უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ღიად აკრიტიკებს. ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს, როდესაც პარტნიორები ამბობენ, რომ ხვალ შესაძლოა, უკრაინაში ომი დაიწყოს, იბადება კითხვა, რატომ არ აწესებენ სანქციებს ახლა დასავლეთი და აშშ და, რატომ ელოდებიან ესკალაციას? უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს პრევენციული სანქციები უნდა დაუწესოს უკრაინაში შეჭრამდე და არა შეჭრის შემდეგ.
„მასშტაბური საქნციების დაწესების შემთხვევაშიც, რუსეთმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ამ სანქციებთან გამკლავება შეუძლია არსებული ფინანსური რეზერვებით. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის პირისპირ დატოვება მთელი მსოფლიოსთვის შეცდომა იქნება. ომი თუ დაიწყება, მსოფლიო ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ევროპა ნამდვილად ვერ იქნება ძველებური“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს და დასავლეთს აკრიტიკებდა, სწორედ უკრაინის საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლები ჟენევაში შეხვედრას მართავდნენ. ორი დიპლომატის ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო. პირველი 2021 წლის მაისში, რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს მინისტერიალზე შედგა, ხოლო მეორე 2021 წლის დეკემბერში, სტოკჰოლმში, ეუთო-ს ფარგლებში. 2021 წლის ბოლოს, სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე კრემლმა აშშ-თან და ნატო-სთან შეთანხმებების ორი პროექტი გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, რამდენიმესაათიან შეხვედრაზე რუსეთმა გაიმეორა მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს.
შეხვერის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა ამ თემაზე ვერ დაიყვანება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. ნატო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ მოსკოვი ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა და აქვე დასძინა, რომ შეხვედრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მას დაჰპირდა, რომ აშშ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.
ლავროვის საპასუხოდ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა არის მცდელობის ნაწილი, განმუხტონ სიტუაცია და აღვკვეთონ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ჟენევაში ჩასვლამდე კონსულტაციები ჰქონდა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათი პოზიციაა, რომ მზად არიან დიალოგის გაგრძელებისთვის, თუმცა უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, მათი პასუხი იქნება ერთიანი და კონსოლიდირებული.
„ეს არის კრიტიკული მომენტი. ჩვენ არ ველოდებით, ჩვენი განსხვავებების დღეს მოგვარებას, მაგრამ იმედი მაქვს და ველოდები, რომ შევამოწმებთ, რჩება თუ არა დიპლომატიის, დიალოგის კარი ღია და ჩვენ ერთგული ვართ ამ გზით სვლის მიმართ, განსხვავებების მშვიდობიანად გადაჭრის მიმართ. რუსეთს შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და საერთაშორისო დაგმობამდე.
სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები, პარტნიორები და ამ საკითხებზე მოლაპარაკებები არ იქნება. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა უნდა იმოქმედონ, ან არ მოიმოქმედონ. თუმცა, თუ რუსეთი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ბაიდენის განცხადებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში, მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. ამასთან, მეორე დღეს ჯო ბაიდენმა რუსეთის შეჭრის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება უკრაინაში შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
ამ ეტაპზე რთულია პროცესების პორგნოზირება. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. მეტიც, ამავე ინფორმაციით, „ზაპად 2021“-ის წვრთნების შემდეგ, რუსეთის 41-ე გაერთიანებული არმია არ დაბრუნებულა საკუთარი ჩვეული დისლოკაციის ადგილზე, ციმბირში, ნოვოსიბირსკში და ისინი უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩნენ. როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა აღნიშნა, მოსკოვი უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის ბოლოსთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის გეგმავს.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთ-ბელარუსის ოპრატიულ სტრატეგიული წვრთნები „კავშირის ერთობა 2022“ - ესაა პირდაპირ პლაცდარმის მომზადება ინტერვენციისათვის. მისი თქმით, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის 22-ე საარმიო კორპუსი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. უკრაინის საზღვართან გადასროლილია მერვე არმიის სრული შემადგენლობა. ასევე უკრაინის მიმართულებით მობილიზებულია 49-ე არმიაც. მისი თქმით, უკრაინაში სიტუაცია რთულია, მაგრამ ორ სახელმწიფოს შორის საომარი მოქმედების დაწყება გამორიცხულია, თუმცა შეზღუდულ სამხედრო ჩარევასაც არ გამორიცხავს.
„დონეცკის ან ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებიდან შეიძლება სეპარატისტებმა დაიწყონ მოქმედება, იმიტომ რომ რუსებისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის არის აზოვის ზღვის სრული კონტროლი. შეიძლება განახორციელონ ოდესის ბლოკირება. რუსი სამხედრო შენაერთები უკვე მიდიან შავი ზღვის მიმართულებით და დღე-დღეზე ალბათ, შევლენ შავი ზღვის აკვატორიაში. რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რომ შეიჭრას უკრაინაში, ამის ალბათობა დაბალია, მაგრამ რუსეთი ოპერატიული დაშინების სტრატეგიით მოქმედებს, რომ ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და კერძოდ, ზელენსკიზე. შესაბამისად, გამოიწვიოს პოლიტიკური არეულობა და გაააქტიუროს პრორუსული ძალები და მათ შორის ოლიგარქები, რომელთა გადმობირება კრემლმა შეძლო. პრინციპში, პარტიის ლიდერშიპი გადასულია ამ ოლიგარქების მხარეს და ისინი აპირებენ ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნას. სიტუაცია საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ამერიკელებმა სასწრაფო წესით ჩაიყვანეს პოროშენკო უკრაინაშუ სადაც მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, - ადამიანს, რომელსაც აბრალებენ სახელმწიფო ღალატს და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას, სასამართლო ათავისუფლებს ისე, რომ მსჯავრი არ დაადეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. გასგებია, რამდენად მაღალი დონის ფსონი იდება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებას, მაისაიას განცხადებით, მიუხედავას იმისა, რომ ორივე მხარე დიდი ოსტატობით მალავდა შეთანხმების შედეგებს, ამ შეხვედრას გარკვეული კონსენსუსის მოძიების მცდელობა მოჰყვა.
„ჟენევის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამერიკელები გასცემენ წერილობით პასუხსს. ლავროვი კმაყოფილი ჩანდა პრესკონფერენციაზე, არც ამერიკელი დიპლომატი ჩანდა უკმაყოფილო. მან პოზიტიურად შეაფასა შეხვედრა, მაგრამ პოზიტიური რა იყო, ეს დარაბებს მიღმა იქნებოდა დამუშავებული. სავარაუდოა, რომ მხარეებმა შეიძლება მიაღწიონ კონსენსუსს უკრაინასთან დაკავშირებით. მართალია, ორივე მხარე დიდი ოსტატობით მალავდა შეთანხმების შედეგებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას გარკვეული კონსენსუსის მოძიების მცდელობა მოჰყვა, მაგრამ ამის ფონზე საინტერესოა, რომ ფაქტობრივად, კონგრესმა მიიღო საკმაოდ არაორდინალური გადაწყვეტილება - რუსეთთან ომის გამოცხადების გადაწყვეტილება. ლენდბიზის კანონპროექტის მიღება კანონის დონეზე, ეს უკვე ომის გამოცხადებაა უკრაინის გამო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთს უკრაინის საკითხამდე არ დაჰყავს პროცესი, არამედ რუსეთი ლაპარაკობს მსოფლიო წესრიგის შეცვლაზე და მსოფლიო წესრიგის ფორმირების დროს, რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გათვალისწინებაზე.
„პირდაპირ ამბობს პუტინი, რომ წითელი ხაზები არ არსებობს მათთვის, მაშინ, როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროები აღარ უნდა იყოს. მაგრამ რუსეთის მიზანია მსოფლიო პოსტსაბჭოთა სივრცეს და საერთოდ 1997 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს, რაც ითვალისწინებს იმასაც, რომ პოსტსოციალისტური სივრცეც რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს. ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე ისინი არ აპირებენ დათმობას და მიდიან ვა-ბანკზე. ეს პროცესი დაწყებულია და ბოლო-ბოლო რაღაცაზე შეთანხდებიან. არ მგონია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას, ომი გამორიცხულია, რადგან უკრაინაში შეჭრა რუსეთს არ აწყობს. იცით, რომ საზღვართან მიმდინარეობს წვრთნები, რაც არის მუსკულების დემონსტრირება. თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ გაკვეთილებს, იგივე კუბის კრიზისის მაგალითს, ძალიან გავს ამ პერიოდს. ატომური სახელმწიფოები ერთმანეთს არასოდეს არ ეომებიან, იმიტომ რომ ეს ჩვენი სამყაროს დასასრულია. ამიტომ ვფქირობ, რომ რაღაც შეთანხმება მოხდება და ეს იქნება სფეროების გადანაწილება - ახალი მსოფლიო წესრიგის გადანაწილება.
ეს ოთხი დიდი სახელმწიფო - ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკა და რუსეთი, ალბათ, რაღაცაზე მოილაპარაკებენ და ჩემი აზრით, თავის რეგიონში დომინანტი იქნება რუსეთი - დასავლეთი ამ დათმობაზე წავა. ყოველ შემთხვევაში ახლა მიმდინარეობს ვაჭრობის პროცესი. ვნახოთ, რაზე შეთანხმდებიან. რუსები დათმობაზე აღარ მიდიან და ამის დეკლალირებას აკეთებენ. რაც მნიშვნელოვანია, მათი რიტორიკის ტონი არის ძალიან შეცვლილი და ისინი ძალიან მკაფიოდ და ხისტად აყენებენ თავიანთ ინტერესებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
კეთილი მიგვიღონ ......................... მაგრამ მერე ეს აფხაზეთი და სამაჩაბლო??---ვის უტოვებთ რუსეეეთს.?/
..ხო ყველამ კარგად იცით, რომ მეორე დღესვე რუსეთი ორივეს ოფიციალურად მიიერთებს??
...ვერააა???...... რატომ ნატოსი შეეშინდებაა?
იმ ნატოსი...... რომელსაც სინამდვილეში ფეხებზე ვკიდივართ და ჩვენ მხოლოდ რუსეთის ტრაკში საჩხიკინოდ ვჭირდებიით??
სინამდვილეში ეგენი აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც ორივეს რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ ......
,,ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს“, - აღნიშნა სარდალმა და დასძინა, რომ რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
მისი თქმით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რადგან მისი ტერიტორიები ანექსირებულია, საქართველო კი აკმაყოფილებს ალიანსში წევრობის მოთხოვნებს, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ იქნება.
ეგეც თქვენი შენბახი თუ........ ფოიერბახი
აი ეგ შენბახი ამბობს მაგეებს ....... შენბახი......წამოსცდა არისტოფანს .... წამოსცდა
ესე იგი საქართველოს ტერიტორიული პრობლემები არა ჰქონია, ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო ანექსირებულად არ მიაჩნია ......
ანუ ეგ საქართველოს ტერიტორიები არაა .....ანუ საქრტველოს ტერიტორიული პრობლემები არა აქვსო.....
ეგეც თქვენი ნატო და ტასოც