დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ჯევდეთ იაშარი და თურქეთის სამხედრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის საბჭოს ახალი წევრები მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტოებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, თურქეთის რესპუბლიკასთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა ახალი ატაშის და მისი ოფისის მუშაობის პირობებში უფრო ინტენსიური გახდება.
ვიცე-პოლკოვნიკმა იაშარმა იმედი გამოთქვა, რომ თურქ სამხედრო დიპლომატთა ახალი გუნდის მუშაობა საქართველოში ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, რაც ორ ქვეყანაშ შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.