დღეს ჟენევაში ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

დღეს ჟენევაში ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი უკვე ჟენევაში იმყოფებიან, სადაც დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება.

როგორც ცნობილია, რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

თავის მხრივ, აშშ-ში განაცხადეს, რომ არ აპირებენ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას და ყველა ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს ალიანსი, არ გადაიხედება. თუმცა, ვაშინგტონში ამბობენ, რომ მზად არიან, მოკავშირეებთან შეთანხმებით, რუსეთთან სხვა საკითხებზე დიალოგი გააგრძელონ.