„უკრაინაში ნონა მამულაშვილმა გადაიღო ფოტოები ქართული ლეგიონის მებრძოლებთან, ყველას აჩვენა მათი სახეები და რუსებს მისცა საშუალება, მათი იდენტიფიცირების“

„უკრაინაში ნონა მამულაშვილმა გადაიღო ფოტოები ქართული ლეგიონის მებრძოლებთან, ყველას აჩვენა მათი სახეები და რუსებს მისცა საშუალება, მათი იდენტიფიცირების“

დასავლეთი უკრაინას შეიარაღებითა და ამუნიციით ეხმარება, „ნაცებმა“ კი კიევში „მაშველი დესანტი“ გადასხეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსადმი მადლიერებას გამოხატავს ჩვენი პარლამენტის „შედეგიანი და ფოკუსირებული რეაქციის“ გამო, ოპოზიცია მაინც თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას მთავარი სიტყვა - „რუსეთი“ დააკლო, ამიტომაც ბოდიშის მოსახდელად უკრაინაში მიემგზავრება. „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ და „დროა“ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას კიევში ჩასვლით გამოუცხადებენ და საქართველოს ხელისუფლების პოზიციისთვის მოიბოდიშებენ.

როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, „სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, უკრაინაში იმის სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი აგრესორია“.

პარალელურად ელენე ხოშტარიას ინიციატივით პარლამენტთან შეგროვდა უკრაინულ და ქართულ დროშებზე ხელმოწერები უკრაინის მხარდასაჭერად. ეს დროშები კი ხოშტარიამ რადაში უკრაინელ დეპუტატებს უნდა გადასცეს.

სპეკულირებს თუ არა ოპოზიცია უკრაინის თემით?!

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინაში ჩასვლა და ამ თემით სპეკულაცია გათვლილია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის კაპრიზების დასაკმაყოფილებლად, რათა მას შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს რამეს აკეთებენ, თორემ უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია გაცილებით უფრო რბილია უკრაინასთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

ნანა კაკაბაძის თქმით, ჩვენი ოპოზიციონრები უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს საერთოდ თუ ეცნობიან, მიხვდებიან, რომ ზელენსკი გაცილებით ლოიალურად ეპყრობა რუსებს, ვიდრე ეს საქართველოს ხელისუფლების რეზოლუციაშია დაფიქსირებული.

„ზელენსკის ტონი გაცილებით ლოიალურია. იმ ადამიანმა თავისი ქვეყნის პრობლემა უკეთაც იცის და უფრო მეტადაც ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე. ესენი კი არიან ყალბი პიარის ადამიანები, რომლებიც პირადი კეთილდღეობის გამო უკრაინას კი არა, საქართველოს გაწირავენ. ასე მოხდა აგვისტოს ომის დროს, როცა საქართველო გაწირეს, ტყვიის გაუსროლად ჩააბარეს კოდორი და საქართველოს ტერიტორიის 20%. ამათ საერთოდ არ აინტერესებთ, რა ჩაიწერა რეზოლუციაში. მათთვის მთავარია, იმ რეზოლუციაში ისეთი რამ ჩაწერონ, ხვალ პუტინმა ომი რომ გამოგვიცხადოს, ეს ომი მათ ინტერესებში იყოს. მათი ინტერესების საწინააღმდეგო ეს არ იქნება. ქვა ქვაზე თუ დადუღდება ამ ქვეყანაში, ეგ უნდათ მაგათ, ამისკენ მიისწრაფვიან. რატომ უხდიან ბოდიშს უკრაინელებს? რა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტზე უფრო მეტი კათოლიკე იქნება? თუ უკრაინას არ უნდა ომი, საქართველომ გამოუცხადოს ომი რუსეთს? რომ გამოუცხადეს ომი, იმიტომაც მიიღეს ის, რაც მიიღეს. ჩვენ მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, თორემ მაგათ თავიანთი ბინძური პოლიტიკის და ბინძური ინტერესების გამო მილიარდნახევარი მიიღეს“,- გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალების“, „დროას“ და „ლელოს“ გამგზავრება უკრაინაში სიმბოლური აქტია, რომლითაც უკრაინის უსაფრთხოებას და მის პრობლემებს არაფერი ეშველება. ამდენად, ეს ადამიანები გინდ ჩავიდნენ უკრაინაში, გინდ არა, სიტუაცია ისეთივე დარჩება, როგორიც იყო.

„ლელოს“ ვიზიტი გამოიწვევს რაიმე ზემოქმედებას? ეს არის, უბრალოდ, სიმბოლური მხარდაჭერის გამოხატვის აქტი, მადლობას გადაუხდიან, ხელს ჩამოართმევენ, სავიზიტო ბარათებს გაცვლიან, კონტაქტებს დაამყარებენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. იგივე შეიძლება ითქვას „ნაციონალების“ დელეგაციაზე. მაგალითად, უკრაინაში ჩავიდა „ნაცმოძრაობის“ ერთ- ერთი დეპუტატი ნონა მამულაშვილი, გადაიღო ფოტოები ქართული ლეგიონის მებრძოლებთან, ყველას აჩვენა მათი სახეები და მისცა საშუალება რუსებს, ამ მებრძოლების იდენტიფიცირება მოეხდინათ. ისმის კითხვა, რა შედეგი მოჰყვა ამას? მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პერსონის გაპიარება და სიმბოლური აქტის დემონსტრირება, რომელიც ვერანაირად უკრაინასა და მის ირგვლივ სიტუაციას ვერ შეცვლის“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ჯარჯი ეს ბიჭები რუსების სამიზნედ აქცია ამ ქალმა(((
2 წლის უკან