რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მანევრების დასრულება და თავისი ძალების ნაწილის გაყვანა გამოაცხადა

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მანევრების დასრულება და თავისი ძალების ნაწილის გაყვანა გამოაცხადა

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მანევრების დასრულება და თავისი ძალების ნაწილის გაყვანა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

„სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები, რომლებმაც ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბაზებზე ტაქტიკური წვრთნები დაასრულეს, სარკინიგზო გზით თავიანთ ბაზაზე ბრუნდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.

ნატოში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა გადაამოწმოს რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმული პოტენციური ნაბიჯები.