ნედ პრაისი: შევატყობინეთ კიევს, თუ როგორი იქნება ჩვენი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე და ამ პასუხში კიევის პოზიციაც გავითვალისწინეთ

ნედ პრაისი: შევატყობინეთ კიევს, თუ როგორი იქნება ჩვენი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე და ამ პასუხში კიევის პოზიციაც გავითვალისწინეთ

აშშ-მა შეატყობინა უკრაინის ხელისუფლებას, თუ როგორი იქნება მათი წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე და ამ პასუხში კიევის პოზიციაც გაითვალისწინა, - ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა უკრაინის ხელისუფლებასთან ის, როგორი უნდა იყოს აშშ-ის წერილობითი პასუხი, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დოკუმენტში კიევისთვის არანაირი სიურპრიზები არ იქნება.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთანაც. ჩვენ არა მხოლოდ გავაცანით მათ, თუ როგორი იქნება ჩვენი პასუხი, არამედ გავითვალისწინეთ მათი მხრიდან უკუკავშირი და ავსახეთ ის დოკუმენტში. შესაბამისად, აქ სიურპრიზები არ იქნება - არც ნატოსთვის, არც ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის და არც უკრაინელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა.