კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის უსაფრთხოების სფეროში გარანტიების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის.
„პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ითხოვდა მოლაპარაკებებსა და დიპლომატიას. ფაქტობრივად, მან მოახდინა რუსეთისთვის უსაფრთხოების სფეროში გარანტიების საკითხის ინიცირება. უკრაინა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი მზად არის მოლაპარაკებების წარმოებისთვის“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
დიმიტრი პესკოვი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხს და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია „დაძაბულობის უსაფუძვლო გამწვავებაა“ და რომ „რუსეთი არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს“.