ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს შეაჩერებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს შეაჩერებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს შეაჩერებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„თუ რუსეთი შეიჭრება, თუ ტანკები ან ჯარები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვრებს, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება. ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯო ბაიდენის თქმით, მან ჯერ კიდევ არ იცის, დაუშვებს თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას ზამთრის დასრულებამდე, თუმცა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახლა ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

„პრეზიდენტ პუტინს პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩვენ ყველაზე მკაცრ სანქციებს დავაწესებთ, რაც კი ოდესმე დაწესებულა და რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა მან.