გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს. ამის შესახებ გერმანელ და ესტონელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და სხვა მოკავშირეებისგან განსხვავებით, გერმანიამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკოს.
გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, WSJ-ს საუბარში ამბობს, რომ გერმანული წარმოების შეიარაღების მიწოდება პირდაპირ ან მესამე ქვეყნების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ბერლინის თანხმობით, რომელიც ამ შემთხვევაში არ იყო გაცემული.