Financial Times: მაკრონთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ახალ სამხედრო ინიციატივებს არ განახორციელებს და დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდეგ, ბელარუსიდან რუს სამხედროებს გაიყვანს

Financial Times: მაკრონთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ახალ სამხედრო ინიციატივებს არ განახორციელებს და დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდეგ, ბელარუსიდან რუს სამხედროებს გაიყვანს

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ახალ სამხედრო ინიციატივებს არ განახორციელებს და დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდეგ, ბელარუსიდან რუს სამხედროებს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Financial Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთი The Financial Times-ი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნულ შეთანხმებას პუტინი დაადასტურებს, ამან რეგიონში დაძაბულობა შეიძლება განმუხტოს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეაგროვა.

ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ახალი სამხედრო ინიციატივების არგანხორციელებასა და რუსული ჯარების განლაგების შესახებ ფართო დიალოგზე.

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საჭიროა უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების შექმნა რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრებისთვის, რათა ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი წესრიგი შეიქმნას.