აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. საქმე არ გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად მწყობრიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება აიძულოს ის ჯარი გააგზავნოს უკრაინიდან გაქცეული ამერიკელების გადასარჩენად, ჯო ბაიდენმა უპასუხა:
ასეთი სცენარი არ არსებობს. ეს მსოფლიო ომია, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან. ჩვენ ადრინდელისგან ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. იმედი მაქვს, თუ პუტინი იმდენად სულელია, რომ უკრაინაში შეიჭრას, იმდენად ჭკვიანი მაინც იქნება, რომ არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რასაც ამერიკის მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა ექნება.