უკრაინის საგარეო უწყება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს

უკრაინის საგარეო უწყება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს.

„პატივს ვცემთ უცხო ქვეყნების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამერიკული მხარის ასეთი ნაბიჯი ნაადრევია და გადაჭარბებულ სიფრთხილეს წარმოადგენს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.