თავდაცვის მინისტრი აღდგომას ქართველ სამშვიდობოებთან ერთად შეხვდა (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი აღდგომას ქართველ სამშვიდობოებთან ერთად შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ქაბულში ფრანგულ ბაზაზე მყოფ ოცეულსა და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ 42-ე და 33-ე ბატალიონის ქართველ სამშვიდობოებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ასევე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჩკორმა და მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აღდგომის ლიტურგიას ქართველ სამხედროებთან ერთად ბაზა „შირგაზზე“ქართულ სამლოცველოში დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავითმა აღავლინა. დელეგაციის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები ჩაუტანეს.

ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით პირადად დააჯილდოვა. მაიორმა ბაკურ ჩილინგარაშვილმა, მაიორმა ალექსი მინდიაშვილმა, უფროსმა ლეიტენანტმა არჩილ ჭრელაშვილმა, სერჟანტმა რომან ნაჭყეპიამ, უმცროსმა სერჟანტმა ლევან ხუციშვილმა, უმცროსმა სერჟანტმა იმედა ცომარტოვმა, უმცროსმა სერჟანტმა მურად ჯიქიამ, კაპრალმა გოგი კვარაცხელიამ, კაპრალმა დიმიტრი უგრეხელიძემ, კაპრალმა გიორგი გოგიჩაიშვილმა და პირველი კლასის კაპრალმა რიგითმა თამაზ ქვარაიამ მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღეს.

ავღანეთში არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა ნატოსა და კოალიციური ძალების მაღალჩინოსნებთან. ქართული დელეგაცია ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლეს სამოქალაქო წარმომადეგნელს მაურიც იოკემს, ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალს გენერალ ჯოსეფ დანფორდს, ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერსა და მე-7 საბრძოლო პოლკის მეთაურს პოლკოვნიკ ოსტინ რენფორდს შეხვდა. მასპინძელმა მხარემსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმწვლილისათვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სტაბილიზაციის ოპერაციაში შეაქვს.როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედროებმა განაცხადეს, ქართველები პროფესიონალი სამხედროები არიან და მათსაქმიანობას კოალიციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ისოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.

ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთანერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ.

მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.