ჯერ კიდევ არის შანსი, თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა, თუმცა ამას დასავლეთის მხრიდან ყოვლისმომცველი სოლიდარობის ჩვენება დასჭირდება, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
„მოკავშირეებმა პრეზიდენტ პუტინს ერთხმად უნდა განუცხადონ, რომ ის მაღალ ფასს გადაიხდის უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრისთვის. დიპლომატიას ჯერ კიდევ შეუძლია პრევალირება. ეს არის გზავნილი, რომელსაც მიუნხენში გავაჟღერებ. ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული არასწორი გათვლები, რომელიც გაანადგურებს უკრაინას, რუსეთსა და დანარჩენ ევროპას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი მოკავშირეებს მოუწოდებს, ერთიანი დარჩნენ რუსეთის მტრული დამოკიდებულების წინაშე.