თუ აშშ და ნატო უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჩვენს წინადადებებზე არ გვიპასუხებენ, მოსკოვი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ენტონი ბლანკები დაგვპირდა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჩვენს წინადადებებზე პასუხს მიმდინარე კვირაში მივიღებთ. მოსკოვი ამ დისკუსიის ჩაფარცხვის საშუალებას არავის მისცემს. ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება უპირობო პრიორიტეტია და ის დაცული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში“, - განაცხადა ლავროვმა.