიდან გაგდებული, ფანჯრიდან შევიდეს, თუმცა მისი მცდელობა არაფრის მომტანი იქნება“ , -განაცხადა ზურა ქადაგიძემ.