„საინტერესოა ოპოზიციის პოზიცია - რა ტიპის აქტიურობაა საჭირო, თუკი რუსეთი სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ანექსიას მოინდომებს, წინ აღვუდგეთ?“

„საინტერესოა ოპოზიციის პოზიცია - რა ტიპის აქტიურობაა საჭირო, თუკი რუსეთი სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ანექსიას მოინდომებს, წინ აღვუდგეთ?“

უკრაინა-რუსეთის საზღვართან ბოლო 48 საათია ვითარება რადიკალურად დაიძაბულია. კიევის ცაზე რუსული ვერტმფრენებიც კი გამოჩდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მოსკოვის მხრიდან აგრესიული მოქმედებას ნებისმიერ დროს ელოდებიან. დასავლეთი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 20 თებერვლამდე შეიჭრას.

ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია, კერძოდ, „ნაციაონლური მოძრაობა“ და მათი მედიასაშუალებები გამუდმებით იმაზე აპელირებენ, რომ შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს პორტების პარალიზება მოახდინოს. საუბარი ანაკლიის ოკუპაციასა და ფოთის პორტის ჩაკეტვაზეა.

ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ მსგავსი რიტორიკა ქვეყანას საფრთხეში აგდებს და მოსახლეობის შანტაჟის და ისტერიკაში ჩაგდების მეტს არაფერს ემსახურება. მათი აზრით, პუტინი ახლა იმ სიტუაციაში არ იმყოფება, რომ საქართველოსთვის მოიცალოს, მით უმეტეს უკრაინასთან ომისთვის კრემლს საქართველოს პორტები არაფერში სჭირდება. მეორეც შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს სამი ქვეყნისგან გარანტირებულია და მსგავსი პოპულიზმი მხოლოდ ერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება, რაც სახელმწიფოებრივი მავნებლობაა. მათი აზრით, საფრთხე მაშინ გაჩნდება, თუკი რუსეთი უკარინის აღებას შეძლებს. ეს კი რელობასთან ახლოსაც არ არის.

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით რუსეთს თუ მოუნდა, ფოთის და ანაკლიის პორტებს კიარა, თბილისს დაიკავებს. არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუ მართლა მსოფლიო პოლიტიკური ჯახი დაიწყო, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას იმაზე საუბარი ახასიათებს, რაც აქტუალური არ არის. ახლა ყველას ყურადღება იქით არის მიმართული, რომ როგორმე უკრაინაში ომი თავიდან აცილებული იყოს.

„რუსეთი თუ მიუშვი, დაკავებით ყველა ქალაქს დაიკავებს. თბილისის დაკავებას რომ აპირებდა, ალბათ, გვახსოვს. „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს რუსეთს წინ არაფერი ედგა და ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლო. ჯარი დაშლილი იყო, ხელისუფლება დეზორგანიზებული და წინააღმდეგობის გამწევი არავინ ჩანდა. საინტერესოა ოპოზიციის პოზიცია - რა ტიპის აქტიურობაა საჭირო იმისთვის, რომ თუკი რუსეთი სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ანექსიას მოინდომებს, წინ აღვუდგეთ? ეს რომ ზოგიერთმა სხვა ოპოზიციურმა ძალამ ისაუბრობს, კიდევ გასაგებია, მაგრამ ამაზე „ნაციონალები“ რომ ლაპარაკობენ, ძალიან გამაღიზიანებელია. ის, რომ შერიგების სამინისტრო ტყუილად არსებობს, მაგას ოპოზიცია რად უნდა, ამას მეც ვეთანხმები.

შავ ზღვაში ნატოს სამი წევრი ქვეყანა იმყოფება. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ყველას, განსაკუთრებით რუმინეთს უზარმაზარი საზღვაო ფლოტი ჰყავს. რუსეთს თუკი შავი ზღვა დასჭირდა, ამისთვის ოდესის დასაკავბელად ყველაფერს გააკეთებს. ოდესა რუმინეთთან ბერად ახლოს არის, ვიდრე ჩვენი პორტები. ერთადერთი ნატოს ფლოტების ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის შეიძლება საქართველო საჭირო გახდეს, თუკი მიმართულება აზოვის ზღვა იქნება. მაგრამ, აზოვის ზღვასთან მისასვლელად, ფაქტობრივად, რუსეთის კონტროლირებადი უზარმაზარი სივრცე უნდა გაიარონ. ეს არის სოჭი და ნოვოსიბირსკი, ახლა ვსვამ კითხვას, როგორ უნდა მოხვდეს ნატოს ფლოტები საქართველოს პორტებში? უკრაინის ომთან საქართველოს პორტების ხიფათს ვერ ვხედავ“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ დაძაბულობის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი თურექთის პოზიციაა. თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს დაპირისპირება შავ ზღვაში არ დაუშვას. ამიტომ დამატებით პანიკის შექმნა და პროვოკაცია საჭირო არ არის. ჩვენი „დურაკული“ საქციელით, არ უნდა მოხდეს წახალისება, რათა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიერთების საკითხი რუსეთმა საბოლოოდ გადაწყვიტოს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ თუკი რუსეთი ამის გაკეთებას მოინდომებს, ისედაც გააკეთებს და ჩვენგან ამაზე აპელირება დამატებით საჭირო არ არის.

„მიუხედავად სანქციებისა და რუსეთის ეკონომიკურად მძიმე მდგოამრეობაში ჩაგდებისა, პუტინი ყირიმის ანექსიას მაინც აგრძელებს და ახლა მთელს უკრაინას ემუქრება. მოვლენების განვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ. ახლა დასავლეთი ამბობს, რომ ომი 16 თებერვლას დაიწყება. ეს არის სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა. თან არ ამბობენ ეს ინფორმაცია საიდან აქვთ და რამდნად ზუსტია, ან რაზე დაყრდნობით აცხადებენ?

თუმცა მაინც მგონია, რომ პუტინი ამით დასავლეთის შანტაჟს ახდენს და რეალურად, ფართომასშტაბიან ომში არ შევა. ამიტომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ თავს არ უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ ხელოვნური ისტერია შექმნას. ბოლო წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მთავარი საქმე მხოლოდ ერთია, საზოგადოების სტრესულ მდგომარეობაში ჩაგდება, პოლიტიკური ისტერიის შექმნა. თუ დაღუპვაზეა საუბარი, უკვე დაღუპულები ვართ და ამაში დიდი წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს მაინც ვერ გაბედავს, რადგან ამ დონის საბრძოლო მოქმედებებს ვერ შეძლებს. მით უმეტეს ბრძოლის ფრონტი ახლა საქართველოზე გადმოიტანოს, - ანაკლია დაიკავოს, პორტები ჩაკეტოს და ა.შ. გამორიცხულია. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას ხელს არაფერში უშლის და ახალი თავის ტკივილი რაში უნდა სჭირდებოდეს, გაუგებარია.

„ომის უკრაინიდან სხვა სახელმწიფოებზე გადატანა, მით უმეტეს საქართველოზე აბსურდის აბსურდია. არ მესმის, ეს ხალხი რით იკვებება, როცა ასეთ იდეებს და მოსაზრებებს აფრქვევენ. ფართომასშტაბიან ომს რუსეთი ვერ გაწვდება. ამიტომაა საჭირო საქართველოს აქტიურობაც, რომ მსოფლიოს ყურადღება ჩვენც მივიქციოთ. რას ნიშნავს პორტების ოკუპაცია მოახდინოს და ანაკლია დაიკავოს, მუყაოს ქვეყანა ვართ თუ რა ხდება?!

მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენი შიშის გამო რუსეთს არიქა არაფერი ვაწყენინოთ, მათაც თავში აქვთ ავარდნილი და ყველანაირად ცდილობენ საქართველო დააშინონ. საქართველოს ხელისუფლება ხმას არ იღებს და პუტინმა ეს რატომ უნდა გააკეთოს? „ოცნება“ სიჩუმის რეკორდს ხსნის. ამიტომ პუტინს არანაირი მიზანი არა აქვს, ახალი თავისტკივილი დაიმატოს. რუსეთი ისეთი ძლიერი არ არის, რომ ასე ხანგრძლივი საომარი მოქმედებები აწარმოოს. მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ აღსდგება. ამ ფონზე შეუძლებელია საქართველოსკენ გადმოინაცვლოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, პუტინს ახლა ევროპის გახლეჩვა უნდა და ომის შანტაჟით მიზნის მიღწევას ცდილობს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს თურქეთთან ძალიან მკაფიო ალიანსი უნდა ჰქონდეს. სერიოზული თანამშრომლობა უნდა მიდიოდეს და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე თურქეთთან ერთად უნდა ვსაუბრობდეთ.

„როდესაც ერდოღანი უკრაინაში იყო ჩასული, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი პრემიერიც მასთან ერთად ყოფილიყო. რუსეთმა უნდა ნახოს, რომ თურქეთი და საქართველო ერთად არიან. შავი ზღვის უსართხოებიდან გამომდინარე, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს. ამიტომ საქართველო ამ რეგიონალურ მოძრაობაში ჩართული უნდა იყოს, როგორც ნატოს წევრობის მსურველი ქვეყანა. ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ ბოსელი, ბოლოს და ბოლოს გაუგებარია. თანამედროვე სახელმწიფოს არანაირ სტანდარტს აღარ ვერგებით“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

დემეტრე - ესენი (ლიბერასტები) ხელისუფლებას არ უნდა გააკარო, აი, ეს პლიუსი აქვს პ. ზაქარეიშვილის აზრთა ფრქვევას!
2 წლის უკან
დემეტრე - ესენი (ლიბერასტები) ხელისუფლებას არ უნდა გააკარო, აი, ეს პლიუსი აქვს პ. ზაქარეიშვილის აზრთა ფრქვევას!
2 წლის უკან