უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. უწყების ხელმძღვანელის, დენის მონასტირსკის განცხადებით, აქცენტი ფეთქებადსაშიშ ნივთებთან უსაფრთხო მოპყრობის საკითხზე გაკეთდება.
წვრთნებს გამართავენ ინსტრუქტორები, რომლებმაც მანამდე კომპლექსური მომზადება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და პოლონეთში გაიარეს.
წვრთნები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩატარდება. გარდა ამისა, შემოწმდება დასახლებულ პუნქტებში სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა.