„დამნაშვეა ის, ვინც ადამიანებს ქონებას პარავს, მაგრამ ადამიანებს ვინც სულიერებას, რწმენას პარავს, ის ათასაჯერ უფრო დიდი დამნაშავეა“

„დამნაშვეა ის, ვინც ადამიანებს ქონებას პარავს, მაგრამ ადამიანებს ვინც სულიერებას, რწმენას პარავს, ის ათასაჯერ უფრო დიდი დამნაშავეა“

სუს-ის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში თანამდებობა პანკისის ხეობაში მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ დატოვა, სკანდალში ეხვევა.

სწორედ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება ეკლესიის და კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანია. მედია წერდა, რომ სწორედ სუს-ის ყოფილი უფროსი იდგა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის სერაფიმე ჯოჯუას წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდების უკან, რომელიც დროებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ შეცვალა. ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო.

მიტროპოლიტს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ბრალდებოდა. მიტროპოლიტი ცილისწამებების მსხვერპლი ისე გახდა, რომ ბრალდების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა. თუმცა, მეუფეს წინააღმდეგ აგორებული ბრალდება ვერ დადასტურდა და 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდის გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი სერაფიმე ისევ გამწესდა მამათა მონასტერში და აღუდგინდა მღვდელმოქმედების უფლება.

სუს-ის ყოფილი უფროსი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაშინ გადაწყვეტილება გოგაშვილმა იმით ახსნა, რომ 2012 წელს ჰქონდა ოცნება, რომ უკეთეს საქართველოში იცხოვრებდა, თუმცა ეს ოცნება „ქართულმა ოცნებამ“ დაუნგრია. მიუხედავად მცდელობისა „სახალხო პარტიამ“ შედეგი ვერ დადო, მაგრამ ცდილობს, რომ პოლიტიკურ ველზე აქტიური იყოს. სუს-ის ყოფილი უფროსი, რომელიც ოპოზიციური არხებისთვის სასურველი რესპოდენტი გახდა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით ცდილობს მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები პოლიტიკური მოტივით დატვირთოს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, რამდენად მძიმეა, როდესაც ეკლესიის საქმიანობაში ერევა სუს - შანტაჟით, დეზინფორმაციით ძალიან მძიმე ბრალდებას უყენებენ სასულიერო პირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაწინაურდეს მათთვის სასურველი სასულიერო პირი. რას ნიშნავს ეს ყოველივე და უნდა დაიწყოს თუ არა ამ თემის და არა მარტო ამ თემის გარშემო გამოძიება? ფაქტია, რომ უმძიმესი თემაა...

რამაზ საყვარელიძე: ნამდვილად, ადვილი თემა არ არის, მაგრამ არც მოულოდნელი არ არის. დასავლეთს რომ გადავხედოთ, ანალოგიური ბრალდებები იქ უამრავია და რომელი მართალია და რომელი მტყუანი, ჩვენ ამის მსაჯულები ვერ ვიქნებით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სისტემა, რასაც საპატრიარქო ჰქვია, ძლიერი სისტემაა და ამიტომ ყველა ცდილობს წესიერი, თუ უწესო ხერხებით მოათავსოს საკუთარი ახლობელი ამ სისტემაში. სანამ ადამიანის გუნება არის ასეთი ვერაგული და ალბათ, დიდ ხანს იქნება, სამწუხაროდ, ასეთი მოვლენები გამორიცხული არ არის.

ვეთანხმები თქვენი კითხვის ნაწილს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული ეს საქმე და ასევე აუცილებლად სასჯელი აყვანილი უნდა იქნას კვადრატში. რა თქმა უნდა, დამნაშვეა ის, ვინც ადამიანებს ქონებას პარავს, მაგრამ ადამიანებს ვინც სულიერებას, რწმენას პარავს, ის ათასაჯერ უფრო დიდი დამნაშავეა, იმიტომ რომ რწმენამოპარული მერე თავის ურწმუნებას გადასცემს შვილს, უკვე თაობებში ჩნდება ეს ბზარი. როდესაც ბრალს სდებს საეკლესიო პირს და მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას დანაშაული არ ჩაუდენია, სასჯელიც უნდა იყოს შესაბამისი.

როდესაც მთელი რიგი მღვდელმთავრების, მათ შორის პატრიარქის ახლო გარემოცვის დისკრედიტაცია ხდება და ირკვევა, რომ ამის უკან სუს-ის აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი იდგა, ეს რას ამბობს?

- ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რას ამბობს, იმიტომ რომ ადამიანის ნამუსს გააჩნია. შეიძლება სუს-ში შეაბიჯოს, უნამუსობის მოშველიებით გახდეს თანამდებობის პირი და მერე უკვე სუს გამოიყენოს უნამუსობის ჩასადენად - ეს ერთი ხაზია, როცა პიროვნება არის დამნაშავე. შეიძლება მეორე ხაზიც ვიგულისხმოთ - სახელმწიფოს აქვს ასეთი ტენდენცია და სახელმწიფო, როგორც მთლიანი სისტემა, თავის ამ ნაწილს რასაც სუს ჰქვია, ავალებს ეკლესიის წინააღმდეგ გაატაროს ეს ხაზი. მე მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში პირად შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ აგორებული ეს ბინძური კამპანია იმდენად მასშტაბური იყო, რომ აშკარად იკვეთებოდა კონკრეტული პირების დაინტერესება. ის გაერიდა პროცესს, ერთი პერიოდი იყო საბერძნეთში, დღეს ისევ ბორჯომის ეპარქიაშია. მას აქვს კარგი კავშირები მოსკოვთან და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან თავად აფხაზეთიდან არის. ხომ არ დადგა დრო, რომ ეს საქმე გახდეს გამოძიების საგანი, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ყველაზე გავლენიან ინსტიტუტსს ეკლესიას და სინოდის წევრს?

- სწორედ მაგიტომ მოგახსენეთ, რომ ეს დანაშაული უარესია, ვიდრე მატერიალური ღირებულების ხელყოფა. სულიერი ღირებულების ხელყოდა უფრო ცოდვაა და შორსმიმავალი ცოდვა, მით უმეტეს სასულიერო პირის წინააღმდეგ დაწყებული მიზანმიმართული ცილისწამება. ამიტომ, გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს. სამშობლოს ღალატი არის ყველაზე დიდი დანაშული და რატომ? - იმიტომ კი არა, რომ მატერიალური ფუჭდება, არამედ, სამშობლოს როგორც ღირებულება ფუჭდება. ეს არის დაუშვებელი და ამის სადარაჯოზე უნდა დადგეს სახელმწიფო. „ენა, მამული, სარწმუნება“ - თქვა ილიამ. სამშობლო სარწმუნოების კომპონენტია და იმდენად დიდია, რომ მისი დაცვა ყველაზე ძალიერი ღირებულებაა. ასეთი აუცილებლობის წინაშე არის პროკურატურა.

სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ვიხილეთ სკანდაული და ამავე დროს ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება, უმძიმესი ბრალდებები გავრცელდა. ერთია ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ მეორე და უმთავრესია, როგორი იქნება პროკურატურის რეაგირება...

- რასაკვირველია, მაგრამ როდესაც ხელისუფლების რომელიმე ერთი რგოლი-პიროვნება ცდილობს, რომ დაარღვიოს კანონი, დეზინფორმაცია გაავრცელოს, ის ამას მარტო ვერ გააკეთებს. არ ვიცი, რას გამოავლენს გამოძიება, მაგრამ როდესაც ასეთი ხმაურიანი ფაქტი ხდება, ძალიან საეჭვოა, რომ იქ გოგაშვილის ფიგურა მარტო იყოს.

როგორ ფიქრობთ, რა თამაში დაიწყო მან, როდესაც აღსარებებს აბარებს ოპოზიციურ არხებს, ცდილობს თუ არა ამ ხერხით მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები პოლიტიკური მოტივით დატვირთოს?

- ვერ გეტყვით. ისიც არ ვიცი, დაიწყო რამე თამაში, თუ აგრძელებს რაღაც თამაშს. ჩვენთვის ხომ ძალიან ბუნდოვანია რა ხდება მაგ სისტემაში. ვიცით, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად არაფერი არ შეცვლილა მაგ სისტემაში და ისიც ვიცით, რომ ნაციონალებსაც ისეთი მემკვიდრეობა არ დაუტოვებიათ, ვთქვათ, რომ ყველაფერი წესრიგშია. კონკრეტულ პიროვნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრი რამ მაგ სისტემაში გადამოწმებას ითხოვს და გასაანალიზებელია იმ წარსულიდან, საიდანაც მოდიან ეს პიროვნებები.

შეიძლება ითქვას, რომ გოგაშვილი ცდილობს დააშანტაჟოს ხელისუფლება? ფაქტია, რომ მას აქვს ინფორმაციები...

- მგონია კი. ინტერვიუები რაც ვნახე, პრინციპში, ეს ინტონაციები იგრძნობოდა. თავისი აქტიურობით წინასწარ იკეთებს პოლიტიკურ ალიბს, ელფერს სძენს მის ინტერვუებს, რომ მერე გაკეთდეს პოლიტიკური შირმა თავდაცვისათვის, ან შანტაჟი - თუ დამარტყამათ, მეც დაგარტყამთ იმ ინფორმაციებით, რაც მაქვს.

ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საკადრო ცვლილება ყველა ხელისუფალის პრობლემაა? ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეცდომა იყო გათვლა არა პროფესიონალიზმე, არამედ მეგობრობაზე, ასე მოხდა შევარდნაძის და სააკაშვილის შემთხვევაში. ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლება იგივე ნაბიჯებს დგამს, პროფესიონალიზმზე მეტი ყურადღება ექცევა ნეპოტიზმს და ერთგულებას...

- არაპროფესიონალიზმი რომ ცუდია, ეს დასტურდება დაწყებული მასწავლებით და დამთავრებული ისეთი ოპერატიული მოვლენით, როგორიც არის ექიმის დახმარება. ერთი თაობებს გაგიფუჭებს, მეორე ადამიანებს მოკლავს არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე. სახელმწიფოში არაპროფესიონალიზმი ადამიანებს თავსუფლების ფასად უჯდებათ, მაგრამ მთავარი კითხვაა - ამ შემთხვევაში არაპროფესიონალიზმი გვაქს, თუ ღალატი? პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „ტროას ცხენის“ ვარიანტები ძალიან ხშირია და ამავე დროს, იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არაპროფესიონალიზმი ძალიან ხშირია. კი იძახიან ლუსტრაციაო, მაგრამ ვხედავთ, რომ სიტუაცია უფრო რთულია. გეთანხმებით, დიდი პრობლემაა აპროფესიონალიზმი, რაც ქვეყნის მტრობას ნიშნავს - იგივეს აკეთებს არაპროფესიონალიზმი, რასაც მტერი.

 

trampi ეს ჩემ ძველ ნაწერებში ვიპოვე......მესიამოვნა ........ ვიცი თქვენც მოგეწონებათ
ჰოოდა ...... ესააა



სიძულვილმა ჯებირი გაარღვია და იფრქვევა. როგორც ვულკანი მანამ არ დამშვიდდება, სანამ ბოლომდე არ ამოიფრქვევა, ასევე არც სიძულვილი დაცხრება მანამ, სანამ ბოლომდე არ ამოინთხევა. სიძულვილი ბრმაა, განსჯა არ შეუძლია, იგი სტიქიაა და განურჩევლად წალეკავს ყველას, ვინც წინ დახვდება. დღეს საქართველოში სიძულვილი მძინვარებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაცხრება. ბოლომდე გადმოინთხევა და იმიტომ. ეკლესიატე ამბობს: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ შემდეგ ჩამოთვლის და გვასწავლის „ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა, ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა, ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა, ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა“. ახლა საქართველოში ომის ჟამია, ნგრევის, მტრობის, გესლის ნთხევის, სიძულვილის ჟამი, გავა დრო და ეს ჟამი შეიცვლება მშვიდობის, სიყვარულის, ლხინის ჟამით. ასეთია ცხოვრების, ისტორიის მსვლელობის კანონზომიერება და იმიტომ. ისე როგორც სახადს, ყველა ჟამს თავისი ბუდობის ხანა აქვს. ომისას თავისი, მშვიდობისას თავისი, ნგრევისას თავისი, შენებისას თავისი, სიძულვილისას თავისი, სიყვარულისას თავისი. ამიტომ მოთმინება და მოლოდინი გვმართებს. მძიმეა ეს მოლოდინი და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი. როცა ადამიანს მუწუკი აწუხებს, მანამ არ მორჩება, სანამ ჩირქი ბოლომდე არ გამოირწყვება, ეხლა საქართველოში სიძულვილის ჟამია. ამ დროს ხალხის ზნეობრივი გახრწნა დაცემა ჩვეულებრივი მოვლენაა. ზნეობის საფუძველი სიყვარულია და არა სიძულვილი. სიძულვილი უზნეობის საძირკველია, როგორც კი სიძულვილი დაცხრება, დაიწყება ზნეობრივი ამაღლებაც.

/ აკაკი ბაქრაძე „ივერია ექსპრესი“ 02.03.1993 წ /


ცოტას კიდევ დავამატებ.... ისევ ბაქრაძისეულებს, ოღონდ ცოტა ჩემებურად ,,გადმოთარგმნილებს,,
(ადრე როცა დუღდა ეს საიტი, მაშინ აქაურებს ამ თემებზე ბევრჯერ გვისაუბრია)

ჯერ შესავალისთვის

შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო
სად აღარ გხვრეპდა. შავი ყორანი
...........................................................
...........................................................
გზადაგზა გსვამდნენ........
................................................
ჯამიდან ჯამში, ხაპიდან ხაპში
ღვრიდნენ და რყვნიდნენ
რყვნიდენ და ღვრიდნენ.....
..................................................

ხოოდა ამ ყველაფრის მერე, რად გიკვირს, რომ ეგ ყველაფერი რაც ხდება საქართველოში ჩვენი სისხლის გამოძახილია? ---- ჩვენია, ჩვენი..... ჩვენი სისხლია და ჩვენი ხორცი, რომელიც დღეს აი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია
ბაქრაძე ამბობდა ხოლმე ......
საუკუნეების მანძილზე ათასი გაჭირვება--უბედურების გამო, დამპყრობლების უღელ ქვეშ მყოფი ერი, სულიერად და მორალურ--ზნეობრივად ,,ჭუჭყიანდება,, ხოლმეო. ის დამპყრობლები ერის ზნეობრივ მორალურ დაცემა-- გადაგვარებას ყველანაირად უწყობდნენ ხეელსო --სხვადასხვა ხერხით
ყველა მათგანი სათავისოდ ცდილობდა ერზე ზეგავლენა მოეხდინა, რომ თავის ჭკვაზე მოექციაო....ანუ ერში ისეთი თვისებები ინერგებოდა (გამყიდველობა, შური, ბოღმა წაქეზება.......) რომელიც მათ ბატონობას საფრთხეს არ შეუქმნიდაო..
.ასე ნელ ნელა ინერგებოდა ერში ყველანაირი უარყოფითი თვისებები, ასე თანდათანობით იცვლებოდა და გვარდებოდა ერის ცნობიერება, მენტალობა და ზნეობრივ --მორალური თვისებები
ამიტომ როცა შიგა და შიგ პერიოდულად საქართველოში სიმშვიდე ჩამოვარდებოდა ხოლმე, ერზე მზრუნველი პატრონი(ანუ მეფეო) ყოველთვის ცდილობდა ერის სულიერ და ზნეობრივი მდგომარეობის გამოსწორება--გაჯანსაღებასო ....ანუ ერიდან იმ უარყოფითი თვისებების აღმოფხვრას რაც ერისთვის დამაზიანებელი იყოვო...
ყველაზე ხშირად მაგალითისთვის აღმაშენებელი მოჰყავდა ხოლმე და კიდევ ვახტანგ მეექვსის ,,სამართლის წიგნი,, ორივე მეფე ერის სულიერ, მორალურ--ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის ყველაფერს აკეთებდაო.. ..(სხვათა შორის ის ,,სამართლის წიგნი,, საქართველოში მეფის რუსეთის დროსაც კი ძალაში იყო)
ხოოდა სწორედ აი ის საუკუნეების მანძილზე ჩაგროვებული ბოღმა, შური და ბოროტება ტრიალებს ეხლაც ერში, რომლის აღმოფხვრისათვის ბოლო საუკუნეების მანძილზე არავის არ უზრუნია ...
.ან კი ვინ იზრუნებდა ერის სულიერი გაჯანსაღებისათვის ..... კომუნისტებიიი?---
თუმცა კი, ზოგადად რომ ვთქვათ, თუნდაც კომუნისტების დროინდელი ერის სულიერი და მორალურ---ზნეობრივი მდგომარეობა, დღევანდელთან შედარებით გაცილებით, გაცილებით მაღალ დონეზე იყო........მაშინ საზოგადოებაში რაღაც გარკვეული მორალურ ზნეობრივი ნორმები მოქმედებდა... ..... ყველა ცდილობდა რომ საზოგადოებაში არსებული თუნდაც ის მაშინდელი ნორმები დაეცვათ. მაშინ რაღაცა მორიდება იყო, შურის, ბოღმის, ბოროტების ასე იავნად დემონსტრირებას ვერ ბედავდნენ, იმიტომ რომ მაშინ საზოგადოებაში ეს ყველაფერი გაკიცხვის საგანი ხდებოდა და ამას ყველა ერიდებოდა......
მაშინ ბოზობა, ჩათლახობა, მამაძაღლობა გრეხად ითვლებოდა.. ესე ერთი ხელის დაკვრით ვერ ბედავდნენ თავიაანთი უარყოფითი თვისებების გამარიაჟება--გამოაშკარავებას
არა....... როგორ არა ....... მაშინაც იყვნენ ბოზები, ჩათლახები, ბოროტები, შურიანები, ქურდები მამაძაღლები, მაგრამ დღევანდელთან შედარეეეებით----- ისინი ანგელოზები იყვნენ......
უბრალოდ მაშინ გარემო იყო ისეთი, გარემო რომ ასეთი უარყოფითი თვისებების სახალხოდ გამოვლენას, ყველა ერიდებოდა....ბევრი შეიძლება გულში სუ ჩათლახიც იყო, მაგრამ ირგვლივ დამკვიდრებული ზნეობრივი ნორმების გამო (რომ არ გაეკიცხთ) ,,პიდარასტობების,, (უარყოფით თვისებების) გამოვლენას მაშინ მაინც ყველა ერიდებოდა --თავს იკავებდა - მალავდა...ამით საზოგადოება მხოლოდ იგებდა
ანუ მაშინ რაც იყო და როგორც იყო, ხალხი ძირითადად საზოგადოებაში არსებული ვითარების(ზნეობის) შესაბამისად იქცეოდა ..
ანუ ჩემებურად რო ვთქოთ პავლოვის მეთოდი მოქმედებდა---რაც გარემო იყო ხალხიც, ისე იქცეოდა
მაშინ უარყოფითი შეკავებული იყო, ჩაბუდებული....დროს ელოდებოდა რომ ამოეხეთქა
ხოოდა აი დღევანდელი დღეს.......რაც კი ერში ჩაგროვებულ--დამალული უარყოფითი თვისებები იყო, სუ ერთად ამოხეთქა....,,მეგობრების,, (ქუნემ ეგეთი მეგობრები) აქტიური დახმარებით, ისეთი გარემო შეიქმნა, ისეთი, რომ სინდის--ნამუსი, ზნეობა --მორალი ზედმეტი ბარგი გახდა,..... არავინ აღარაფერს არ ერიდება, ყველამ თავისი ქვენა გრძნობები (ჩემებურად ჩათლახობები) აქტიურად გამოავლინა, ყველამ თავის გენში არსებული უარყოფითი თვისებები სუ ნაპორით გადმოაფრქვია ....სუ გამოჩნდა ვის რა ააქვს სულში ....
ისევ ბაქრაძისეულს ვიტყვი
ასე ამბობდა........ ეხლა ზღვა ღელავს და ფსკერიდან ზედაპირზე ნაგავი და ჭუჭყი ამოაქვსო ....და რაც უფრო დიდი ღელვა იქნება, მით უფრო დიდი სიღრმეებიდან ამოიტანს ნაგავს და ჭუჭყსო, უფრო დიდი ხნის ჩაძირულ--ჩამარხულსო........მერე როცა ღელვა დამთავრდება ამ ნაგავს ზღვა სუ ნაპირზე გამორიყავსო....... აი ზუსტად მაშინააა საჭირო ერთი ,,კაი დამლაგებელი,,, (ერის პატრონი) რომ ის ჭუჭყი მოაგროვოს და დაწვას.......ანუ მერე აუცილებლად სახალხოდ უნდა გაირკვეს რაა არის ცუდი და და რაა არის კარგი...(ალბათ დასასჯელიც უნდა დაისაჯოს)..ანუ უნდა მოხდეს მორალურ--ზნეობრივი ნორმების განხილვა--- განსჯა..აი იმას ეძახოდა ის კაცი ერის სულიერ და ზნეობრივ--მორალურ გაჯანსაღებას
ზუსტად ესეა ............. რაც უფრო დიდი ღელვაა, მით უფრო დიდ უარყოფით თვისებებს გამოამჟღავნებენ ეს ცხვრის ქურქში გადაცმული ,,კეთილშობილი ხალხი,, რომლებიც თურმე სინამდვილეში თავიააანთი მგლური ბუნების გამოსავლენად, შესაფერის დროს და გარემოს ელოდებოდნენ..
ამიტომ ეს დღევანდელი ვითარება სადღაც კარგიცაააა...............,,მგლების,, გამოვლენას უწყობს ხელს....
ანუ თუ ვინმე ოდნავ მაინც იყო ,,მგლის გენისა და ჯიშისა,, ყველა გამომჟღავნდა
აი ზუსტად ესაა ის გენი, რომელიც საქართველოს საუკუნეების მანძილზე შიგნიდან მტრობდა, ჭამდა და ხრავდა
ხოოდა ზუსტად ის გენია აკუმულირებული ამ ნაცებში (და მათ მიმდევრებში) იმიტომაც არიან ესენი სისხლისმსმელები და ლეშიჭამიები..
იმიტომაც ვერ ისვენებენ.....სისხლი სწყურიათ, სისხლი
2 წლის უკან