ბურკინა-ფასოში, ამბოხებულმა ჯარისკაცებმა ქვეყნის პრეზიდენტი, როკ მარკ კრისტიან კაბორე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 იანვარს, ბურკინა-ფასოში, რამდენიმე სამხედრო ბაზაზე ამბოხება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებული ჯარისკაცები ითხოვენ არმიისთვის შესაბამის რესურსებსა და სწავლებას „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად და არმიისა და დაზვერვის მეთაურის გადადგომას.