„პუტინმა უკრაინაში ან საბრძოლო მოქმედებები უნდა დაიწყოს, ან ჯარი უკან წამოიყვანოს, რაც მისი სახის დაკარგვას გამოიწვევს, ხოლო უკრაინაში შესვლით უმძიმეს შედეგებს მიიღებს“

„პუტინმა უკრაინაში ან საბრძოლო მოქმედებები უნდა დაიწყოს, ან ჯარი უკან წამოიყვანოს, რაც მისი სახის დაკარგვას გამოიწვევს, ხოლო უკრაინაში შესვლით უმძიმეს შედეგებს მიიღებს“

დასავლეთთან მოლაპარაკების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან სამხედრო დანაყოფების მობილიზებას თითქმის ასრულებს და არაა გამორიცხული ომი თებერვლის ბოლომდე დაიწყოს. როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, პუტინი ჯარის სრულ შემადგენლობას დაახლოებით, 6 დღეში უკვე უკრაინის საზღვართან მიიყვანს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი პუტინმა ახლა ომი არ დაიწყო, გაზაფხულზე ბუნებრივი პირობების, თოვლის დნობის შედეგად, ატალახებულ გზაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გაუჭირდება. ამიტომ ლოგიკურია, რომ გადამწყვეტი ეს ორი კვირა იქნება.

სწორედ ამას ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მაკრონი უკრაინის გარშემო სიტუაციის დეესკალაციისთვის გადამწყვეტად მიიჩნევს მომდევნო რამდენიმე დღეს. მოსკოვში, პუტინთან თითქმის 6-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ განიხილეს გარკვეული შეხების წერტილები და დეესკალაციის საშუალებები.

საფრანგეთის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ემანუელ მაკრონის თქმით, საკითხის განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან. მაკრონის თანახმად, მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და ამას ერთობლივი, ინტენსიური დისკუსია დასჭირდება. საფრანგეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ სირთულეების მიუხედავად, შედეგს მიაღწევენ.

მაკრონთან განხილული საკითხები არც პრეზიდენტ პუტინს დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ზოგიერთი იდეა და წინადადება შესაძლოა იქცეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების საფუძვლად.

ემანუელ მაკრონი 8 თებერვალს უკრაინას ეწვია და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. „რონდელის“ ფონდის მკვლევარი და ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას ამ ორ კვირაში აპირებს და ამის რამდენიმე ინდიკატორი ჩანს. ბატიაშვილი ამბობს, რომ 6 სადესანტო გემი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა, ამ მომენტისთვის შავ ზღვაში გადადის. ხვალ კიდევ სამი მათგანი გადავა.

„რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურ ეჭვებს აჩენს, რომ პუტინმა უკრაინისკენ გეზი უკვე აიღო. ამის პარალელურად მოლაპარაკებები ამ 5-6 დღეში დასავლეთთან დასრულდება. რუსეთი თან უკრაინასთან ჯარის მიყვანას და განლაგებას დაასრულებს. ეს ყველაფერი მალე მოხდება. რაც შეეხება მეორე, იქითა თარიღს, პუტინი თუკი ამ ორ კვირაში ვერ მოასწრებს, მაშინ მას ომის დაწყება გაუჭირდება და ეს კარგად იცის. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე გაზაფხულზე მიწა ატალახდება და ტექნიკას გადაადგილება გაუჭირება. ამიტომ მისთვის ახლა ყველაზე მომგებიანი ომის დასაწყებად თებერვლის ბოლოა.

სამხედრო ნაწილების ამ რაოდენობით მიყვანა და მერე იქ დიდი ხნით გაჩერება წარმოუდგენელია. არავითარი სანიტარული პირობები იქ არ არსებობს. ასევე ძალიან ცივა და ინფრასტრუქტურაა საჭირო. მეორე, ამხელა ჯარს კვება და შენახვა ხომ უნდა. ამიტომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს. პუტინს ამ ჯარის უკრაინის საზღვრებთან დგომა 10-დან 12 მილიარდამდე უკვე დაუჯდა. ჯერ მიყვანა, ახლა ამათი იქ გაჩერება, კვება და მერე უკან წამოყვანა უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინს საკმაოდ არასწორი გათვლა ჰქონდა და ეგონა, ავღანეთიდან ამერიკელების გაცვლის შემდეგ, დასავლეთი დასუსტდა და ყველაფერი გაუვიდოდა. პუტინმა ბოლომდე მიწოლა გადაწყვიტა და აქ შეცდომა დაუშვა, რადგანაც დასავლეთმა ერთიანობა გამოიჩინა და პუტინის ამ შანტაჟს არ დაემორჩილა.

„ვხედავთ ნატომაც ახალი ძალა შეიძინა. უკრაინას მხარში დაუდგა და საზღვრების გადასინჯვის პუტინისეული ვარიანტი არავის უნდა. მაშინ მუდმივად სტრესული სიტუაცია დაიწყება, პუტინი ასე, იარაღის ჟღარუნით, რომელი ქვეყანაც მოუნდება, იმას შეაშინებს. ამიტომ მსოფლიომ მას ერთხელ თუ დაუთმო, შედეგი მძიმე იქნება. ვხედავთ, რომ ამის გაკეთებას არავინ აპირებს და პუტინი-მაკრონის 6-საათიანი შეხვედრაც ამის მანიშნებელია. პუტინის მიზანი იყო დასავლეთი პოსტაბჭოთა ქვეყნებიდან გაეძევებინა. მას რუსეთის ჰეგემონიის აღდგენა უნდა, მაგრამ არ გამოსდის. ამიტომ ახლა ორი ვარიანტი აქვს, ან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს და „სლავური ავღანეთი მიიღოს“, ან კიდევ ჯარი უკან წამოიყვანოს. ეს კი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის სახის დაკარგვას გამოიწვევს. უკრაინაში შესვლით კი უმძმეს შედეგებს მიიღებს. პუტინმა საკუთარი თავი მახეში თავადვე გააბა, ამიტომ ახლა აღარ იცის რა გააკეთოს“,-ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი არ ელის, რომ პუტინი ომს თებერვლის ბოლომდე დაიწყებს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სადაც მან ომი დაიწყო, ყოველთვის ფრთხილად და მოულოდნელად მოქმედებდა. ამიტომ ის არ ელის, რომ ახლა პუტინი ომისთვის მზად არის და გარისკავს. მისი ვარაუდით, კრემლი, ალბათ, ამ ნაბიჯს უფრო ზაფხულში, ნატოს სამიტის შემდეგ გადადგამს. ამის მიზეზებს კი ზაქარეიშვილი for.ge-სთან შემდეგნაირად ხსნის:

„პუტინი ომს წინასწარ არ აცხადებს და ამას ყოველთვის მოულოდნელად აკთებს. ასე იყო საქართველოსთან მიმართებაში და ყირიმთან დაკავშირებითაც. კი ბატონო, რუსეთის არმიის მნიშვნელოვანი დანაყოფები უკრაინის საზღვართან თავს იყრის, მაგრამ ლოგიკით მან თებერვლის ბოლოს ომი არ უნდა დაიწყოს. როცა თოვლი დნობას იწყებს და მიწა ტალახდება, ასეთ დროს მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს. რუსებს საჰაერო ძალით რაც არ უნდა წარმატება ჰქონდეს, ჰაერით ომს ვერ მოიგებენ.

 ეს უბრალოდ დახმარებაა იმისთვის, რომ სახმელეთო გზით ჯარს და ტექნიკას გადაადგილება გაუადვილდეს. ამიტომ ალოგიკურია თებერვალში ომი დაიწყოს. ჩემი აზრით, რუსეთი ივნისის ნატოს სამიტს დაელოდება. რუსეთს ომი ნამდვილად არ აწყობს, მაგრამ თუ დასჭირდა, არც მაგის ეშინია. 2008 წელს ეშინოდა ომის დაწყება არ დაბრალებოდა, ახლა კი ამისიც აღარ ეშინია. უკრაინაში პირიქით, ძალის ჩვენებას აწყობს. დასავლეთს ეტყვის მე ხომ გეუბნებოდით, რომ პირობები უკან წაიღეთ და ომი არ იქნება. პუტინი მაქსიმუმის მიღებას ცდილობს. ფაქტია, დასავლეთი უკან თავისი პირობების წაღებას არ აპირებს, ამიტომ პუტინსაც ომის საბაბი ექნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, პუტინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიას ებრძვის. მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პოროშენკო იქნება პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე, მთავარია გავლენა არ დაკარგოს. ამიტომ, თუ საქართველოში და უკრაინაში დემოკრატიამ გაიმარჯვა, პუტინი ამ ქვეყნებს კარგავს.

„პუტინმა შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ დასავლეთი დასუსტდა; ეგონა ბაიდენი მოხუცია და სისულელეებს ლაპარაკობს; გერმანიის კანცლერი მერკელი წავიდა; მაკრონის დაბმა შეიძლება და მოდი, ამ ხალხს ომით შევაშინებო. პუტინს ეგონა, რომ უკრაინის და საქართველოს გამო ევროპა რუსეთთან დაპირისპირებაში არ შევიდოდა და აუტკივარ თავს არ აიტკიებდა. რუსეთს ეგონა, ევროპას შეშინებით უკრაინას და საქართველოს ხელიდან გააგდებინებდა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს არ იცის. ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს, რომ როგორღაც პუტინმა ამ ჩიხს თავი დააღწიოს და მსოფლიო ნაკლებად დაზარალდეს. ზოგადად ასეა, როცა დაკუნთულ ადამიანს უყურებ, ძლიერი გგონია, მაგრამ გონიერება ნაკლებად მოეკითხება. ასეა პუტინიც, მას ჰგონია რადგან ძალა აქვს, გონებას აჯობებს. არადა სწორედ აქ შეცდა“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

 

Aburjga Tasmanieli -დემოკრატიის მშვენიერებანი . მე-7 კლასში მესამეჯერ ჩარჩენილი, უკვე წვერ-ულვაშ აშლილი მოსწავლე უნარების მასწავლებელს მიმართავს - შემომაქვს წინადადება კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ - ერთი და იგივე კლასში "ჯდომა" ორი ვადით შემოისაზღვროს!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ზაქარეიშვილის "ნააზრევის" ბოლო აბზაცი წავიკითხე და ავტირდი! ღმერთო შენ დაგვიხსენი დემოკრატიისა და დემოკრატებისაგან!
დიდება სტალინს! გაჭირვებული კაცის მომხრეს და მფარველს, უნამუსო კაპიტალისტების რისხვას, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდ პოლიტიკოსს და ყველაზე ძლიერ მხედართმთავარს!
დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას! თბილისის ამშენებელს და თბილისის ქართულ ქალაქად გარდამქმნელს! საქართველოს მოჭირნახულე თავდადებულ შვილს, რომელმაც 1936 წელს აფხაზეთი დააბრუნა სამშობლოს სხეულში!
დიდება საქართველოს, არწივების საბუდარს და მშობელს!
ძრწოდეთ მთელი მსოფლიოს ლიბერალ - ელგებეტენო !
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დემოკრატიის მთავარი იდეა არის ის, რომ იდიოტთა ბრბოს შეუძლია გადაჭრას ყველა საკითხი, რომლებშიც გენიოსებსაც უჭირთ გარკვევა!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli - კახეთი
- ნათლი , რა განსხვავებაა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის?
- დიქტატურა არის, როცა გაქვს მხოლოდ ის, რაც მოგცეს, დემოკრატია კი არის, როცა ირჩევ იმას, რაც გინდა და ღებულობ იმას, რასც გაძლევენ.
2 წლის უკან