„რუსეთსა და ამერიკას შორის მიდის ჰიბრიდული ომი, როგორც რუსები, ასევე ამერიკელები აწარმოებენ საინფორმაციო ომს, რაც ძალიან ბანალური მიდგომებია“

„რუსეთსა და ამერიკას შორის მიდის ჰიბრიდული ომი, როგორც რუსები, ასევე ამერიკელები აწარმოებენ საინფორმაციო ომს, რაც ძალიან ბანალური მიდგომებია“

„ვფიქრობ, რომ თებერვალში, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, რადგან ეს არ იქნება წინასამხედრო, სტრატეგიულ-ოპერტიული კუთხით სწორი გადაწყვეტილება. იმ ძალების კონცენტრაცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელდა, არ იძლევა იმის ინდიკაციას, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ, მგონია, რომ არც აპირებს ამის გაკეთებას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვიცით, 16 თებერვალი სახელდებოდა რუსეთის მიერ უკრაინში შესაძლო შეჭრის თარიღად, თუმცა, ასე არ მოხდა. თქვენი, აზრით, მოსკოვმა გადაიფიქრა ომის დაწყება? რატომ?

- რუსეთსა და ამერიკას შორის მიდის ჰიბრიდული ომი და ეს არის მისი შემადგენელი ნაწილი. როგორც რუსები, ასევე ამერიკელები აწარმოებენ საინფორმაციო ომს, ეს ძალიან ბანალური მიდგომებია. ამერიკელები სპეციალურად წევენ ტემპერტურას, ამით ცდილობენ, გარკვეულწილად, შექმნან ამინდი უკრაინის გარშემო და მათი სუსტი მხარეები დაფარონ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსებს კიდევ ეს აწყობთ. გეოსტრატეგიულ მძევლად აჰყავთ უკრაინა და ქმნიან ფქილოგიურ აჟიოტაჟს.

ყირიმის ანექსია შეძლო რუსეთმა და შესაძლოა, უკრაინაზე პოლიტიკური ზეწოლის პირობები შექმნას. რუსეთი და ამერიკა აწარმოებენ საინფორმაციო ომს ერთმანეთის წინააღმდეგ და ესეც ერთ-ერთი ტექნოლოგიაა.

ვიცით, რომ თავდაპირველად, რუსეთის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) არგაფართოება, რაშიც მოიაზრებოდა უკრაინა და საქართველო. ესეც ერთგვარი მცდელობა იყო კრემლის მხრიდან, რომ გეოპოლიტიკურ ასპარეზზე დუღილის ტემპერატურა აეწია?

- ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ არ მომხდარიყო ნატო-ს გაფართოება, რუსეთი თითქოს ამ მიზანს აღწევს კიდეც. განცხადება, რომ უკრაინას არ განიხილავენ ნატო-ს რიგებში, ამაზე მიუთითებს, რუსები, გარკვეულწილად, აღწევენ თავიანთ მიზანს. ისინი, ფაქტობრივად, ახორციელებენ მუქარის სტრატეგიულ პოლიტიკას იმისთვის, რომ უკრაინა ფსიქოლოგიურად გატეხონ.

განცხადება გაკეთდა დონეცკისა და ლუგანსკი რეგიონების დამოუკიდებელ ოლქებად აღიარების შესახებ, რასაც მოჰყვა კიდეც შეფასება, რომ ეს იქნება უკრაინაზე თავდასხმა, იარაღის გარეშე...

- ეს ომის გამოცხადების ტოლფასია, როგორც ყირიმში მოხდა - ყირიმის ოკუპაცია და ანექსია იყო არა მხოლოდ ომის გამოცხადება - მეტი. რუსეთი ამ ტაქტიკას აგრძელებს, ის ქართულ გამოცდილებას იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, რაც ჩვენს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელა, იგივეს ახორციელებს უკრაინის მიმართაც დღეს. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთს სურს, აიძულოს ზელენსკი, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც ხელი მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებას, მოაწერინოს ანალოგიური შეთანხმებას ხელი მინსკის სამიტის ხელშეკრულებზე, სადაც გაიწერება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში განსაკუთრბეული პილიტიკური ავტონომია, განსაზღვროს მთლიანად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ამით, უკრაინას აიძულებენ, რომ გადახედოს კონსტიტუციურ მუხლებს, სადაც წერია, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ევროკავშირზე ჯერ არ არის საუბარი. წმინდა ქართული სცენარია.

ქართულ კონტექსტშიც რომ განვიხილოთ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო რა საფრთხის წინაშე დგას დღეს?

- ისეთი ძალისხმევა, რომელიც ახლა რუსეთს უჯდება უკრაინის მიმართულებით, ასეთი სცენარი რუსებს არ ექნებათ ჩვენთან, რადგან საქართველოში უფრო გაიოლებულია სიტუაცია, ვიდრე უკრანაში. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება არგაღიზიანების და დაშოშმინების პოლიტიკას ახორციელებს. ამასთან, რუსეთს უკვე გაუჩნდა პრორუსული პოლიტიკური პარტიები.

როგორ ხსნით თქვენ პირადად საქართველოს ხელისუფლების ერთგვარ დუმილს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ხომ არ აქვს, რუსეთის სამომავლო გეგმების შესახებ?

- ასეთი მაღალი წარმოდგენა ქართულ სპეცსამსახურებზე მე არ მაქვს, რადგან ვიცი, შიგნით რა ხდება. ელემენტრულად სუს-ს ისიც არ შეუძლი, რომ თავისი გრიფით „საიდუმლო“ მასალების გადინება არ მოხდეს. ის, რომ რუსეთის ფედერაციისადმი გარკვეული სიგნლების წარმოჩენა ხდება, ფაქტია, თუ რა უნდა გააკეთონ და რა არა.

მიშელის დოკუმენტზე უარის თქმა, მეჩვენება, რომ გამოწვეული იყო სწორედ რუსეთის მიერ განხორციელებული ზეწოლით. არის არაფორმალური არხებით ინფორმაციების გაჟღერება. მთელი ქვეყანა, ფაქტობრივად, გამოვდივრთ კრემლის მძევალი. უკრაინაშიც, როგორც კი დაიწყება ანალოგიურად ხელისუფლების შეცვლა, ან უკრაინის ხელისუფლების დაყოლიება, იგივეს გააკეთებენ ჩვენთან, ოღონდ ნაკლები ძალისხმევით.

რომ შევაჯამოთ, ფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება და ეს უბრალოდ საინფორმაციო ომის ნაწილია?

- თუ თავდასხმა მოხდება, შესაძლოა იყოს მარტში მანევრირებადი, მცირემასშატაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რაც მოხდა საქართელოს წინააღმდეეგ, იგივე ვარიანტი მოხდება აქაც, - რუსეთის შეიარაღებული ძალები დაიკავებენ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებს, გადმოვლენ ხარკოვში, დაიკავებენ შავი ზღვის აკვტორიაში მდებარე დიდ ქალაქებს და ეს იქნება მთელი გასეირნება უკრაინაში.