ჩრდილოეთ კორეამ, კიბერთავდასხმებით, მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარა. მათით კი, სარაკეტო პროგრამას აფინანსებს, - ამის შესახებ BBC გაეროს მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.
გამოძიებით დაადგინეს, რომ 2020-დან 2021 წლის მეორე ნახევრამდე, ქვეყანამ $50 მილიონზე მეტად შეფასებული ციფრული აქტივები მიისაკუთრა. დასკვნები გაეროს სანქციების კომიტეტს უკვე გადასცეს.
კიბერთავდასხმების უმთავრესი სამიზნე ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და აზია იყო.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ცდების ჩატარება და ბალისტიკური რაკეტების გაშვება ეკრძალება. მოქმედი სანქციების მიუხედავად, ქვეყანამ მაინც შეძლო თავისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურის განვითარება.