ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს ყოველწლიური კონფერენცია დღეს დასრულდა. სემინარი თემაზე „ინგლისური ენა მრავალეროვნულ გარემოცვაში“ „ქორთიარდ მერიოტ“-ში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მოწვევით ჩატარდა. სემინარს ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს თავმჯდომარე ჯულიე დუბეაუ ხელმძღვანელობდა. კონფერენციაში ნატოს წევრი და პარტნიორი 26 ქვეყნის 64 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
BILC- ის შემდეგი მასპინძელი ქვეყანა ბელგიის სამეფო იქნება, რომელსაც სიმბოლურად BILC-ის აბრევიატურით დროშა გადაეცემა.
ფორუმის მიზანი ალიანსის მოკავშირე ქვეყნებში ინგლისური ენის განვითარების ხელშეწყობა იყო. ოთხი დღის განმავლობაში, ენის სფეროს სამოქალაქო და სამხედრო სპეციალისტებმა ნატოს სტანდარტებით მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინგლისური ენის ნორმების შემუშავების საკითხები განიხილეს. ფორუმი საერთაშორისო სამხედრო მისიებში ჩართული სამხედრო პერსონალის ენობრივი დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. სემინარის მონაწილეებმა განათლების, ტრენინგებისა და ტესტირების კუთხით, ნატოს პოლიტიკაზეც იმსჯელეს.
]ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. 2005 წლიდან BILC-ის ექსპერტები, ენობრივი მომზადებისა და ტესტირების განვითარების კუთხით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ენობრივი მომზადების და ტესტირების სისტემის შეფასებას ახორციელებენ.