„რაც ახლა ხდება, ეს არაა პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამხედრო საკითხი და ნატოს მხრიდან რეაგირებაც ადეკვატურია - სამხედრო და არა პოლიტიკური“

„რაც ახლა ხდება, ეს არაა პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამხედრო საკითხი და ნატოს მხრიდან რეაგირებაც ადეკვატურია - სამხედრო და არა პოლიტიკური“

ვითარება მსოფლიოში სულ უფრო ტურბულენტური და დაძაბული ხდება, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს დამატებით და მუდმივ ძალისხმევას სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და წარმოქმნილი საფრთხეებისა და გამოწვევების დასაძლევად. ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და ნატო-სგან ეროვნული უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. პარალელურად, ნატო შავი ზღვის რეგიონში საბრძოლო დაჯგუფებების განთავსებას აპირებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი პასუხი რუსეთის ქმედებაზე, რომელაც ალყაში მოაქცია უკრაინა.

for.ge მამუკა ნებიერიძეს ესაუბრა.

ნატო შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ კი რუმინეთში, საბრძოლო ქვედანაყოფების გრძელვადიან განთავსებას გეგმავს. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო თავდაცვითი ალიანსია და მისი მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის დაუშვებლობაა. როგორც ცნობილია, ამჟამად საბრძოლო ჯგუფები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში არიან განთავსებული, ახლა ნატო - შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ კი რუმინეთში. რამდენად სახიფათოა ალიანსის ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც გაჩნდა შანსი, რომ რუსეთ-უკრაინას შორის პროცესები შესაძლებელია მოლაპარაკების გზით დასრულდეს?

მამუკა ნებიერიძე: ეს არის პირდაპირი პასუხი რუსეთის ქმედებაზე, იმიტომ რომ რუსეთმა, რეალურად, ალყაში მოაქცია უკრაინა. არის იქ ადგილები, კერძოდ კი ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერას ნატო-ს მხრიდან. კერძოდ, რუკაზე რომ დავხედოთ კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს შორის არის ვიწრო ყელი, რომელიც პოლონეთიდან გადის ბალტიის ქვეყნებში, ზუსტად იქ არის წვრთნები. იმ შემთხვევაში, თუ ომი დაიწყება, ჩაიკეტება ბალტიის ქვეყნები და ომის შემთხვევაში ნატოს კონტაქტი არ ექნება ბალტიისპირეთთან. ეს არის ჩრიდილოეთის მხარე.

რა ხდება სამხრეთის მხარეს და რა ძალები ყავს შავ ზღვაში რუსეთს?

- თითქმის მთელი ფლოტი შავ ზღვაში ყავს. მაგალითად, 8 დიდი სადესანტო ხომალდიდან, 6 შავ ზღვაშია. ამავე დროს 20-ზე მეტი საშუალო ზომის ხომალდი. ამის გარდა 20 ხომალდია განთავსებული ხმელთაშუა ზღვაში და ელოდებიან ბრძანებას. ასეთ ვითარებაში ძალიან დიდი საფრთხე უდგას უკრაინას, იმიტომ რომ ბელარუსის მხრიდან 40 კილომეტრი აკავშირებს უკრაინამდე, ძალიან მცირე მანძილია. აქ უკვე არავითარი პოლიტიკა არ არის. პირდაპირ სამხედრო საკითხებია.

რუსეთი ჯარებს აგროვებს იმ ადგილებზე, სადაც შეუძლია მომენტალურად მოწყვიტოს ბალტიის ქვეყნები ნატოსგან და ამავე დროს შავ ზღვაში იმხელა საზღვაო ძალებს ქმნის, რომ არა მარტო უკრაინა, არამედ შეუძლია ოდესაც და მარიოპოლიც აიღოს. ეს არის პრობლემა. რუსეთი სუფთა სამხედრო გეოგრაფიული კუთხით მოქმედებს. ნებისმიერი სამხედრო რომელიც გაშიფრავს რუსეთის ტაქტიკას, გეტყვით, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე. ამის საპირწონედ საჭიროა, რომ ნატომ რაღაცა იმოქმედოს და ამას აკეთებს. კიდევ ერთხელ, რაც ახლა ხდება, ეს არაა პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამხედრო საკითხი. რეაგირებაც ადეკვატურია - სამხედრო და არა პოლიტიკური.

ნატოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რუსეთმა რა შეიძლება უპასუხოს? ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა წინადადება რუსეთ-ნატოს საბჭოს ფარგლებში დიალოგის გაგრძელების შესახებ...

- ნატო არის სამხედრო ბლოკი, შესაბამისად, ლაპარაკი იქნება იმ საფრთხეებზე, რასაც რუსეთი ქმნის ნატოს წევრები ქვეყნებისთვის და პირველ რიგში, ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. ნატოს აინტერესებს, რატომ არის კონცენტრირებული რუსეთი ჯარი ისეთ პუნქტებში, რომელსაც შეუძლია ბალტიის ქვეყენებს შეუქმნას საფრთხე? წარმოუდგენელი რაღაცა ხდება, ამოავსეს შავი ზღვა სამხედრო გემებით. როგორც უკვე აღვნიშნე, 6 დიდი სადესანტო გემია შავ ზღვაში შესული, ეს არის სახმელეთო შეტევითი ღონისძიებისთვის განკუთვნილი. ეს არის უზარმაზარი საფრთხე ბალტიის ქვეყნებისთვის, რომელსაც უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე უკრაინას, იმიტომ რომ რუსეთისთვის ყოველთვის პრობლემა იყო ბალტიისპირეთი. რუსეთი ბალტიისპირეთის გამო ვერ აფართოებს გასასვლელს შავ ზღვაზე, ვერ მოძრაობს. ეს იმდენად სახიფათოა, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს პრევენციული დარტყმები. ძალიან რთული ვითარებაა.

რუსეთი აშშ-სგან და ნატოს სხვა მოკავშირეებისგან „უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს“ ითხოვს. რეალურად, რას ითხოვს რუსეთი?

- ძალიან მარტივია, უკრაინამ არ მოითხოვოს დონბასის, ლუგანსკის და ყირიმის უკან დაბრუნება, ასევე საქართველომ არ მოითხოვოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის უკან დაბრუნება და მოლდოვამ უარი თქვას დნესტრისპირეთზე. აი, ამის გარანტიას ითხოვს რუსეთი. რუსეთი ითხოვს იმ ტერიტორიების დამტკიცებას, რაც შემოიერთა. ბუნებრივია, ამას არავინ დათამხმდება და არავინ არ მოაწერს ხელს. რუსეთი ითხოვს შეუძლებელს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, შეუძლია ომი დაიწყოს. სხვანაირად როგორ უნდა ამ ყველაფრის მიღწევა? იმდენად უაზრო განცხადებაა, რომ პუტინს ასე შეუძლია ელაპარაკოს ყაზახეთს. აქ ლაპარაკია დემოკრატიულ სახელმწიფოზე და, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გადაწყვეტენ ჩვენს მაგივრად, უარი უნდა ვთქვათ თუ არა აფახაზეთზე და ცხინვალზე.

ამ მოთხოვნაში შეძლება რაღაცას მიაღწიოს?

- აბსოლუტურად წაროუდგენელია რამის დათმობა. ისეთი წარმოუდგენელი მოთხოვნა აქვს რუსეთს, რომ რა უნდა დაუთმო, ან ვინ? აფხაზეთის დათმობის საკითხი საქართველომ უნდა გადაწყვიტოს და არა საფრანგეთმა.

რაც შეეხება მადრიდის სამიტს, რუსეთი ითხოვს, რომ ალიანსის ქვეყნებმა შეცვალონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. რამდენად შეიძლება მადრიდის სამიტზე გადაწყდეს, არა მარტო უკრაინა-საქართველოს ბედი, არამედ ნატოს გაფართოების საკითხი?

- ვერანაირად ვერ უარყოფენ წინა სამიტის გადაწყვეტილებას, ეს შეუძლებელია და ვინც ამას ქადაგებს, არის კრემლის პროვოკატორი, რომელსაც ფული აქვს მიღებული! რა უნდა გააუქმოს, მით უმეტეს ასეთი დაძაბული ვიათრების ფონზე? - ეს გამორცხულია. პირიქით, ვფიქრობ, რომ უფრო გააძლიერებენ ერთობას, უფრო შეკავშირდებიან. აქ მნიშვნელოვანია მანამდე არ დაიწყოს ომი, რადგან ომის შედეგებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დაიწყო ომი, უნდა დაიწყოს თებერვალში. მაქსიმუმ 20-22 თებერვალს.

მერე უკვე, სამხედრო თვალსაზრით, შეუძლებელია სიცივეში ასი ათასობით ჯარის გაჩერება. ვფიქრობ, რომ ისევ რუსი სამხერდო მაღალჩინოსნების ჩარევის საფუძველზე ომი არ დაიწყება. ელემენტარულად აუხსნიან, დაუღეჭავენ პუტინს, რომ თუ ვიწყებთ, ახლა უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში - შეუძლებელია. იმედია იმასაც აუხსნიან, რომ ომს არ აქვს არავითარი პრესპექტივა. უკრაინის დღევანდელი შეიარაღების და ასევე ტერიტორიის გათვალისწინებით, სამხედრო თვალსაზრისით, ომის დაწყებას აზრი არ აქვს, პოლიტიკურად - არ ვიცი.

 

ჯარჯი მე მგონი, პირიქითაა - განატოების შემთხვევაში აფხაზეთიც. სამაჩაბლოც, ყირიმ- დონბასიც და დნესტრისპირეთიც საბოლოოდ დაიკარგება + საკითხავი ისაა, გაწევრიანების პროცესში და შემდეგ რუსეთისგან რა საფრთხები შეექმნება საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას
2 წლის უკან
Maverick ჯარჯი, გეთანხმებით!

ზოგიერთი ექსპერტის დასკვნები, პირიქით უნდა აღვითქვათ, არქიფო სეთურის არ იყოს უკუღმა უნდა გავიგოთ!
2 წლის უკან