უკრაინაში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, გასცეს ნებართვა თანამშრომელთა ნაწილისა და მათი ოჯახების მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.
როგორც ტელეკომპანიას უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონმა შეატყობინა კიევს, რომ დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია შესაძლოა მომდევნო კვირაში დაიწყოს.
წყაროს ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენტონი ბლინკენთან საუბარში ასეთ ქმედებებს „გადაჭარბებული“ უწოდა.