უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.
მათი განცხადებით, სანქციები იმ ზომებზე გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, რაც რუსეთის წინააღმდეგ წინა წლებში იყო დაწესებული.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები არ შეუზღუდავს რუსულ ბანკებს წვდომას გლობალურ ტელესაკომუნიკაციო ქსელ SWIFT-ზე, რომლის მეშვეობითაც ბანკები საერთაშორისო ტრანზაქციებს ახორციელებენ.