საკეპ მანქანაში გაატარეთ ხორცი და ხახვი. შეკაზეთ სუნელებით და ბროწეულით. გადაახვიეთ ბადე-ქონში. აიღეთ ბადე-ქონი, გაწელეთ და დაიდეთ ხელის გულზე, ზემოდან დაადეთ ხორცის ამოგუნდავებული ბურთულა (ხელის გული რომ გაავსოს ისე) და გაახვიეთ ბადე-ქონი ზემოდან. ზედმეტი მასა მოაჭერით დანით ან მაკრატლით.
ჩაალაგეთ ქვაბში ან თასში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით მაინც. შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღეს და შეწვათ სუფრაზე მიტანის წინ.
სუფრაზე “მიდის“ ცხელი. შეწვისათვის გააცხელეთ ტაფა და ზეთი. დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით. შეწვის წესები მსგავსია კატლეტის შეწვის ტექნოლოგიისა. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ ახლადდარჩეული ბროწეული.
ინგრიდიენტები:
ღორის ხორცი - 1 კილო. (შეიძლება ძროხის და ღორის ხორცის არევაც),
ხახვი - 600 გრამი,
ბროწეული - გემოვნებით. (დაახლოებით 1 დიდი თავი),
წიწაკა,
მარილი,
ხმელი ქინძი,
ქონდარი,
ბადე-ქონი.
დამატებითი ინფორმაცია:
როგორც წესი, ქართულ სუფრაზე აფხაზურა მიაქვთ შუა ტრაპეზის დროს, არაძირითად ცხელ კერძად. აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ ცხვრის ხორცითაც (ღორის ნაცვლად).
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ოჯალეში.
perfectcook.org