გახდება თუ არა პარალმენტში კვლავ დაბრუნება ურეიტინგო „ნაციოანლური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი და რეალურად რატომ შედის ენმ-ი ისევ საკანონდმებლო ორგანოში? როგორც თავად აღნიშნავენ, პარტია კვლავ საკუთარი დღის წესრიგის შესრულებისთვის იზრუნებს და პარლამენტში მათი მთავარი საზრუნავი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნება.
ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა გამოიკვლიოს.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ კონსტრუქციული საპარლამენტო საქმიანობის მოლოდინი არ აქვთ მმართველ გუნდში და ფიქრობენ, რომ „ნაციონალები“ საპარლამენტო ტრიბუნას, მხოლოდ პარტიული ინტერესების შესაბამისად გამოიყენებენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საკანონმდებლო ორგანოში 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ კოლეგა ოპოზიციონერების დახმარება დასჭირდება. საპარლამენტო ოპოზიციაში, ამ ეტაპზე, მათ წინადადებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა და „საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, საკანონმდებლო საქმიანობის დღის წესრიგს ვერ შეცვლის“ - ასე ფიქრობენ მმართველ პარტიაში და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება მეორეხარისხოვანია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრები საპარლამენტო სხდომებს, გასული წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ არ ესწრებიან. საგაზაფხულო სესიაზე კი ფრაქცია, როგორც პლენარულ, ასევე საკომიტეტო სხდომებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში დაბრუნება მაშველი რგოლი ვერ იქნება, რადგან ოპოზიციური პარტიისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების მთავარი მიზანი ისევ მიხეილ სააკაშვილია. ეს კი მოსახლების დიდ ნაწილს არ აინტერესებს და მეტიც - აღიზიანებს, რადგანაც მის მიერ არჩეული პარტია, არა ამომრჩევლის პრობლემების მოგვარებისთვის იბრძვის, არამედ მხოლოდ ისევ საკუთარი ლიდერის ბედ-იღბალზე დარდობს.
„ნაციოანლური მოძრაობის“ გადაწყვეტილება სწორია, რომ პარლამენტში დაბრუნდნენ, მაგრამ გააჩნია იქ დაბრუნებას რისთვსი გამოიყენებენ. თუ საკანონმდებლო ორგანო იმისთვის სჭრიდებათ, რომ ის ქუჩა გადაიტანონ, ეს პარტიისთვის გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ქუჩაში დარჩენა. ასევე, საინტერესოა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ გააზრებული თუ აქვს, მათი მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს და რა ნაბიჯები უნად გადადგან. საგამოძიებო კომისიამ, კი ბატონო, სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მთელი ფირი რომ გაასაჯაროვოს, მერე რა? თუ ფიქრობენ, რომ ეს ქვეყნის შიგნით რაიმე პროცესებს გამოიწვევს და სხვა მიმართულებას მისცემს, მაშინ შემიძლია მშვიდად ვუთხრა, რომ ეს ფუჭი გასროლაა. თუ ეს კადრები ბრიუსელში უნდა წავიდეს და უნდათ, რომ საგარეო ასპარეზზე რაღაცა განცხადებები გაკეთდეს, კი ბატონო. გარკვეული განცხადებები გაკეთდება და ამით რას მიიღებენ არ ვიცი“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ახლა არც ქვეყნის შიგნით და არც მით უმეტს დასავლეთში სააკაშვილისთვის არავის ცხელა. არავის ანაღვლებს გორიდან გლდანში ან რუსთავიდან გლდანში როგორ გადაიყვანეს. ძაბირაძე ამბობს, რომ „ნაციონალები“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრულიად ამოვარდნილები არიან.
„მთელი მსოფლიო ახლა დაძაბული ელოდება, რომ დღეს ან ხვალ უკრაინაში შეიძლება ომი დაიწყოს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ საგამოძიებო კომისიის და სააკაშვილის პრობლემებისთვის არავის სცალია. თუ ამით ვიღაცას აბოლებენ და ეს ვიღაცა სააკაშვილია, ეს სხვა თემაა. თუ უთხრეს, რომ პარლამენტში იმიტომ შევდივართ შენი „წამების“ ამბავი გამოვიძიოთო, კიდევ ლოგიკასთან ახლოს არის. სხვა რაში უნდა გამოიყენონ ეს საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული დასკვნა, ნამდვილად ვერ გეტყვით. იმან რაც შეიძლება დასავლეთში მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის გულში წყრომა გამოიწვიოს, საქართველოს მოსახლეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენს საზოგადოებას როცა ვეუბნებით, რომ კაცი შიმშილობდა და ამ დროს წვენებს სვამდა, თაფლს ჭამდა და ა.შ. ამას არ ღებულობს. ქართველებს სხვანაირი შიმშილობა აქვთ ნანახი. ენმ-ს გააზრებული უნდა ჰქონდეს პარალმენტში რა ფუნქცია უნდა შეასრულოს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7-თვიანმა ვაქხანალიამ ყველაზე დიდი ზიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაყენა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სწორედ ამ დროს ამ პარტიას 27%-მდე რეიტინგი ჰქონდა. ახლა კი END-ის კვლევით გამოჩნდა, რომ მათი რეიტინგის ვარდნა კატასტროფულია. თვითდაზიანების შედეგად 9%-მდე არიან ჩამოსულები. ამიტომაც სანამ პოლიტიკურად სრულიად გაბანკროტებულან, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავს უშველონ.
„ენმ-ის ყველა დაპირებამ და ტყუილმა, მათივე ამომრჩეველი გადაღალა. ოპოზიციური ელექტორატი ნიჰილიზმა მოიცვა, მით უმეტეს, მე-18 დაპირების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი, როგორც იქნა, საქართველოში შემოიპარა. ამას პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო მაღლა უნდა აეწია, მაგრამ მათივე ნდობით აღჭურვილმა კვლევით ორგანიზაციამ რეიტინგი ერთნიშნა 9%-მდე დაუყვანა. როგორც ჩანს, ეს ენმ-ისთვის უკვე საგანგაშო ნიშანი აღმოჩნდა. თუკი ამ გაუგებარი ტაქტიკით ისინი მოქმედებას განაგრძობენ, რეიტინგის დაბლა კიდევ დაშვება გარანტირებული აქვთ. ამიტომაც სასწრაფოდ პარტიის პოლიტიკური სახის გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყნის მაიდანიზაციის მუქარის პირობებში ვერანაირი შედეგი ვერ დადეს. თავად მათივე ამომრჩეველი, მათ სამოქმედო ტაქტიკას არ ეთანხმება.
ამიტომაც დესტრუქცია თუ ქუჩაში არ გამოუვიდათ, ახლა პარლამენტის შიგნით გააგრძელებენ. გარდა ამისა, თავისი ბელადის დავალება უნდა შეასრულონ და ე.წ. არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გამოიძიონ. ყოველ შემთხვევაში, შეეცდებიან, რომ ამ კომისიის შექმნაში ყოფილი ოპოზიციური კოლეგები დაითანხმონ, რომლებიც მათ დაკრულზე თამაშს აღარ აპირებენ. დაველოდოთ ენმ-ის პარლამენტში დაბრუნებას, დარწმუნებული ვარ, მორიგი საცირკო ნომრები მომზადებული ექნებათ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.