აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა ბლეფი არ არის.
„პუტინს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვს და შეტევის დაწყება მოკლე დროში შეუძლია“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ABC News-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მიიჩნევს, რომ ეს ბლეფია, ლოიდ ოსტინმა უპასუხა:
არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია. მე ვფიქრობ, რომ მან ყველაფერს მოუყარა თავი, რაც წარმატებული შეჭრისთვისაა საჭირო.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.