„რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ პუტინის ოლიგარქებს ფინანსური სანქციები არ აწყობთ და იმ ზედმეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომელიც მათ ფინანსურ ზიანს მოუტანთ“

„რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ პუტინის ოლიგარქებს ფინანსური სანქციები არ აწყობთ და იმ ზედმეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომელიც მათ ფინანსურ ზიანს მოუტანთ“

რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდნტების შეხვედრაზე მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი. გრძელ, თეთრ მაგიდასთან მსხდომი ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი პირისპირ საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან მათ საზღვრებთან ალიანსის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს.

„კატეგორიული ვეწინააღმდეგებით ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით ახალი წევრების მიღების ხარჯზე, რადგან ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა, საღ ლოგიკას არ შეესაბამება“, - განაცხადა პუტინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.

„რაც შეეხება იმას, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ალიანსში უკრაინის ან საქართველოს მიღებას, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ, არაერთხელ გვსმენია. მაქვს კითხვა: თუ ეს ასეა, რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების კარს უხსნიან?“- აღნიშნა პუტინმა.

თუ რატომ ეწინააღმდეგება პუტინი ნატოს აღმოსავლეთით გაფრთოვებას, ქართველი ანალიტიკოსები სხვადსხვა მიზეზებით ხსნიან.

„რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვება იმიტომ არ სურს, რომ როდესაც ქვეყანა ნატოში შედის, იქ რუსეთის გავლენა მარტივად აღარ გავრცელდება. ასევე, შეიძლება არ უნდა, რომ ალიანსის გაფართოვებით, საფრთხე დაინახონ. აი, ეს ორი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, თუ რატომ არ სურს პუტინს ნატოს გაფართოვება. ნატოს გაფართოვებით, რუსეთის გავლენები შემცირდება და თავისთავად ცხადია, პუტინს ეს არ უნდა“, - განუცხადა for.ge-ს თორნიკე შარაშენიძემ.

ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილს უჭირს ახსნა, თუ რატომ არ სურს ვლადიმერ პუტინს ნატოს გაფართოვება.

„ვლადიმერ პუტინი მთლიანი რუსეთი არ არის, ვგულისხმობ მთლიან მოსახლეობას, ამიტომ რუსეთს რა უნდა, ჯერ კიდევ არავინ იცის. რუსეთის ავტორიტარ ხელისუფალს რა უნდა - ეს გასაგებია“, - განაცხადა ექსპერტმა.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას გეოპლიტიკური მიზნით ხსნის.

„საქართველოსი თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ეს რუსეთისთვის მუქარა იქნება. რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია და ალიანსის გაფართოვებას ყოველთვის ეწინააღმდეგება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, უბრალოდ, ამ სიტუციაში ამის თქმის დაფიქსირება რამდენჯერმე მოუწია. ამის მიუხედავად, ყველა ის ქვეყანა, ვინც ნატოში გაწევრიანებას მოისურვებს, ეს მათი ნება-სურვილია და არა პუტინის. დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და მთავარია იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, რა კრიტერიუმებიც ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო“, - გვითხრა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძის განცხადებით, პუტინის ოლიგარქებს ფინანსური სანქციების დაწესება არ სურთ, ამიტომ რუსეთი სამხედრო ოპერაციებს მოერიდება.

„პუტინი ეძებდა იმ საერთაშორისო ფორმატს, რომლითაც უკან დაიხევდა. იყო სპეკულაციები ერდოღანზე, ბაიდენზე, ნატოზე, ევროკავშირზე, მაგრამ ბოლოს პუტინმა მაკრონთან ურთიერთობის ფორმატი აირჩია. საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა და ამასთან პუტინმა აირჩია უკან დახევის სტრატეგია. ცხადია პუტინს, ისევე როგორც სამხედრო მანქანას, არ აწყობს არც საქართველოში და არც სხვაგან სამხედრო ოპერაციების გაჩაღება, რადგან პუტინი და მისი „კაკებეშნიკი“ ოლიგარქები ძალიან კარგად არიან, როგორც უცხეთში, ასევე რუსეთში. ამიტომაც, მათ არ აწყობთ ფინანსური სანქციები და არ აწყობთ, რომ რამენაირად დაზიანდნენ. აქედან გამომდინარე, პუტინის ქმედებები განპირობებულია ძალიან პრაგმატულად და ფინანსურად კარგად გათვლილია. პუტინის ოლიგარქებს ფინანსური სანქციები არ აწყობთ. რასაკვირველია, რუსეთი ოკუპანტი და დამპყრობელი ქვეყანაა, მაგრამ ისინი იმ ზედმეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რომელიც მათ ფინანსურ ზიანს მოუტანს“, - გვითხრა გია აბაშიძემ.

Aburjga Tasmanieli "ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილს უჭირს ახსნა, თუ რატომ არ სურს ვლადიმერ პუტინს ნატოს გაფართოვება."
ვაიმეე...... მიშველეთ ვინმემ!!! HELP!!! )))))))))))))))))))))))))))
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა, ცოცხალი ხარ?! ეს "მოსაზრებები" წაოკთხე და გაჩუმებული ხარ?!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უკრაინაში სამხედრო ესკალაციას ეწევა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ნატო. მათგან გაგზავნილი დღეში რამდენიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ეშვება უკრაინის სხვადასხვა აეროპორტებში და ჩააქვთ დიდძალი შეიარაღება, 800 ტონაზე მეტი უკვე ჩაზიდულია. ევროკავშირმა 1 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინას შეიარაღების შესაძენად. კანადამ, აშშ-მ, დ. ბრიტანეთმა, ჰოლანდიამაც კი ცოცხალი ძალა და მცურავი საშუალებები გაგზავნეს უკრაინის "დასახმარებლად". თქვენ წარმოიდგინეთ ჩრდ. მაკედონიამაც კი გამოთქვა სურვილი საომარ ოპერაციებში მონაწილეობაზე! მოკლედ კოლექტიური დასავლეთი ყველანაირად ცდილობს დონბასის კონფლიკტის შემდგომ ესკალაციას! სურთ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი გააჩაღონ ღვიძლ ძმებს რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა რუსეთი კვალავ დააჩმორონ და იქნებ დაშალონ კიდეც, ხოლო უკრაინელი ხალხი ისე
გამოასულელონ, რომ ამით საკუთარი ქვეყანაც გააპარტახებინონ! რას იზამ, ასეთია იმპერიალიზმის ბუნება!
2 წლის უკან
არაგველი641 ლილიპუტინმა ეს აჟიოტაჟი შექმნა იმისათვის, რომ როგორმე თავისი მოსახლეობა გააჩუმოს და პასუხი არ მოსთხოვონ იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელშიც პუტინის რეჟიმმა მოაქცია.
2 წლის უკან